Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(6)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მართლმადიდებლური ხატები
, ერთიანი თემა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4388
წევრი No.: 146580
რეგისტრ.: 10-April 12
#31917112
· 1 Jul 2012, 01:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
„ხატწერას მართლმადიდებელ ეკლესიაში უძველესი ისტორია აქვს, ხატთა გამოსახულების არსებობის უმთავრესი საეკლესიო დოგმატი კი არის უფლის განკაცების დოგმატი. მოგეხსენებათ, რომ ძველ აღთქმაში ადამიანებს აკრძალული ჰქონდათ უფლის, და ზოგადად ყოველგვარი გამოხახულებების ქონა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ უფალი არავის ენახა, შესაბამისად ვერც ვერავინ გამოსახავდა მას ხატზე. თუმცა ძველ აღთქმაშიც კი გარკვეული გამონაკლისები იყო , მაგალითად ტაძრის საკურთხეველში ქერუბიმთა გამოსახულებები. ეს აკრძალვა ასევე იმითაც იყო განპირობებული, რომ იუდეველი ერისათვის კერპთთაყვანისცემის საშიშროება მაქსიმალურად არიდებულიყო, ჩვენ ვიცით რომ იმ გარემოში კერპთა თაყვანისცემა ჩვეულებრივი მოვლენა იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თავად ებრაელ ერშიც კი ხშირი იყო ამგვარი ფაქტები ( მაგალიტად ოქროს ხბოს ჩამოსხმა...).
რაც შეეხება ახალ აღთქმას, როგორც ვთქვი უფლის განკაცებით ეს აკრძალვა ავტომატურად მოიხსნა. თავად იესო ხატების შესახებ არაფერს ამბობს სახარებაში, მაგრამ არც კრძალავს ამას იგი, მეტიც, არსებობს საეკლესიო გარდმოცემა, რომელიც ისტორიული წყაროებიტაც დასტურდება, რომ იესო ქრისტემ , ედესის მეფე ავგაროზის წერილის პასუხად, სადაც მეფე სთხოვდა მას , რომ იესო მის სამეფოში ჩასულიყო... იესომ მას გაუგზავნა ტილო, რომელზეც სასწაულებრივად გადავიდა მისი სახის გამოსახულება, მას შემდეგ რაც იესომ მიიდო იგი სახეზე. თავად ავგაროზი კი სასწაულებრივად განიკურნა უმძიმესი დაავადებისაგან...ეს ხატი იყო საუკუნეთა მანძილზე ქალაქ ედესის მფარველი და ქალაქის შესასვლელში, კედელზე იყო დაკიდებული, ხოლო მეექვსე საუკუნიდან კი იგი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა და დარბევის შემდეგ კი(1204წ), ამ ხატის შესახებ ცნობები ქრება. კიდევ რაც შეეხებათ უძველეს გამოსახულებებს, ასევე გარდმოცემა გვამცნობს, რომ ლუკა მახარებელს ეკუთვნის ღვთისმშობლის პირველი ხატის გამოსახვა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მკაფიო და ჩამოყალიბებული იკონოგრაფიული კანონიკისა და ნორმების განსაზღვრას საუკუნეები დასჭირდა.პირველი ქრისტიანები , დევნისა და შევიწროების პერიოდში, ასე აშკარად ვერ ახერხებდნენ ხატებისა და ჯვრის გამოსახვასა და თაყვანისცემას ... სწორედ ამიტომ, ცნობილია , რომ ისინი გარკვეულ სიმბოლიკას იყენებდნენ ამისათვის, მაგალითად გამოსახავდნენ მწყემსს, ან კრავს, რომელიც არის სახარებაში იესოს ეპითეტები, და ამით უკვე გასაგები იყო, თუ ვის განადიდებდნენ. ყველაზე უფრო გავრცელებული იყო თევზის გამოსახულებები, ამასაც თავისი მნიშვნელობა აქვს , საქმე ის არის, რომ ბერძნულად თევზი , ნიშნავს "იხთის", ეს გარკვეულწილად კი აღიქმებოდა შემოკლებულ ვარიანტად წინადადებისა " იესუს ხრისტოს თეუ იოს სოტირ", (იესო ქრისტე ღმერთი, ჩვენი მაცხოვარი)თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ ამ წინადადების სიტყვების პირველი ასოების შეჯგუფებით გამოდის "იხთის". უძველეს რომაულ კატაკომბებში ასევე არის შემორჩენილი არტეფაქტები , მარიამისა და მაცხოვრის გამოსახულებებით. აგრეთვე ჯვრის გამოსახულება, რომელიც აღმოაჩინეს არქეოლოგებმა განადგურებულ პონპეის ნაშთებზე... აგრეთვე უნდა აღინიშნოს საოცარი მოზაიკები, რომლებიც არის შემორჩენილი იტალიის ტერიტორიაზე, რავენაში, სიცილიაში, რომში, მილანში ( IV-VIII საუკუნეებში შეიქმნა ძირითადად)... ეს ნიმუშები არის ნამდვილი შედევრები, რომლებიც დღემდე აღაბრთოვანებთ მნახველებს, რათქმაუნდა ცალკე აღნიშვნის ღირსია "აია სოფიას" მოზაიკები, რომელთა დიდი ნაწილი სამწუხაროდ უკვე აღარ არის, თუმცა რაც შემორჩა კარგად მეტყველებენ იმაზე, თუ რაოდენ დიდებული უნდა ყოფილიყო აია სოფიას ინტერიერი...
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხატების კანონიკის განსაზღვრა არ იყო მარტივი პროცესი, აშკარა კანონიკური ნორმები და ჩარჩოები მხოლოდ მერვე საუკუნის მიწურულს (791წ) , კონსტანტინოპოლის მეექვსე მსოფლო საეკლესიო კრებაზე, იგივე ტრულის კრებაზე იქნა ჩამოყალიბებული. ამ კრების დადგენილებებით განისაზღვრა, რომ მართლმადიდებლური ხატი არ უნდა იყოს ძალიან ილუზორული და ელინისტური რეალიზმის გავლენით შექმნილი, იგი არავითარ ვნებას არ უნდა აღძრავდეს მნახველში და უნდა ემსახურებოდეს სულის სიმშვიდესა და შესაძლებლობების დონეზე მიღმიური სამყაროს დანახვას. ასევე ამ კრებაზე აკრძალულ იქნა იესოს კრავის სახით გამოსახვა. აიკრძალა ხატებზე წარმავალი საგნებისა და მოვლენების გამოსახვა( მაგ ჩრდილის, თოვლის...) კიდევ რამოდენიმე მუხლი შეეხო კერძოდ იკონოგრაფიას. ძალიან მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი ნაშრომი აქვს მეშვიდე საუკუნეში მოღვაწე წმინდა მამა იოანე დამასკელს , სახელწოდებით"ორი სიტყვა ხატების შესახებ" სადაც განმარტებული და ჩამოთვილია ქრისტიანული იკონოგრაფიის პრინციპები და არსი, ასევე ხაზგასმაა იმაზე, რომ ხატი არ არის კერპი და ჩამოთვლილია არსებითი განსხვავებები ხატთაყვანისცემასა და კერპთთაყვანისცემას შორის...
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მერვე საუკუნემდე, როდესაც საბოლოოდ ჩაქრა და გაქრა ხატმებრძოლეობის ერესი,, ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა ეკლესიამ... ხშირი იყო ქრისტიანთა დევნა, ტანჯვა, სიკვდილი... მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი განადიდებდნენ ხატებს, უფრო ზუსტად კი მასზე გამოსახულ პირველსახეს. ამ აგრესიას ხატმებრძოლეები იმით ხსიდნენ, რომ თითქოს ქრისტიანები კერპებს სცემდნენ თაყვანს... ყველა ერესი, დაწყებული არიოზის ერესითა და დამთავრებული მონოთელიტობით, უარყობდა ხატებს.
საბოლოოდ, 843 წელს, ბიზანტიის იმპერატორ თეოდორას ბრძანებით, კონსტანტინოპოლში იქნა მოწვეული ადგილობრივი კრება, სადაც საბოლოოდ იქნა მხილებული და დაგმობილი ხატმებრძოლეობა. ამ დღეს ეკლესიაში "მართლმადიდებლობის ზეიმს" უწოდებენ და ყოველწლიურად აღინიშნება ეს დღე დიდმარხვაში. ამ პერიოდის შემდეგ მაქსიმუმ 1 საუკუნის განმავლობაში კი საბოლოოდ ჩამოყალიბდა და განისაზღვრა ის პრინციპები ხატწერისა, რასაც მიჰყვება და არ ღალატობს მართლმადიდებელი ეკლესია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეპოქაში ბიზანტიაში და მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში ხატწერის სხვადასხვა სტილი დომინირებდა (მაგალითად XI-XII- ს ში ბიზანტიაში დომინირებდა კომნენოსური სტილი, ხოლო XIII-XIV-ს, ში კი პალეოლოგოსთა სტილი შეიქმნა და განვითარდა...), ამ ყველაფრის მიუხედავად, მართლმადიდებლურ ხატს ადვილად გაარჩევთ იგივე კათოლიკური სურათებისაგან. ხატებზე ფიგურათა გამოსახულებები, ანტურაჟი, ფონი, კომპოზიცია... ყველაფერი ეს არის პირობით საწყისებზე აგებული და არა რეალურ და ილუზორულზე, რაც დამახასიათებელია დასავლური ფერწერისათვის. ( თუმცა რათქმაუნდა რენესანსული მხატვრობაცა და აღმოსავლური კანონიკური მხატვრობას არის ორივე შედევრი ხელოვნების თვალსაზრისით). ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ ხატმწერებს არ აინტერესებდათ წმინდანების ხორციელი სილამაზე და რეალური ფორმები, ხატზე "ჩვეულებრივი ადამიანები"არ არიან გამოსახულნი. მასზე გამოსახულია ან განღმრთობილი ადამიანი, რომელიც იმყოფება სამოთხეში, ან განკაცებული უფალი... ამიტომ, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი მოცემულობა, არც გამოსახვის მანერა და სტილი არ არის ჩვეულებრივი. ხშირად არის ხოლმე სხეულის ფორმებისა და გარემოს უტრირება. საერთოდ მართლმადიდებლური ხატებისათვის დამახასიატებელია პირობითობა. ვერც განსაკუთრებულ ემოციებს ან მოძრაობებს შევამჩნევთ ჩვენ წმინდანთა გამოსახულებებში ( თუმცა არის ისეთი თემებიც, მაგ: ჯვარცმა, გარდამოხსნა... სადაც ემოცია ჩანს), თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხატები და ფრესკები არ არის ექსპრესიული, არის უამრავი მართლმადიდებლური ხატი, საოცრად ექსპრესიული და ემოციის აღმძვრელი. მართლმადიდებლურ ხატებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ფერებს, შავი ფერი არის პრაქტიკულად მიუღებელი, იგი გამოიყენება ჯოჯოხეთის გამოსახვისას... დომინირებს, ლურჯი, თეთრი, მწვანე, თეთრი, ძოწიეფერი... ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ხატებში ფერთა სპექტრი და გადაწყვეტა საოცრად შთამბეჭდავი და ამაღლებულია.
