ბოლივია, ოფიციალურად ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო
(ესპ. Estado Plurinacional de Bolivia, კეჩ. Bulivya Mamallaqta, აიმარ. Wuliwya Suyu) — მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში.
მდებარეობს კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია,
სამხრეთით — პარაგვაი და არგენტინა, სამხრეთ–დასავლეთით — ჩილე და დასავლეთით — პერუ.
დროშა

გერბი


ევროპულ კოლონიზაციამდე, ანდების ის რეგიონი, სადაც დღეს ბოლივია მდებარეობს, წარმოადგენდა კოლუმბამდელი ამერიკის ყველაზე დიდი სახელმწიფოს — ინკების იმპერიის ნაწილს. ეს ტერიტორია XVI საუკუნეში ესპანეთმა დაიპყრო. ესპანური კოლონიალიზმის ეპოქაში, ამ ტერიტორიას ეწოდებოდა ზემო პერუ და შედიოდა პერუს ვიცე-სამეფოს შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1825 წლის 6 აგვისტოს და მას სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, სიმონ ბოლივარის პატივსაცემად ბოლივია ეწოდა. ამის შემდეგ, ბოლივიამ გამოიარა პოლიტიკური არასტაბილურობის, დიქტატურისა და ეკონომიკური არამდგრადობის პერიოდები.
დღეისათვის, ბოლივია საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკაა. ადმინისტრაციულად იყოფა 9 დეპარტამენტად. ბოლივია განვითარებადი სახელმწიფოა, ადამიანური განვითარების ინდექსის საშუალო და სიღარიბის 53 პროცენტიანი მაჩვენებლებით.[5] ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, სამთო მოპოვება და მანუფაქტურული წარმოება, ძირითადად ტექსტილის, ტანსაცმლის, დაწმენდილი მეტალებისა და ნავთობგადამუშავება. ბოლივია მდიდარია მინერალებით, განსაკუთრებით კალით. ქვეყანამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო 2010 წელს მიღებული „დედამიწის უფლებების კანონით“ — მსოფლიოში ერთ–ერთი უნიკალური კანონით, რომელიც ბუნებას ისეთივე უფლებებს ანიჭებს, როგორსაც ადამიანს.[6][7][8][9]
ბოლივიის დაახლოებით 10 მილიონიანი მოსახლეობა მრავალეთნიკურია, მათ შორის არიან ინდიელები, მეტისები, ევროპელები, აზიელები და აფრიკელები. ძირითადი სალაპარაკო ენაა ესპანური, თუმცა ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ასევე გუარანის, აიმარას, კეჩუას და 34 სხვა ადგილობრივ ენას. ქვეყანაში არსებულმა განსხვავებული კულტურების დიდმა რაოდენობამ განაპირობა ბოლივიის ძლიერ მრავალფეროვნება ხელოვნებაში, სამზარეულოში, ლიტერატურასა და მუსიკაში.
გეოგრაფიაქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში. ჩრდილოეთიდან და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ აღმოსავლეთიდან პარაგვაი, სამხრეთიდან არგენტინა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთიდან ჩილე და პერუ.
ბოლივიის ფართობი შეადგენს 1 098 580 კმ². მას უკავია 27-ე ადგილი მსოფლიოს ქვეყნებს შორის ფართობის მიხედვით ეთიოპიის შემდეგ.
საზღვრის საერთო სიგრძეა 6743 კმ (მათ შორის: არგენტინასთან — 832 კმ, ბრაზილიასთან — 3400 კმ, ჩილესთან — 861 კმ, პარაგვაისთან— 750 კმ, პერუსთან — 900 კმ).
ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია — ვულკანი ნევადო-სახამა (6542მ), რომელიც მდებარეობს ორუროს დეპარტამენტში.
ისტორია 1538 წელს, ინკების იმპერია ესპანელებმა დაიპყრეს და შექმნეს რამდენიმე დასახლება. ეს რეგიონი დასაწყისში იწოდებოდა ჩარკასის პროვინციად, ხოლო მოგვიანებით ზემო პერუდ. კოლონიალურ პერიოდში, ვერცხლის საბადოებში მუშაობდნენ ინდიელები (პეონები), რომლებმაც მრავალჯერ მოაწყვეს ამბოხება ესპანელების წინააღმდეგ. 300 წლის განმავლობაში ბოლივიის ტერიტორია ესპანეთის კოლონიური იმპერიის ნაწილი იყო. მთელი კოლონიური პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით XVI-XVII საუკუნეებში, ზემო პერუ (ბოლივია) ესპანეთის კოლონიური იმპერიის მთავარი ეკონომიკური ცენტრი იყო სამხრეთ ამერიკაში. ზემო პერუს ტერიტორიების დიდი ნაწილი გადაეცა ესპანელ კოლონისტებს. სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს ზემო პერუში თავის მხრივ წარმოადგენდა მონათმფლობელური და ფეოდალური ფორმების გამოყენება. ინდიელები ჯიუტად ებრძოდა კოლონიალისტებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბოხება მოხდა 1780-1781 წლებში ძმები კატარების ხელმძღვანელობით, მაგრამ ისევე როგორც ინდიელეთა სხვა გამოსვლები, სასტიკად იქნა ჩახშობილი.
1809 წლის მაისში მოხდა აჯანყება ჩუკისაკაში რომელიც ჩახშობილი იქნა. 1824 წლი 9 დეკემბერს გენერალ ანტონიო ხოსე სუკრეს არმიამ აიაკუჩოს ბრძოლაში დაამარცხა ესპანელები და გაათავისუფლა ბოლივიის ტერიტორიები. მნიშვნელოვან რევოლუციურ ეტაპად ბოლივიის ისტორიაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ითვლება. ერთ-ერთი ცნობილი მოღვაწე ბოლივიის განმანთავისუფლებელ ბრძოლაში იყო პ.დ. მურილო - რევოლუციური ხუნტის თავმჯდომარე, რომელიც დასაჯეს აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1809 წელს. 1824 წელს განმანთავისუფლებელმა არმიამ სუკრეს მეთაურობით, სიმონ ბოლივართან ერთად საბოლოოდ დაამარცხა ესპანეთის არმია. 1825 წლის აგვისტოში კონგრესმა ჩუკისაკაში გამოაცხადეს დამოუკიდებელი ქვეყნის, ბოლივიის რეპუბლიკის შექმნა. მას შემდეგ, ქვეყანაში ხშირად ხდებოდა სამხედრო გადატრიალებები, მათ შორისაა 1967 წლის აჯანყება ერნესტო ჩე გევარას მეთაურობით.
გამიშვით ბოლივიაში!
This post has been edited by Makulatura on 27 Mar 2013, 05:10