დემოკრატიული არჩევნები თამამად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების გარანტად, რადგან ამ შემთხვევაში ხდება წარმომადგენლობითი დემოკრატიის ა პრიორული მიზნის განხორციელება.
მაგალითად ჩვენს შემთხვევაში შეიძლება ერის არჩევანი ფოკუსირდეს პრორუსულ ძალაზე, რაც რა დასამალია და პირადად ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ თუნდაც ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად არჩევნების გაყალბება უფრო მიუღებელია, რადგან საზოგოადოების ძირეული არჩევანის იგნორირება ავტორიტარიზმის პირდაპირი ნიშანი და საფუძველია.
ამ თემის გახნის მიზანი არის არსებული პრობლემების უკეთ გააზრება და ნაწილობრივ საზოგოადოებაში გაჩენილი პათოლოგიური პესიმიზმი, რომელიც გამოხატულია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების არარსებობაში. მოდი აქ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოში არაჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, თუნდაც იდეაში.
დღევანდელ ეპოქაში შეუძლებელია არჩევნების გამჭვირვალობა არ დაიყვანო თითქმის ნულის დონემდე, სათანადო სტრატეგიის შემთხვევაში, თუნდაც საქართველოში. ახლა მე არ ვარ ამ სფეროში პროფესიონალი, მაგრამ თუნდაც არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნის ერთი დღე მაძლევს საშუალება ვისაუბრო ამ პროცესზე

არჩვნების პროცესი შეიძლება დაიყოს 2 ნაწილად:
I. მოქალაქეთა ხმების დათვლა საარჩევნო უბანზე.ამ შემთხვევაში გაყალბება შესაძლებელია ე.წ. კარუსელის (გაყალბებული ხმების საარჩევნო ყუთში ჩაყრა), დამკვირვებლების არ შეშვების ან მოსყიდვის მეშვეობით.
ამ შემთხვევაში კონტროლი შესაძლებელია კამერების მიერ ასახული პროცესით, რომელიც ღია უნდა იყოს არჩევნების შემდეგ. დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები უნდა იქნას გამოძიებული (კამერები ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს). შესაბმისად დროებით უნდა დაიბლოკოს არჩევნების შედეგები იმ საარჩევნო პუნქტებზე, სადაც დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შეცდომები. დამკვირვებლების არ შეშვების შემთხვევაში საერთოდ უნდა მოხდეს არჩევნების ხელახალი ჩატარება. გამოძიებაში ისევ და ისევ გადამწყვეთ ფაქტორად ვაყენებ ვიდეო კამერების მომეტს.
ანუ ამ შეთხვევაში შესაძლებელია ხდება ნებისმიერი დარღვევის გამოვლენა და აღკვეთა...
II მოქალაქეთა ხმების გადათვლა ცსკ-შიოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ცსკ-ში არასკამრისი კადრების არსებობის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედეს საკვანძო მეთოდი. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მივიღებთ ცსკ-ს და დამკვირვებლების მიერ დათვლილ ხმებს შორის სხვაობას გამოძიებამდე უნდა მოხდეს ხმების ანულირება... აქაც გამოძიებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კამერების ფაქტორი.
ამ კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლებელი ხდება დარღვევების აღკვეთა საარჩევნო უბნებზე და დარღვევების თავიდან აცილება ცსკ-ში გადათვლის შემთხვევაში.
საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები, თუ როგორი ხერხით და რა მეთოდების გათვალისწინებით შეგვიძლია არჩევნების შედეგების გაყალბების თავიდან აცილება.
This post has been edited by death85 on 30 Apr 2010, 01:12