ეს რაც შეეხება ხატწერის მოკლე ისტორიას... ახლა კონკრეტული მაგალითებიც განვიხილოთ:
როგორც ვთქვი, ხატებზე ხშირიდ არის გადმოცემული დოგმატური სწავლებები, მაგალითად, ა. რუბლიოვის ცნობილ შედევრზე, სამების ხატზე, არის გადმოცემული ორი მსხვერპლის თემა. ამ იკონოგრაფიას საფუძვლად უდევს ბიბლიური ეპიზოდი , როდესაც აბრაამს და სარას ესტუმრა 3 ანგელოზი. , თუმცა ავტორი ყურადღებას არ ამახვილებს აბრაამსა და სარაზე და წარმოგვიდგენს მხოლოდ სამ სტუმარს. რუბლიოვს ამით სურს რომ ჩვენ მოგვწყვიტოს ყოფით სამყაროს და ჩვენი გონება გახდეს საუფლო დიდებულების მხილველი , იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელია რომ დავინახოთ ფერწერულ ტილოზე , თანაც ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობებით... რაც შეეხება სამ სტუმარს, მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა მკაფიო იკონოგრაფიული ნორმები მართლმადიდებლურ სამყაროში , ეს სამი ანგელოზი სახესიმბოლოა (ზოგიერთის აზრით პირდაპირი მნიშვნელობითაც გამოხატავს) ყოვლადწმინდა სამებისა, ანუ ერთარსი და სამპიროვანი ღვთაებისა. ხატის ნათელი ფერები , პროპორციათა სიზუსტე, ღვთაებრივი სიმშვიდის განცდა და კიდევ უამრავი თვისება რაც ახასიათბს ამ გამოსახულებას, ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ , ამ ხატში , ისევე როგორც უამრავ მართლმადიდებლურ ხელოვნების ნიმუშში , არის ჩადებული უდიდესი სიმბოლური დატვირთვების მქონე ელემენტები , რომელიც მხოლოდ დაკვირვებულ თვალს თუ შეუძლია განარჩიოს. შევეცდები ჩამოვთვალო რამოდენიმე დეტალი , რომელიც გადმოგვცემს ამ ხატის"სულს", პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ხატზე გამოსახულია ორი მსხვერპლის თემა, რომელიც ასე აშკარად არ იკითხება. პირველი, ძველაღთქმისეული მსხვერპლი (ხარის თავი)აშკარად ჩანს, იგი მოთავსებულია მაგიდაზე დაბრძანებულ ჭურჭელში. ხოლო მეორე, ახალ აღთქმისეული მსხვერპლის ხილვა , რომელიც არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომლის სისხლსა და ხორცსაც მორწმუნენი ეზიარებიან კვირაობით და დღესასწაულებზე, აი მისი ხილვა კი შეიძლება მხოლოდ თვალების და გონების კონცენტრირებით. დააკვირდით, გვერდითა ანგელოზების ფეხებს, რომლებიც ერთმანეთის პარალელურადაა და შემდგომ შეეცადეთ მაღლა აყვეთ მათი სხეულების სილუეტებს ვიდრე მათ თავებამდე და დაინახავთ, რომ გვერდითა ანგელოზებს შუაში სივრცე არის ბარძიმის ფორმის( ბარძიმი არის ჭურჭელი , რომელშიც არის მოთავსებული ევქარისტიული ტრაპეზი, ანუ ქრისტეს სისხლი და ხორცი , საიდანაც აზიარებს მღვდელი მორწმუნეებს...), რომლის სილუეტშიც არის ჩამჯდარი ცენტრში მჯდომი ანგელოზი, აქედან გამომდინარე შეგვილია ვთქვათ, რომ სწორედ იგია ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტაზი , ანუ ძე ღმერთი, რომელიც არის ახალაღთქმისეული მსხვერპლი და რომლის სისხლსა და ხორცსაც ეზიარებიან მორწმუნენი ლიტურგიის დროს , ყველასათვის საერთო ბარძიმიდან. ძე ღმერთი თანასწორია მამა ღმერთისა და სული წმინდისა , და ეს სამივე ჰიპოსტასი არის ერთი არსება, სწორედ ამიტომ არიან ისინი გამოსახულნი ასე ერთგვაროვნად, თუმცა , როგორც ჩვენ ვხედავთ ავტორი სხვა ხერხებით გვიჩვენებს , თუ რომელი ანგელოზი , რომელ ჰიპოსტაზს უნდა მივაკუთვნოდ.რამეთუ ისინი განირჩევიან პიროვნული თვისებებით. ჩვენგან მარცხნივ დაბრძანებულ ანგელოზში კი იგულისხმება სული წმინდა ღმერთი, რამეთუ მისი შესამოსელი არის უფრო ჰაეროვანი და მსუბუქი...და კიდევ სხვა რამოდენიმე მიზეზთა გამო , რომელიც მე სამწუხაროდ არარ მახსოვს...ხოლო მარჯვნივ მჯდომი ანგელოზი შესაბამისად არის მამა ღმერთი. საინტერესოა რომ ისინი ერთმანეთს თვალებში არ უყურებენ , რამეთუ ისინი ერთმანეთს სულით ჭვრეტენ და არ საჭიროებენ ერთმანეთზე დაკვირვებას, ყოველ ჰიპოზტასს ერთმანეთის მიმართ აქვს სრული ცოდნა , რამეთუ არის ერთი არსება. საინტერსოა კიდევ სხვა რამ, გვერდითი ანგელოების ფეხებს ქვეშ არის პოსტამენდი, ანუ გარკვეული კვარცხლბეგი , რომელიც თუ დავაკვირდებით დავინახავთ ,რომ უკუპერსპექტიულადაა გამოსახული , ანუ მისი სილუეტი ფართოვდება ჩვენგან შორს და არა პირიქით , როგორც ეს ბუნებრივად უნდა იყოს, რადგან ნებისმიერი საგნის წინა ნაწილი ადამიანის მიერ უფრო ფართოდ აღიქმება ვიდრე უკანა... ეს რათქმაუნდა არ არის შემთხვევითობა, ამგვარი ხერხები ხშირად გამოიყენება მართლმადიდებლურ იკონოგრაფიაში, რუბლიოვმა ამითი გვიჩვენა, რომ ხატზე გამოსახული ღმერთი გვიყურებს ჩვენ, რომ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. საერთოდ ხატებზე ხშირად არის ხოლმე დარღვეული პროპორციები რაც არ არის შემთხვევითობა ან ავტორის სისუსტე(უმეტეს შემთხვევაში), არამედ ამით ავტორი გადმოსცემს ხოლმე რაიმე მნიშვნელობას , რომელიც დაკავშირებულია ხატზე გამოსახულ პიროვნებასა თუ მოვლენასთან... საინტერესოა ასევე ის, რომ ხატი არის საოცრად ნათელი და კაშკაშა, ხოლო განათების წყარო არ ჩანს(მაგ:მზე) და ვერც იმას ვიტყვით თუ საიდან ან რომელი მხრიდან ნათდება გამოსახულება, არც შუქჩრდილებია არსად , მთელი გამოსახულება განათებულია ყველა მხრიდან, ეს იმიტომ , რომ ღვთაებრივ სინათლეს არ ჭირდება რაიმე წყარო , ღვთაება თავად არის ნათელი მიუაჩრდილებელი. ასევე უნდა აღინიშნოს , რომ ხშირად მართლმადიდებლურ იკონოგრაფიაში ჩრდილი, და საერთოდ სიბნელე გაიგივებულია ბოროტებასთან, რადგან იგი არის სინათლის ნაკლებოდა , ანუ უსინათლობა, ამიტომ ვერ ვხედავთ ჩვენ ხატებზე ჩრდილებს ან შავ ფერს... ამ ხატზეც კიდევ უფრო ბევრი რამის თქმა შეიძლება ვიდრე მე ვისაუბრე ...
(IMG:
http://img0.liveinternet.ru/images/attach/c/2//69/232/69232560_Troica.jpg
)
ახლა კი მინდა რომ უბრალოდ გიჩვენოთ რამოდენიმე საოცრად ლამაზი ხატი და გთხოვთ თქვენც დადეთ ის ხატები, რომლებიც თქვენზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს და თუ მოკლე ისტორიასა და აღწერასაც მოაყოლებთ ძალიან მადლობელი დაგრჩებით :)
აღდგომის საოცარი ხატი
(IMG:
http://happy-school.ru/_ph/22/2/871496498.jpg
)
გარდამოხსნა(მოზაიკა)
(IMG:
http://ichalki-blagovest.ru/wp-content/uploads/2012/04/image0017.jpg
)
ღვთისმშობელი და ყრმა იესო:
(IMG:
http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0a/Vladimirskaya.jpg/250px-Vladimirskaya.jpg
)
This post has been edited by
fenomenez
on 1 Jul 2012, 03:38
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 151117
რეგისტრ.: 18-June 12
#31917397
· 1 Jul 2012, 02:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fenomenez
QUOTE
რაც შეეხება ახალ აღთქმას, როგორც ვთქვი უფლის განკაცებით ეს აკრძალვა ავტომატურად მოიხსნა. თავად იესო ხატების შესახებ არაფერს ამბობს სახარებაში, მაგრამ არც კრძალავს ამას იგი
იგივე შეიძლება ითქვას ნარკოტიკებზე, სიგარეტზე, აზარტულ თამაშებზე და კიდევ სხვა მრავალ რამეზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33459
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#31918850
· 1 Jul 2012, 10:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ოფტოპიკები წაშლილია. გთხოვთ ისაუბროთ თემის გარშემო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
koba71786
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
koba71786
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9488
წევრი No.: 93750
რეგისტრ.: 16-June 09
#31938859
· 2 Jul 2012, 16:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ივერიის ღვთისმშობლის ხატი
(IMG:
http://www.orthodoxy.ge/khatebi/skhvadaskhva/iveriis_atoni.jpg
)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იყო ვინმე ქურივი დედაკაცი კეთილმორწმუნე და დიდად მოყუარე ღმრთისმშობელისაი და აქუნდა ხატი მისი შესავედრებელად სულისა თვისისა, რომელსაცა დიდითა სასოებითა პატივს სცემდა და ამბორს უყოფდა სურვილით. ოდეს იქმნა ხატთა ბრძოლაი მწვალებელთაგან, მძლავრი ვინმე მტარვალი შევიდა სახლსა მის ქურივისასა და იხილა ხატი იგი, ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა, ჰოი მე, იხადა მახვილი და სცა ხატსა მას წმიდასა და ყოვლად პატიოსანსა, რაითამცა განაპო იგი. ეჰა საკვირველებათა შენთა ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ გარდამო და სისხლი, ვითარცა ცხოველისაგან. ესე რაი იხილა მტარვალმან, შიშმან შეიპყრა და დაეცა მიწასა ზედა, შესტირა და შეინანა და მოიქცა ხატთა ბრძოლისაგან და ჰრქუა დედაკაცსა მას: პატიოსანო დედაო სულიერო, ამიერითგან ხატი ესე წმიდა უჩინო-ჰყავ, რაითა არა სხუათა მძლავრთა იხილონ და ბოროტი რაიმე შეამთხვიონ ამას და შენცა. მას ღამესა ღირსი იგი დედაკაცი მრავლითა ცრემლითა და ლმობიერებითა ევედრა და თქუა: ყოვლადწმიდაო დედუფალო მარიამ, აქამომდე მცუელი ჩემი შენ ხარ და ნუგეშინისმცემელი ქურიობისა ჩემისაი. აწ კუალად მეცა დამიფარე და ხატიცა შენი. და წარიყუანა ხატი იგი ზღვისკიდესა და შთაასუენა მცირესა ნავსა და მისთანა სანთელი და საკმეველი, და ამბორს-უყო ლმობიერითა ცრემლითა და შეაცურვა ზღუასა.
წარვიდა უკუე ხატი იგი წმიდაი და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მოვიდა მთასა წმიდასა, მახლობელად ივერიისა მონასტრისა, რომელ არს ქართველთა. ჟამსა ოდენ შუაღამისასა, იხილეს მონაზონთა მის მონასტრისათა სუეტი ნათლისაი ყოვლად ბრწყინვალე ზღვითგან ვიდრე ცადმდე და განკვირვებულნი ხვალისად შევიდენ ნავებითა ხილვად მისა, გარნა იგი უშორეს წარვიდა და ვერვინ მიეახლა და ილოცეს მრავალთა წმიდათა მამათა, რაითამცა მიეახლენ და არა ინება, არამედ გამოუცხადა მათ, ვითარმედ მოვიდეს გაბრიელ ქართველი და გამოვალს. რამეთუ იყო ესე გაბრიელ მღდელმონაზონი განშორებული, კეთილგონიერებით მოღუაწე, სათნომყოფელი ღმრთისა, და ფრიად მოყუარე ღმრთისმშობელისა. მოიყვანეს ღირსი მამა გაბრიელ და შერაივიდა ზღუად, არღარა განეშორა ხატი იგი ბრწყინვალე, არამედ უფროისღა მოეახლა. ხოლო თაყუანის-სცა მოწლედ და სურვილით ამბორს-უყო. ყოვლად ღირსმან მამამან გაბრიელ ხატსა საყუარელისა თვისისა ღმრთისა დედისასა და გამოიყვანა ქუეყანად და პატივით დაასუენა ეკლესიასა შინა მონასტერსა ივერიელთასა. და იწყეს პარაკლისი და ლიტანიობა მრავლითა ბრწყინვალებითა და სურვილითა თაყუანის-სცემდეს და ლმობიერად ამბორს-უყოფდეს ყოველნი. ხოლო ხვალისად იხილეს წმიდაი იგი ხატი არღარა ადგილსა თვისსა, არამედ ზედა კარსა ეკლესიისასა, ჩამოიღეს და ადგილსავე-თვისსა დაასუენეს პატივითა. გარნა კუალად მუნვე ამაღლდა კარსა ზედა. კუალადცა ჩამოიღეს და კუალადცა ამაღლდა. მერმე გამოეცხადა ღმრთისმშობელი ყოვლად ღირსსა გაბრიელს და ჰრქუა: აქა მნებავს ყოფაი, რათა მცუელ ვიყო ივერიელთა. მაშინ აღაშენეს მუნ სამწირველო შუენიერი კამარედ და უწოდეს საკვირველსა მას ხატსა კარისა ღმრთის-მშობელი, მრავლითა სამკაულითა და დიდებითა პატივ-სცეს დღეინდელად დღემდე. მარადის ჰყოფს საკვირველთა სასწაულთა ყოვლადწმიდაი ღმრთისმშობელი ხატისა მის მიერ პატიოსნისა და ბრწყინუვალედ განფენილ-არს სახელი მისი ყოველსა ქუეყანასა. ხოლო მსმენელნი და მხილველნი ადიდებდენ ღმერთსა, რომელმან ჰყვის საკვირველი და სარწმუნოებით თაყუანის-სცემენ დედასა მისსა მარიამს.
ისმინეთ ქრისტესმოყუარენო საკვირველება ღმრთისა და დიდებულება პატიოსანთა ხატთა. ამისთვის გლოცავ და გევედრები მორწმუნენო მსმენელნო! სასოებით თაყუანის-ვსცემდეთ წმიდათა ხატთა და გონებასა ჩუენსა პირმშოისა მის სახისად აღვამაღლებდეთ, მხურვალედ ვევედრებოდეთ და სურვილით ამბორს-უყოფდეთ და პატივს-ვსცემდეთ, სანთლისა აღნთებითა, საკმეველისა კმევითა და შესაწირავითა ეკლესიასა ვადიდებდეთ; მღდელთა პატივს-ვსცემდეთ და ღმერთსა სათნო-ვეყოფოდეთ; ძალისაებრ ჩუენისა ვიმარხვიდეთ; გულით წმიდით ვილოცვიდეთ, თუ ვისგანმე წყენა გუახსოვდეს მიუტეოთ, რაითა ღმერთმან ჩუენცა მოგვიტეოს შეცოდებანი ჩუენნი; საღმრთოსა წირვასა და ეკლესიასა ლოცვასა ნუ დავაკლდებით, აღსარებითა განვსწმდებოდეთ და სარწმუნოებით ვეზიარებოდეთ, ელითა ჩუენითა ვშურებოდეთ და მით მოწყალებასა ვიქმოდეთ, და ესევითარითა სათნოებითა შემკობილნი პატიოსანთა ხატთა თაყუანის-ვსცემდეთ და რაიცა კეთილი ვითხოოთ სარწმუნოებით, უეჭუელად მოგუეცემის.
ვაქებდეთ, ვადიდებდეთ, თაყვანის-ვსცემდეთ და ვნატრიდეთ ყოვლადწმიდასა ქალწულსა ღმრთისმშობელსა მარიამს. რამეთუ მან სთქუა: ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი. აჰა გნატრით ნათესავნი ქრიატეანეთანი ღმრთივსანატრელო მარიამ და ვიტყვით: ნეტარ არიან თუალნი შენნი, რამეთუ ჰხედვენ რომლისათვის მრავალთა მეფეთა გული-უთქმიდა ხილვად. ნეტარ არიან ბაგენი შენნი, რომლითა შეეხები ნაკუერცხალსა მას ესაიას ბაგეთა განმწმედელსა, ნეტარ არს პირი შენი, რომლითა ამბორს-უყოფ პირსა, მოსეს პირისა განმაბრწყინვებელსა. ნეტარ არს წიაღი შენი, რომლითა შეიტკბობ, რომელი იყო წიაღთა მამისათა, ნეტარ არიან ძუძუნი შენნი, რომლითა აწოებდ ყოვლისა სოფლისა მზრდელსა, ნეტარ არს მუცელი შენი, რომლითა იტვირთე ცათა დაუტევნელი და ნეტარ არიან იგინიცა, რომელთა ისმინონ სიტყუაი შენგან შობილისა ღმრთისაი და დაიმარხონ იგი.
***
999 წლის 31 მარტს (სხვა გადმოცემით ძვ. სტ. 27 აპრილს) ივერთა მონასტრის შორიახლოს, ზღვაში, გაბრიელ ქართველმა ხუცეს-მონაზონმა პირველმა იხილა თავისი მოსაგრეობის ადგილიდან, გამოქვაბულიდან, ივერიისად წოდებული ხატი დედისა ღმრთისა, რომელზეც ზეციდან ცეცხლოვანი სვეტი იყო დაშვებული. ყოვლადწმიდამ სწორედ ამ წმინდა ბერის ხელით ინება ნაპირზე გამობრძანება და იმ დღიდან ივერთა მონასტერიცა და მთლიანად ათონის წმინდა მთაც ამ საკვირველთმოქმედი ხატის მფარველობის ქვეშ მოექცა, ვითარცა ღმრთისმშობლის წილხვედრი.
წმინდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებით როდესაც ივერიის წმინდა ხატი ათონის ნახევარკუნძულს დატოვებს, ბერებმაც სასწრაფოდ უნდა დატოვონ თავიანთი სავანეები და წავიდნენ სადაც სურთ, ოღონდ აღთქმა მონაზნობის წმინდად შეინახონ, რამეთუ მას შემდეგ, რაც ხატი ამ ადგილს დატოვებს დამანგრეველი მიწისძვრებით ათონი ზღვაში შთაინთქმება. ეს იქნება ღმრთისმშობელ მარიამის გაფრთხილება რომ ანტიქრისტე უკვე გამეფდაო ქვეყანაზე.
ათონური წინასწარმეტყველების თანახმად, მას შემდეგ, რაც ხატი ათონს დატოვებს, ივერიაში (დღევანდელ საქართველოში) დაივანებს და სწორედ ამ ხატის საქართველოში მობრძანებასთანაა დაკავშირებული ივერიის გაბრწყინებაც.
დამაფიქრებელია ის წინასწარმეტყველებანიც, რომელიც ამ წმინდა ხატის კანდელიდან ეძლევა კაცობრიობას დღეინდელად დღემდის. ამ ჩაუქრობელ კანდელს, რომლის წინაშეც ბერ-მონაზონთა მორიგეობაა დაწესებული, ეწოდება „კანდელი კარის ღმრთისმშობელისა“. თავად მოგვისმენია ერთ-ერთი ათონელი არქიმანდრიტის მონათხრობი, რომელსაც, ჩასთვლიმა რა, კანდელთან შუაღამის მორიგეობისას, გამოეცხადა მარადქალწული და უთხრა: გაიღვიძე, თორემ კანდელი ჩაქრება. შეშინებულმა ბერმა, ოდნავ მბჟუტავი კანდელი განაახლა.
ეს კანდელი გარკვეულ დღეებში ჰორიზონტალზე რიტმიულად ბრუნავს: სასწაული ხდება დიდი და საუფლო დღესასწაულების ღმრთისმსახურებისას, აგრეთვე სადაგ დღეებში _ უფრო ხშირად მოულოდნელად და აუხსნელად. მოძრაობა ხშირდება ღამისთევის ლოცვებზე, განსაკუთრებით მის საზეიმო ნაწილში, როდესაც იგალობება ქება ღმრთისმშობელისა და ტაძრის ყველა კანდელი ინთება.
მონსტერში ღმრთისმსახურებისას კანდელის თვითნებურ ბრუნვას ამგვარად ხსნიან: უეჭველია, რომ ყოვლადწმიდა იმჟამად თავის ტაძარშია უხილავად და მიმართავს იქ მყოფთ: აი ნიში, რომელსაც თქვენ ხედავთ, _ მე თქვენთანა ვარ, ვმონაწილეობ დღესასწაულში და ვხარობ ბერებთან და სტუმარ-ქრისტიანებთან ერთად, როგორც დედა შვილებთან... ხოლო სადაგ დღე ებში აღსრულებული სასწაული (იმავე გადმოცემით) მიანიშნებს, რომ მთელი ქვეყნისთვის განსაცდელი ახლოვდება გლობალური შედეგებით, მაგალითად მიწისძვრა, ომი ან სასიკვდინე ეპიდემია. და კანდელის ეს მოძრაობა _ ნიშია ღვთიური განგებისა ღმრთისმშობლის ლოცვით, დროული გაფრთხილება, რათა შევძლოთ მოსალოდნელი ბოროტების გადატანა, რამდენადაც შესაძლებელია, სინანულითა და ლოცვით და ამგვარად დახსნილ ვიყოთ ღვთის წინაშე.
მთაწმინდელი მამები იგონებენ, რომ 1960 წ. ივერთა მონასტრის 1000 წლის იუბილეზე, ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე (ეს ტაძრის დღესასწაულიცაა) საკვირველი კანდელი სავედრებელის გალობისას ვიდრე სახარების წაკითხვამდე ნელა ირწეოდა. ეს იდუმალი რწევა კიდევ ორჯერ განმეორდა ლიტურგიაზე.
ათონელი ბერი დოროთე შენიშნავდა, რომ კანდელი დაკავშირებულია „...წმინდა მთის ბედთან. ის თავისთავად, ვინმეს დახმარების გარეშე, მოძრაობს წრიულად, ელიფსზე და წრფეზე. ეს გაფრთხილებაა იმაზედ, რაც უნდა მოხდეს და იგი მნიშვნელოვანია არა მარტო ათონისთვის, არამედ, ასევე, მთელი ქვეყნისთვის“.
მთაწმინდელები მოგვითხრობენ: ვიდრე თურქების კუნძულ კვიპროსზე თავდასხმა მოხდებოდა, კანდელი ისე ბრუნავდა სადაგ დღეებში, რომ ზეთი იქცეოდა. ასევე იყო ამერიკა-ერაყის ომის დაწყებამდეც და სომხეთში მიწისძვრამდეც. კანდელი ირწეოდა სომხეთის მიწისძვრამდეც.
ივერთა მონასტრის ბერები თვალყურს ადევნებენ კანდელს და თუ სადაგ დღეებში განსაკუთრებული ძალით ბრუნავს, წმინდა მთის ყველა მონასტერს ამცნობენ, და ამ სავანეთა ტაძრებში გაძლიერებულ სავედრებელ ლოცვებს აღავლენენ ღმრთისმშობლისადმი. განდეგილ ბერებსაც აუწყებენ ამის შესახებ და სთხოვენ მომეტებულად ილოცონ და იმარხულონ, რამეთუ თვით დედა ღმრთისა აფრთხილებს დედამიწაზე თუ ქრისტეს ეკლესიაშია მოსალოდნელ უბედურებაზე.
ივერიის საკვირველთმოქმედი ხატის ეს კანდელი, ჭეშმარიტად ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მუდამ ჩვენთანაა. მის მიერ საცნაური ხდება თუ როგორ სცემს წმინდა მთაზე მთელი მსოფლიოს სასიცოცხლო მაჯისცემა.
მსოფლიოში გავრცელებული ამ საკვირველთმოქმედი ხატის პირები მრავალ სასწაულს ახდენენ. მაგალითად, ათენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა განკურნა მომაკვდავი ჭაბუკი, ილია მელისურგოსი. მადლიერმა დედამ ოქროს სამაჯური შესწირა და შენაწირი დღ ემდე ამშვენებს ხატს. ამერიკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა, რომელიც რუსეთიდან ჩამოაბრძანეს 1960 წელს, ცრემლდენა დაიწყო. ამის შესახებ მთავარეპისკოპოსმა იაკობმა აუწყა მსოფლიო საპატრიარქოს. ამ ხატთან მღვდლებმა გიორგი და ქრისტო კონდოლეონტმა რვა თვის მომაკვდავი ჩვილის მატიადა სტაფასთვის აღავლინეს სავაედრებელი პარაკლისი, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. ხატიც სწორედ იქ მიასვენეს. პარაკლისის დამთავრებისთანავე ჩვილს პირიდან სისხლისდენა შეუწყდა, სახის კანმა ბუნებრივი ფერი დაიბრუნა, მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ მატიადამ შეძლო ჭამა, მოძრაობა და მალე განიკურნა. ამ სასწაულმა მაშინ მთელი ამერიკა შეძრა და ათასობით მორწმუნემ მიაშურა ამ ხატს მოსალოცად.
საბერძნეთში, სოფელ ჰერა მალიტინში, მღვდელ მიქაელ პაკაკლისს ოცი წლის პარალიზებული ქალიშვილი დესპინელა ჰყავდა. მოძღვარს სახლში ივერიის ღმრთისმშობლის ფოტოასლი ჰქონდა. ცრემლმორეულმა მამამ მთელი ღამე ხატის წინაშე მხურვალე ლოცვებში გაატარა და ქალიშვილის განკურნებას თხოვდა. გათენებისას დესპინელა სრულიად განიკურნა. მადლიერმა მამამ განკურნების შესახებ წერილობით ამცნო ივერთა მონასტრის საძმოს და ჰმადლობდა ყოვლადწმიდას.
ასევე ცნობილია ივერიის ღმრთისმშობლის ხატები: მოსკოვის კარის ღმრთისმშობელი, ივერიის ვალდაის ხატი, მოზდოკის ივერიის ღმრთისმშობელი, რომელიც თამარ მეფემ თავდაპირველად მარიამ-კაუს აულს შესწირა, სადაც მან ტაძარი ააგო, იმ მრავალ სხვა ტაძართან ერთად, რომელნიც კავკასიაში აღაშენა. მოგვიანებით თვით ღმრთისმშობელმა ინება ეს ხატი ქ. მოზდოკში დავანებულიყო, სადაც უამრავი კურნება-სასწაული აღასრულა არა მარტო მართლმადიდებელ მორწმუნეებზე, არამედ თვით კათოლიკებსა და მაჰმადიანებზეც. ასე მაგალითად, როდესაც შამილი მოზდოკს მიადგა იერიშისთვის, მას თეთრად მოსილი ქალწული გამოეცხადა და უბრძანა ხელი არ ეხლო ქალაქისთვის. ამ ხატმა მორწმუნეთა თხოვნით მთელი კავკასია მოიარა და იგი კავკასიის მფარველად ითვლებოდა.
ბოლო დროს განსაკუთრებულად განითქვა ივერიის მონრეალის მირონმდინარე ხატი, რომელიც 1981წ. ათონელმა ბერმა მოხატა. ამ სასწაულთმოქმედი ხატის ბედი დაკავშირებულია ესპანური წარმოშობის ჩილელ მართლმადიდებელთან იოსებ მუნიოზთან.* ამ ხატიდან მთელი წლის განმავლობაში უხვად მოედინება სურნელოვანი მირონი და წყდება მხოლოდ ვნების შვიდეულში: ბზობის დღე სასწაულიდან ბრწყინვალე აღდგომის წინა დღემდე, დიდ შაბათამდე. ეს ხატი ხოზე მუნიოზის თანხლებით თითქმის მთელს დედამიწაზე მოგზაურობდა და ყველგან უამრავ სასწაულსა და კურნებას ახდენდა...
1995წ. მართლმადიდებლური მოსკოვი თავისი არსებობის მანძილზე მეორედ შეხვდა ათონიდან მობრძანებულ ივერიის ღმრთისმშობლის ხატს, რომელმაც თავისი უწინდელი ადგილი დაიკავა და კვლავ მოსკოვის კარის ღმრთისმშობლად იწოდა.
1988წ. სიყვარულის მოციქულის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს ათონის წმინდა მთიდან საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩამობრძანდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ახალი პირი, რომელიც უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის თხოვნითა და ლოცვა-კურთხევით ათონელმა ბერებმა მოხატეს და დღეს სიონის ივერიის ღმრთისმშობლად იწოდება. ათიათასობით ადამიანი მოჰყვებოდა ფეხით ამ ხატს აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძრამდე _ ეს იყო მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი ზეიმი ივერიის უძველეს მიწაზე.
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი თავის შესანიშნავ წიგნში „უხილავი ბრძოლა“ წერს:
„უმზერ რა ყოვლადწმიდის ხატს, მთელი გულით მიისწრაფი მისკენ, რომელიც სამოთხეში სუფევს და ჰმადლობ მას, რამეთუ მან ჰშვა და აღზარდა მხსნელი ქვეყნისა, რამეთუ ჩვენს უხილავ ბრძოლებში არ მოგვაკლებს იგი თავის შეწევნასა და მეოხებას, ამინ“.
***
ათონის ქართველთა მონასტერში დაბრძანებული ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს არასდროს მოჰკლებია ყოვლადწმინდას წილხვდომილი ქვეყნის შვილების ზრუნვა. ყოველივე ეს მკაფიოდ საჩინოვდება როგორც საკუთრივ ივერთა მონასტრის ისტორიის წერილობითი წყაროებით (აქტებით, აღაპ-მოსახსენებლებით), ისე მეფე-დიდებულთა იმ საკტიტორო მოღვაწეობით, რომელიც ასწლეულთა მანძილზე არ შენელებულა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი ოქრონაქანდაკევი პერანგით მის შემკობასთანაა დაკავშირებული. ათონის მთის სიწმინდეთა იმ მრავალრიცხოვან აღწერებში, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე შეუდგენიათ პილიგრიმებს, მოგზაურთ, სიძველეთა მოყვარულებსა თუ სწავლულებს, ტრადიციულად საგანგებო ადგილი ეთმობა კარის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს და ქართველთა მონასტერთან მისი გამოჩენის შესახებ არსებულ გადმოცემას. ავტორთა უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს ამ გადმოცემაზე, ამასთან თითქმის დუმილით უვლის გვერდს ხატზე აღბეჭდილ დედაღმრთისას და ყრმა იესოს ფერწერულ გამოსახულებებს, ისევე როგორც ხატის მოჭედილობას. ამ მხრივ ამ ხარვეზს გარკვეულწილად ავსებს ქუთათელ არქიეპისკოპოს ტიმოთე გაბაშვილთან მოტანილი მასალები. ქართველი მოღვაწე 1755-1758 წლებში რამდენჯერმე ეწვია ათონის მთას და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა იქ, ივირონის მონასტრის სიძველეთა შორის იგი, ბუნებრივია, საგანგებოდ დაინტერესდა კარის ღმრთისმშობლის ხატის ისტორიით. არსებობს ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურობის აღწერის, „მიმოსვლის“, რამდენიმე რედაქცია, რომელთა შესწავლა-შეჯერებამ ცხადყო, რომ ქართველი მღვდელმთავარი ცდილა პორტაიტისას ხატის ჭედური პერანგის კტიტორთა ვინაობის დადგენას. საამისოდ მის მიერ მასალები, უწინარეს ყოვლისა, მონასტერშივე იქნა მოძიებული. შემდგომში ეს მასალები შეივსო და გადაისინჯა; მართალია, „მიმოსლვის“ ტექსტის რედაქციების ცნობები სასწაულთმოქმედი ხატის შესახებ ამის გამო რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ, რაც მთავარია, ისინი თანხვდება ძირითადი მონაცემების მხრივ. სახელდობრ, ყველგან მითითებულია, რომ კარის ღმრთისმშობლის ხატი „მძიმედ მოუჭედია“ სამცხის ათაბაგს, ქაიხოსროს (1498-1500), ყვარყვარე ჯაყელისა (1451-1498) და დედისიმედის, მუხრანბატონის ასულის ძეს.
1819 წელს ივირონის მონასტრის კრებულის დაკვეთით მოსკოვში კარის ღმრთისმშობლის ხატის ახალი პერანგი დაუმზადებიათ. ამის შესახებ თავად რუსული მოჭედილობის ქვედა ჩარჩოზე მოთავსებული საკტიტორო წარწერა მოგვითხრობს. თუმცაღა, ახალი პერანგით ხატის მუდმივად დაფარვა, როგორც ჩანს, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ გადაეწყვიტა მონასტრის ძმობას: მოგზაურთა და პილიგრიმთა აღწერებში რუსული მოჭედილობა მხოლოდ დროდადრო თუ ჩნდება, ძირითადად კი გასული საუკუნის ავტორები ქართული ოქროცურვილი საბურველის შესახებ მიუთითებენ.
ათონზე არქიმანდრიტ პორფირი უსპენსკის მოგზაურობის დროისათვის, 1850-იან წლებში, ხატს უკვე ფარავდა რუსული მოჭედილობა. მართლაც, ავტორი მიუთითებს ქართულ წარწერაზე, რომელიც იმ დროისათვის მოსკოვური მოჭედილობის ქვეშ მოჩანდა. კვლავ ძველი ქართული მოჭედილობის შესახებაა საუბარი 1898 წელს ათონის მთაზე მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციის დროს თავმოყრილ მასალებში, რომლებიც ნიკოდიმე კონდაკოვის მიერ იქნა გამოქვეყნებული და რომელთა შორის გარკვეული ადგილი ეთმობა პორტაიტისას ხატსაც. კარის ღმრთისმშობლის ხატის მოჭედილობის ისტორიისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მოკლე მითითება მოიპოვება ეპისკოპოს პეტრე კენჭოშვილის მრავალმხრივ საინტერესო თხზულებაში: „ათონის ქართველთა სავანეში გადმომცეს, რომ ივერიის მონასტრის ბერძენთა კრებულსა ქ. მოსკოვში მოემზადებინა ახალი კვართი (პერანგი) ივერიის კარის ღვთისმშობლის ხატისათვის ბერძნულის წარწერით, რომელიც მე თვითონ მაჩვენა ბერძნის იღუმენმა. მაგრამ გაძარცვა ძველის ოქრომოჭედილის პერანგისა და... შემოსვა ღვთისმშობლის ხატისა ახალის პერანგითა ვეღარ იკადნიერეს, რადგანაც ერთს ბერძენს ძმათაგანს ჩვენება უხილავს, რომ არ გაჰბედონ შეხება მის წმ. ხატისა, გაძარცვა ძველის პერანგისა და შემოსვა ახლისა“.
ივირონის მონასტრის ძმობის წევრთა ცნობით, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ვიდრე ჩვენი საუკუნის შუახანებამდე, რუსულ მოჭედილობას ხატს მხოლოდ სამი დიდი დღესასწაულის დროს _ შობას, აღდგომას და მიძინებას უკეთებდნენ. შემდგომში ეს პერანგი აღარ მოუხსნიათ და იგი გამუდმებით ფარავდა ძველ მოჭედილობას.
1993 წლის ზამთარში მონასტრის სინაქსისის გადაწყვეტილებით ხატი განთავისუფლებულ იქნა გვიანი მოჭედილობისაგან, რომელიც საგანძურში გადაიტანეს. პორტაიტისას ხატი კვლავ წარმოჩნდა თავისი პირვანდელი მშვენებით.
კარის ღმრთისმშობლის ხატის მოჭედილობის ისტორიის შესასწავლად არსებობს ორი ძირითადი წყარო, ესაა: ა. ისტორიული ხასიათის საკტიტორო წარწერა, შესრულებული თავად ხატის პერანგზე; ბ. ივირონის მონასტრის აღაპები.
საკტიტორო წარწერა ხატის ქვედა არშიაზეა მოთავსებული. ვრცელი, ოთხსტრიქონიანი ტექსტი ამოჭედილია ორ მოგრძო ოქროს ფირფიტაზე, რომლებიც ფარავს ქვედა არშიის მთელს ცენტრალურ ნაწილს. წარწერა შესრულებულია ასომთავრულით, მომცრო, ამასთან ლამაზი, სტილიზებული ასოებით. წარწერის ქვედა სტრიქონს ნაწილობრივ ეფარება ხატის ჩარჩოს ქვედა მოჭედილობის ფირფიტები. ტექსტი ორგან, პირველ და მეოთხე სტრიქონში, უმნიშვნელოდაა დაზიანებული; მიუხედავად ამისა, მისი სრული სახით აღდგენა მაინც შესაძლებელია:
ქ. დ(ედო)ფ(ალ)ო, [დ(ე)დ(ა)]ო კ(ა)ცთ მ(ო)ყ(უა)რისა ღ(მრთ)ისაო, ყ(ოვლა)დ უბიწოო ქ(ალ)წ(უ)ლო მ(ა)რ(ია)მ, შ(ეიწყალ)ე ს(უ)ლი პ(ა)ტრ(ო)ნი]სა ჩ(ემ)ისა დიდისა ყ(უა)რყ(უა)რ(ე)ს შვილისა ქაიხოსროსა და მე მონა შ(ენ)ი და ყ(ოვლ)ით(უ)რთ უღონო ქმნილი საბრ(ა)ლო ამბროსი. გმ(ა)დლ(ო)ბ, რ(ომელმა)ნ ღირს მყ(ა)ვ უღ(ი)რსი ესე მოჭედ(ა)სა და შემკობასა წ(მიდი)სა ხ(ა)ტისა შ(ენ)ისა პორტიატის(ი)სა. ეჰა, დ(ედო)ფ(ალ)ო, შეი(წირ)ე მცირე ესე ჩემი ც(ო)დვილისა მ(იე)რ კადრ(ე)ბ(უ)ლი და დაიც(ე)ვ ნეშტი ცხ(ო)რ(ე)ბისა ჩ(ემ)ისა უც(ო)დველ(ა)დ და ჟ(ამს)ა ს(ა)წყ(ა)ლ(ო)ბლისა ს(უ)ლისა ჩ(ემ)ისა გ(ა)ნსლვისასა შემეწიე და უჩინო ყ(ა)ვნ ყ(ოველ)ნ(ი)ვე ც(ო)დვ(ა)თა ჩ(ე)მთა (ე)ლით წერილნი და წ(ა)რმადგინე ც(ო)დ(ვ)ილი ს(ა)ყდ(ა)რთა ძისა და ღ(მრთი)სა შ(ე)ნისა დ(იდე)ბ(ა)დ ძისა შ(ენ)ისა და თანა დაუსაბამოსა მ(ა)მ(ი)სა [მის(ი)სა და ყ(ოვლა)დ წ(მიდ(ისა ს(უ)ლისა მისისა, აწ [და] მ(არა)დის და უკ(უნით)ი უკ(უნისამდ)ე, ა(მი)ნ.
შემცველი ცნობების მხრივ თანაგვარი მნიშვნელობისაა ივირონის მონასტრის სააღაპე წიგნში შესული ორი აღაპი (№162 და №163), შესრულებული ვინმე ამბროსის მიერ. ამ აღაპებში ვრცლადაა მოთხრობილი სამცხის ათაბაგის, მზეჭაბუკის (1500-1516) მიერ მისი გარდაცვლილი ძმის, ქაიხოსროს სულის საოხად ათონზე, იერუსალიმსა და სინაზე შეწირულებათა გაგზავნის თაობაზე: „...მე, სავაგლახო, აღზრდილი კურთხეულისა და სულდიდებულისა პატრონის ქაიხოსროსი ამბროსი, წარმომავლინა პატრონმან ძმამან მათმან მზეჭაბუკ სრულიად საბერძნეთად, იერუსალიმს და სინასცა მრავლითა საქონლითა; დაუწყეთ გაცემა ტრაპიზონტით კოსტანტიპოლემდის და კოსტანტიპოლითგან ვიდრე ამა წმიდა მთამდე. და მოვლეთ ყოველნი მთისა ამის მონასტერნი, სადაყუდებულონი და მესენაკენი, და წესისაებრ მოვაჴსენეთ მოსაჴსენებელი და სალოცავი და სრულიად ელადისა და მაკიდონის თემსა, მონასტერთა, მიტროპოლიტთა, ებისკოპოზთა, ხუცესთა, გლახაკთა და ტყჳსუფალთა, ყოველთავე ზედა დიადი გავეცით. ეგრეთვე ჩუენსა ამას მონასტერსა მოვაჴსენეთ ოცდა ხუთიათას ხუთასის ოთმანურისა, ზოგი ფლურად და ზოგი თეთრად. და მამამან და სრულიად კრებულმან მონასტრისამან გააჩინეს და შეგჳკუეთეს სულდიდებულისა პატრონის ქაიხოსროსთვის ყოველთა პარასკევთა მწუხრი, კოლიო და შაბათსა წირვა რასდომიცა მღდელი იყოს და ტრაპეზს შესულა და მისთვის ლოცვა ესე სამარადისო ყოველთა შაბათთა და ერთი აღაპი დღესა მიცვალებისა მისისსა მაის ექუსსა წირვითა, რასდომიცა მღდელი იყოს, ბერძენი და თუ ქართველი, მწუხრი პანაშჳდითა ტრაპეზს შესულითა, შეგჳწყალენთა ზედა მოხსენებითა და სამარადისო ლოცვითა, ვითარცა აღმაშენებელთა მოიხსენებდნენ, და ვინ ესე უდებ ყოს და ესე გაჩენილი მოშალოს და გულსმოდგინებით არა აღასრულოს, ღმერთსა მან გასცეს პასუხი. და შემდეგ: „ეგრეთვე აღზრდილი პატრონის ქაიხოსროსი, ამბროსი დიდად შეეწია ამა მონასტერსა: პორტიატისა ღმრთისმშობლისა ხატი მოჭედა მძიმედ, მისსავე ეკკლესიასა ზედა პირღო აღაშენა და გაამაგრა თოფითა და საუძლურე აღაშენა მისითა აკაზმულობითა და ღომატო მეტოქი მისით წყალობითა აშენდა და ამისთვის გაუჩინეთ ჩუენ მონასტერმან, მამამან და სრულიად კრებულმან ძმათამან ყოველთა სამშაფათთა პორტიატისა ხატის წინაშე წირვა მისის სულისათვის, ტრაპეზს შესულა და მისის სულისა მოხსენება ყოველთა ძმათაგან ვითარცა აღმაშენებელთათჳს წერილ არს. ვინ ესე დააკლოს, ღმერთსა მან გასცეს პასუხი, ამინ“.
მოხმობილი წყაროების მიხედვით ნათელი ხდება, რომ კარის ღმრთისშობლის ხატის მოჭედილობა შესრულდა სამცხის ათაბაგისა და ამირსპასალარის, ყვარყვარე დიდის ძის, ქაიხოსროს გაზრდილის ამბროსის მიერ, მისი ღვაწლით. თავის მხრივ, ამბროსი ყვარყვარეს და ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ მზეჭაბუკ ათაბაგის მიერ დიდი სააღაპე ფულითა და ძვირფასი შესაწირავით წარგზავნილ იქნა წმინდა მთაზე, ისევე როგორც იერუსალიმსა და სინაზე.
ვის მიერ და სად უნდა ყოფილიყო შესრულებული ივერიის ღმრთისმშობლის ხატის მოჭედილობა? ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ივირონის მონასტრის ქაიხოსრო ათაბაგისეულ (162-ე) აღაპში, სადაც დაწვრილებით არის ჩამოთვლილი მისი ძმის, მზეჭაბუკის მიერ ამბროსისათვის გატანებული შეწირულებები, არაფერია ნათქვამი პორტაიტისას ხატის პერანგის გამოჭედვისა და საქართველოდან ათონს მისი გაგზავნის თაობაზე. იმავდროულად, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იმავე ქაიხოსროსეულ აღაპში სხვა მრავალ შეწირულებათა გვერდით აღნიშნულია თვით ვერცხლის ბარძიმისა და თეფშის შეწირვის შესახებაც კი. რაც შეეხება ივირონის მონასტრის ამბროსისეულ (163-ე) აღაპს, მასში ხაზგასმით არის თქმული, რომ იგი დიდად შეეწია მონასტერს და დედაღმრთისას სასწაულთმოქმედი ხატი „მოჭედა მძიმედ“. რაც მთავარია, ხატის შემკობისა და მონასტერში ჩატარებული სააღმშენებლო საქმიანობისათვის ივირონის კრებულმა ამბროსის ყოველ სამშაბათს განუწესა კარის ღმრთისმშობლის ხატის წინაშე წირვა მისი სულის საოხად, ასევე საკურთხეველში შესვლა და მისი სულის მოხსენება ძმობის თითოეული წევრის მიერ „ვითარცა აღმაშენებელთათვის წერილ არს“. ამგვარი პატივი განსაკუთრებით დიდი დამსახურებისათვის იშვიათად თუ მიეგებოდა ვისმეს.
ამბროსის მიერ შეწირულობათა ჩატანა ათონისა და იერუსალიმის ქართველთა სავანეებში მისი მოღვაწეობის მარტოოდენ ერთი მხარეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ამ მოღვაწეობის მეორე მხარე - სასწაულთმოქმედი ხატის მოჭედვა, მონასტერში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოები და ახალმშენებლობები. ქაიხოსრო ათაბაგის აღზრდილისა და ყმის მატერიალური შესაძლებლობები, ცხადია, გამორიცხავდა თავად ამბროსის საფასით ასეთი დიდი სამუშაოების შესრულებას. ყოველივე ამის განხორციელება მხოლოდ ათაბაგთა მხრიდან მსხვილი შეწირულების გაღების შედეგად თუ იქნებოდა შესაძლებელია. რაც შეეხება მათს წარგზავნილს ათონზე, მისი დამსახურება ივირონის მონასტრის ძმობის წინაშე და, შესაბამისად, მონასტრის ძმობის მიერ მისთვის მიგებული პატივი მხოლოდ და მხოლოდ უნდა ყოფილიყო შედეგი მისი პრაქტიკული საქმიანობისა.
ხატის მოჭედილობის წარწერის პალეოგრაფია, მისი დახვეწილი კალიგრაფია, რთული სტილიზებული ლიგატურების გამოყენება, ისევე როგორც ტექსტისათვის ნიშანდობლივი მაღალი მჭევრმეტყველური დონე ცხადს ხდის, რომ იგი ქართველი ოსტატის მიერ უნდა იყოს შესრულებული. ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ წარწერაში ამბროსი პირველი პირით საუბრობს. ეს ფაქტი იმ მხრივაც არის ანგარიშგასაწევი, რომ ამით საკტიტორო წარწერაში ხაზგასმული მკაფიოებით წარმოჩინდება ჭედური პერანგის მომგებელთა, სამცხის ათაბაგთა კარზე აღზრდილი და მათი ერთგული ქართველი მოღვაწის დიდი დამსახურება აღმოსავლეთის საქრისტიანოში თავისი საკრალურობით გამორჩეული სასწაულთმოქმედი ხატის შემკობის საქმეში. ეს, ყოველივე ზემოთ მითითებულთან ერთად, როგორც ჩანს, უნდა მეტყველებდეს აბროსის უშუალო მონაწილეობაზე ივერიის ღმრთისმშობლის ხატის მოჭედილობის შექმნაში. სხვაგვარად ივირონში ამბროსისადმი მიგებული გამორჩეული პატივი და ზემოთ დასახელებული ფაქტები ძნელად ასახსნელი იქნებოდა.
აქედან გამომდინარე, არსებობს გარკვეული საფუძველი ვარაუდისათვის, რომ კარის ღმრთისმშობლის ხატის მოჭედილობა ამბროსის მიერ იქნა შესრულებული.
წყაროთა დუმილი ამბროსის მიერ ათონზე ივერიის ღმრთისმშობლის ხატის პერანგის ჩატანის თაობაზე ფაქტობრივად გამორიცხავს მის დამზადებას სამცხეში; ამ მხრივ ერთადერთი შესაძლო ადგილი თავად ათონის ქართველთ მონასტერია. მიუხედავად ამისა, უთუოა მოჭედილობის მხატვრულ თავისებურებათა წანამძღვრების უშუალო კავშირი სამცხესთან. აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობის პროცესი, რომელიც ჯაყელთა რამდენიმე თაობის წარმომადგენელთა წყალობით ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ფაქტობრივად XIV საუკუნიდან მოკიდებული, ვიდრე XVI საუკუნის შუახანებამდე არ განელებულა, ხუროთმოძღვრების, კედლის მხატვრობისა და ხელნაწერი წიგნის მხატვრული გაფორმების გარდა ოქრომჭედლობაშიც აღიბეჭდა.
This post has been edited by
koba71786
on 2 Jul 2012, 16:38
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nk44
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
nk44
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6238
წევრი No.: 91738
რეგისტრ.: 18-May 09
#31939538
· 2 Jul 2012, 17:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მართლა საინტერესო თემაა სამწუხაროდ აქ ძალიან ცოტას აინტერესებს მსგავსი თემები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მამა-ჯეMალი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მამა-ჯეMალი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8351
წევრი No.: 54170
რეგისტრ.: 23-February 08
#31939671
· 2 Jul 2012, 17:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე ეს ხატი ძალიან მომწონს
---------------------------------
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4388
წევრი No.: 146580
რეგისტრ.: 10-April 12
#31939811
· 2 Jul 2012, 17:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მამა-ჯეMალი
ყველას თავისი გემოვნება აქვს ;)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2128
წევრი No.: 146731
რეგისტრ.: 13-April 12
#31940137
· 2 Jul 2012, 17:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეც ძალიან მომწონს ეს ტემა. მაგრამ ასეთი ბევრი ტამა ჩაიკარგა ფორუმის სიღრმეებში. ნეტავ მეც ვიცოდე ფორუმზე სურატის ატვირთვა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
koba71786
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
koba71786
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9488
წევრი No.: 93750
რეგისტრ.: 16-June 09
#31940343
· 2 Jul 2012, 17:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nikoloza1989
QUOTE
მეც ძალიან მომწონს ეს ტემა. მაგრამ ასეთი ბევრი ტამა ჩაიკარგა ფორუმის სიღრმეებში. ნეტავ მეც ვიცოდე ფორუმზე სურატის ატვირთვა
რა ბრაუზერით შემოდიხარ აქ?
ადვილია სურათის ჩასმა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Oldboy
Alpha Nerd
ჯგუფი: Members
Oldboy
Alpha Nerd
ჯგუფი: Members
წერილები: 16662
წევრი No.: 119844
რეგისტრ.: 20-August 10
#31940474
· 2 Jul 2012, 17:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nikoloza1989
ეს თემა ნახე
როგორ მივამაგრო სურათი?
ასატვირთ საიტებად ასევე შეგიძლია გამოიყენო radikal.ru, pix.ge, picz.ge
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2128
წევრი No.: 146731
რეგისტრ.: 13-April 12
#31941329
· 2 Jul 2012, 18:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მადლობა მეგობრებო, აუცილებლად ავტვირთავ.
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2128
წევრი No.: 146731
რეგისტრ.: 13-April 12
#31941399
· 2 Jul 2012, 18:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ესეც ჩემი მფარველი და ზალიან საყვარელი წმინდანი
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4388
წევრი No.: 146580
რეგისტრ.: 10-April 12
#31941594
· 2 Jul 2012, 19:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nikoloza1989
QUOTE
ესეც ჩემი მფარველი და ზალიან საყვარელი წმინდანი
მართლაც საოცარი წმინდანია წმინდა ნიკოლოზი :) ბედნიერი ხარ რო ეგეთი მფარველი წმინდანი გყავს ... :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2128
წევრი No.: 146731
რეგისტრ.: 13-April 12
#31942282
· 2 Jul 2012, 19:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გაიხარე ძმაო. ბევრჯერ დამხმარებია. და მიგვრძნია მისი შემწეობა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
VisualBB
Crazy Member
ჯგუფი: Registered
VisualBB
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1425
წევრი No.: 91698
რეგისტრ.: 18-May 09
#31981089
· 5 Jul 2012, 00:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სიტყვა
"ხატი" (icon)
მოდის ბერძნული სიტყვიდან
"eikon"
. როგორც იცით სიტყვა
"ხატი"
გამოიყენება ბიბლიაშიც, კერძოდ ძველ აღთქმაში, სადაც წერია
"თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად..... შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.[დაბადება 1:26-27]
. ეს სიტყვა ასევე გამოიყენება ახალ აღთქმაშიც სადაც წმიდა მოციქული პავლე კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში სწერს
"ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა..." [კოლასელთა მიმართ 1:15].
მხატვრობა ჯერ კიდევ ძველისძველი ისტორრიდან არის ცნობილი. ძველი ეგვიპტის ხელოვნები ცნობილნი არიან თავიანთი მხატვრობით, ქვისა თუ ხის კვეთით. ცნობილია მათი ფრესკები ქურუმ ოსირისის საფლავზე, რომელიც წარმოადგენს ისტორიულ და მითოლოგიურ სუბიექტებს. ასევე სარკოფაგები, ადაც იკრძალებოდნენ მათი ფარაონები, ცნობილია მათი ჩუქურთმები და ფარაონის ფერწერული პორტრეტები, სამაგალითოთ ფარაონ "ტუტანხამონის". ზოგიერთ მდიდარი ადამიანი, ფარაონის დაკრძალვამდე სპეციალურად ახატინებდა მის პორტრეტს. ასევე ძველ ბერძნებს და რომაელებსაც ჰქონდათ მსგავსი ჩვეულება.
ისტორიკოსები იკონოგრაფიის სტილის ჩამოყალიბებას ქრისტიანობის პირველ სამ საუკუნემდე ათარიღებენ. ზოგიერთო არქეოლოგის აზრით, ხატები პირველად პოპულარული იყო ადამიანთა საცხოვრებელ სახლებში, ხოლო შემდეგ დაიწყო შემოღება სალოცავებში, ალბათ მესამე საუკუნის ბოლოს.
IV
და
V
საუკუნეშებში უკვე გავრცეებული იყო მათი გამოყენება. ის აზრი, რომ ხატები ადრეულ ეკლესიაში გამოიყენებოდა, მეტყველებს ეკლესიის უნიკალურ გამოცდილებაზე. ქრისტიანობის დიდმა ნაწილმა როგორც იცით წარმართული კულტურიდან იცვალა ფერი, მათ უმეტესობა ძალზე გაუნათლებელი იყო. ბევრ მათგანს უჭირდა გაეგო ბიბლიური სწავლებები, მათი სულიერი მნიშვნელობა, ისტორიული მოვლენები რომლებიც აღწერილია ბიბლიაში, და ეკლესიის ცხოვრებაში. ამრიგად, ეკლესიაში ღვთისაგან დადგენილმა მოძღვრებმა, ღვთისაგან კურთხევით
(რადგან ეკლესის თავი და მმართველი ქრისტე ღმერთია, და მის გარეშე არაფერი ხდება ეკლესიაში - მთარგმ.)
ადრეულ ეკლესიაში დაუშვებს რელიგიური სურათები (ხატები), რადგანაც ხალხს უჭირდა შეეთვისებინა ქრისტიანობა და მისი სწავლება თვალსაჩინოებითი დახმარების გარეშე. ამდენად, ყოველივე ეს დაეხმარა მორწმუნეებს შეემეცნებინათ მათთვის ახალი სარწმუნოება. რომის იმპერატორის
კონსტანტინეს (ქრ.შ. 307-337 წელი)
რეფორმებისას ქრისტიანობის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. იმპერატორმა დააჩქარა და ხელი შეუწყო ქრისტიანობის ტრიუმფს, და აკრძალა წარმართული კერპთაყვანისმცემლობა. წარმართული "ღმერთების" ქანდაკებები მოშალეს დედაქალაქში. გამოიყენეს ხატები ეკლესიებისა და შენობების დასამშვენებლად. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ პატრიარქ
კირილე I-ის
(404-430 წ. / ცნობილია როგორც "კირილე ალექსანდრიელი, და სვეტი სარწმუნოებისა"), როლი. მან გასცა ნებართვა, რომ ხატები განეთავსებინათ საპატრიარქოში და ეგვიპტის ყველა ეკლესიაში.
ხატების გავრცელებასთან ერთად იმპერატორ კონსტანტინეს შემდგომ საუკუნეებიში, ქრისტიანებმა დაიწეყებს ხატების გამოყენება იმგვარად, რომ არასოდეს ყოფილა განკუთვნილი ამისათვის. იგი გახდა უფრო ასოცირებული ხელოვნებასთან და არა როგორც ლოცვის საშუალება ქრისტიანული წესებით. ხატებს აღარ ჰქონდა თაყვანისცემისა და მისდამი მოკრძალებით მოპყრობის, ან რაიმე წმინდის მნიშვნელობა მათთვის. თაყვანისცემა აჩვენებს, რომ ხატი არ არის უბრალოდ ხელოვნების ნიმუში რომელის მიმართაც ჩვენ პატივისცემით ვართ განწყობილნი, არამედ იგი ამსახველია რომელიმე წმინდა პიროვნებისა თუ მოვლენისა. ხატი არის სარკმელი, რომელიც გვახედებს სულიერ სამყაროში, მისი გამოყენება გვეხმარება ვჭვრეტდეთ სულიერ საგნებს და აღმოვჩნდეთ გონების ლოცვით ფარგლებში, როგორც შეხსენება ბიბლიური მოვლენებისა, ქრისტეს და სხვა წმინდათნა ცხოვრებისა, და არა როგორც ობიექტი თაყვანისცემისა.
VIII
-ე საუკუნეში გაჩნდა მოძრაობა რომელიც არჩევდა აღმოეფხვრათ ხატები ეკლესიებიდან იმ მოტივით, რომ ისინი ჩვენში თაყვანისიცემოდა როგორც ავტორიტეტულ სურათებად. მათი იდეის საფუძველი იყო არასწორად გაგებული ბიბლიის სიტყვები
"არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო" [გამოსვლათა 20:4-5]
. ამ პერიოდში (ხატმებრძოლეობის პერიოდი), ერთიერთი ძირითადი ფიგურა "ლაუონ ელ-ეშაფრი" და მისი მიმდევრები იყვნენ ჩართულნი მრავალი ხატის განადგურებაში. საინტერესოა აღინიშნობს, რომ ამ დროს იმპერატორ
ლეონ III
-ის მეფობის პერიოდიში, დაიწყო ხატმებრძოლეობის დავა და გახდა სერიოზული კონფლიქტის საგანი ეკლესიაში. ეს დაემთხვა მაჰმადიანთა შემოსევებს სირიაში, ერაყში ეგვიპტესა და სპარსეთში. ქრისტიანთა იერუსალიმის წმინდა ადგილები მუსლიმთა ხელში ჩავარდა. კონფლიქტის პერიოდში ორი ძალზედ ცნობილი ღვთისმეტყველი, რომელნიც დადგნენ ეკლესიაში ხატთა გამოყენების დასაცავად, იყვნენ
წმ. იოანე დამასკელი (675-749 წ.)
და
წმ. თეოდორე სტუდიელი (759-826 წ.)
მართლმადიდებელი ეკლესიის
VII
მსოფლიო კრებისას
787
წელს.
თუმცა ქრისტიანობამ აკრძალა კერპთა თაყვანისცემა, ხატთა გამოყენება კი არ აუკრძალავს ჯერ კიდევ ასეთი (ხატმებრძოლი) აზროვნების გაჩენამდე. ისტორია მოგვითხრობს, რომ ხატების ეკლესიაში გამოყენების ფესვი არის ჯერ კიდევ ქრისტეს დროიდან. არსებობს მთელი რიგი ისტორიული დოკუმენტები ამისათვის.
პირველი, ეს არის, როგორც ცნობილია წმ. მახარებელი ლუკა იგი იყო ნიჭიერი მხატვარი და ექიმი. მან დახატა ხატი სადაც ასახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმა ქრისტეთი ხელში, რომელიც შემდგომ მსოფლიოს მრავალ ეკლესიაში იქნა გადაწერილი. ასევე არის ცნობა, რომ ისტორიკოსმა "ვან კელუბიმ" აღმოაჩინა მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ალექსანდრის საკათედრო ტაძარში ვიზიტისას, რომელიც დაუწერია მოციქულსა და მახარებელს წმ. ლუკას.
მეორე, ხელთუქმნელი ხატი მაცხოვრისა გვაბრუნებს უკან პირველ საუკუნეში როცა ედესის (მდებარეობს აღმოსავლეთ ერაყში) მეფემ ავგაროზმა გააგზავნა თავისი მსახური ანანია უფალ იესო ქრისტესთან და სთხოვა, რომ თუკი შესძლებდა სწვეოდა მეფეს და განეკურნა იგი. მეფე დაავადებული იყო და სურდა, რომ მასთან მისულიყო უფალი, მის სამეფოში. ანანია იყო ნიჭიერი მხატვარი, და ცდილობდა დაეხატა უფლის სურათი, მაგრამ მისი დიდებული და მშვენიერი გარეგნობა იმდენად ძლიერი და არაამქვეყნიერი იყო, რომ მან ვერ შეძლო ამის გაკეთება. ნაუბარი მოგვითხრობს, რომ ანანია დაბრუნდა უკან მეფესთან, მას თან ჰქონდა ნაჭერი რომელზეც ქრისტეს გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ქრისტეს წმინდა სახის სურათმა განკურნა მეფე მისი დაავადებისაგან, ქრისტეს თანამყოფობის გარეშე წმინდა სურათმა გამოაჩინა ძლიერება მეფის განაკურნავად. ფაქტიურად ამ ლეგენდაზე მეტყველებს წმ. პავლე მოციქულიც(? / მთარგმ.)
"ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან. [2 კორინთ. 3:18].
ეს ამბავი და ორი წერილი გადაწერილია სიტყვასიტყვით და გამოქვეყნებულია 56 და 57 გვერდებზე წიგნში "საეკლესიო სტორია", ძველი ქრისტიანი ისტორიკოსის
ევსები კესარიელის (264-340 წ.)
მიერ.
მესამე, კიდევ ერთი ამბავი ძველად ხატის გამოყენებისა გულისხმობს ქალს
ლუკას სახარების 8:43
მუხლში, რომელიც იესომ განკურნა თორმეტწლიანი სისხლდენისაგან. ქალს მისი სახლის (სიფეკ ბენიაში, იოარდენეს მდინარესთან ახლოს) კარებზე ჰქონდა ქრისტეს გამოსახულება და კიდევ სხვისა, ანუ თვითონვე მდებარე განრთხმული მის (ქრისტეს) ფეხებთან. ისტორიკოსი ევსები კესარიელი ამ გადმონაცემს ციტირებს მის წიგნში
"საეკლესიო ისტორია"
რომელმაც თავადვე ნახა ქრისტეს ეს გამოსახულება ამ სახლში, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო იმ დროს მისი იქ ვიზიტისას
III
საუკუნეში.
ამგვარად, ხატი შეიძლებოდა გამოყენებულიყო სახარების მოღვაწეობაში და ეკლესიის წმინდა ტრადიციაში, არა უბრალოდ მხატვრული ნიმუში. ხატები არიან სარკმელნი ზეცისა. მორწმუნე უხილავ კონტაქტში შედის პიროვნებასთან რომელიც გამოსახულია ხატზე. ამ გზით ხატმა შეიძლება დიდი როლი იქონიოს ადამიანის სულიერი ცხოვრების განვითარებაში, ამ თუ იმ წმიდა პიროვნების ცხოვრების ასახული დეტალით ხატში.
- ამიტომ, ხატებს შეუძლიათ აკურთხონ ჩვენი ცხოვრება თუკი მათ სულიერი გზით ვიყენებთ. ხატი არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში, არამედ იგი ახორციელებს უამრავ სულიერ შემეცნებას ჩვენ ცხოვრებაში. ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრია, რომ
"სიტყვა იგი ხორციელ იქმნა" [იოანე 1:1] .
გასაკვირი არ არის, რომ ვხედავთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოწყალე და მოსიყვარულე სახეს, რომელიც მრავალი ხატის შინაარსია.
მართლმადიდებლური ხატწერის ხელოვნებამ შემდეგში მიიღო გარკვეული სიმბოლიზმი, რომელიც ახდენს შინაარსის გადმოცემას. მაგალითად: დიდი და განიერი თვალები სიმბოლურად გამოხატავს სულიერ თვალებსა და ხედვას არამატერიალურ სამყაროში, წმ. წერილი ამბობს:
"სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც" [მათე 6:22]
. მეორე, დიდი ყურები ღვთის სიტყვის სმენას;
"ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!" [მარკოზი 4:23]
მესამე, მშვიდი კეთილი და წყნარი ტუჩები უფლის დიდებას და ქებას;
"ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ."[ფს. 62:4]
"ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი" [ფს. 62:6]
თვალების და ყურების ფიგურა ხატში არის არაპროპორციულად დიდი, რადგან სულიერი პიროვნება მრავალ დროს ხარჯავს, რომ უსმინოს ღვთის სიტყვას და აღასრულოს მისი ნება. მეორე მხრივ, პირი რომელიც გამოცლილია ყოველი ავი სიტყვისაგან პატარაა.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ხატები მართლმადიდებლური ტრადიციით არ არის უბრალო ხელოვნების ნიმუში, არამედ ისინი გამოიყენება როგორც სარკმელი სულიერ სამყაროში, ისინი შექმნილია იმიტომ, რომ მივაღწიოთ გონებრივად ლოცვით მდგომარეობას, და გვიხელმძღვანელოს ლოცვასა და ჭვრეტაში.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
- ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ ახალი სარწმუნოების გავრცელება სწრაფად მიმდინარეობდა მთელს რომაულ სამყაროსა და ახლო აღმოსავლეთში. ბუნებრივია, რომ ადამიანს რომელმაც ქრისტე იხილა ვკითხავდით აღეწერა მისი გარეგნობა. იყო ეტაპები, როცა ადამიანებმა დაიწყეს ქრისტეს გამოსახულებების შექმნა და გავრცელება, ასევე მოციქულთა და ქრისტიანული სარწმუნოების წამებულთა გამოსახულებანიც. ადრეული გამოსახულებათა შესახებ დღეს ჩვენ ცნობებს გვაწვდიან ქრისტიანი ისტორიკოსი და ეპისკოპოსი ევსები (კესარიელი), რომელიც გადმოგვცემს, რომ არსებობდა ქრისტეს მთლიანი გამოსახულება ერთერთი ქალის მიერ რომელიც აღწერილია სახარებაში როგორც 12 წლიანი სისხლდენისაგან განკურნებული. იგი ასევე აღნიშნავს, რომ თავის დროზე არსებობდა ძალიან ძველი გამოსახულებანიც, წმ. პეტრესი და პავლესი.
ევსებიმ უარი უთხრა კეისრის კალიუსის მეუღლეს ქრისტეს გამოსახულების გაგზავნაზედ, რადგანაც იგი ფიქრობდა, რომ იგი მას გამოიყენებდა როგორც კერპს და დაარღვევდა ბიბლიურ მცნებას. ზოგიერთი რეგიონალური ეკლესია წინააღმდეგი იყო გამოსახულებების, ესპანეთის ადგილობრივმა ეკლესიის სინოდმა 305 წელს განაცხადეს, რომ გამოსახულებანი ეკლესიაში უნდა იყოს აკრძალული. თუმცა, გამოსახულებათა რიგი მაგალითები არსებობს, შობისა და მწყემსი კეთილის ალეგორიები რომლებიც შექმნილია ქრ. შ. 250 წლის განმავლობაში, იგინი გვაჩვენებენ თუ რამდენად ახლოა ფერწერა და როგორ საერთო გახდა ქრისტიანობასთან იგი. გამოსახულებათა ზრდა კონკურენტული იყო ქრისტეს განკაცების მოძღვრების კიდევ უფრო ნათლად გამომჟღავნებასთან ერთად, რომელიც უმთავრესი ელემენტია ქრისტიანული სარწმუნოებისა.
შეგვიძლია დასაბუთებულად ვივარაუდოთ, რომ ქრისტეს და მისი წმინდანების ადრეული გამოსახულებანი პირვეულად იყო უფრო რეალისტობისაკენ მიდრეკილი და მიწიერი; მალე ქრისტეს და სხვა წმინდანთა გამოსახულებების შექმნისათვის ჩამოყალიბდა გარკვეული კანონები. მაგალითად, პეტრე მოციქული გამოსახულია როგორც ოდნავ უთმო, ნაცრისფერი ხუჭუჭა თმა და წვერი. პავლე შედარებით კიდევ უფრო უთმო, რომელსაც სწორი ყავისფერი თმა და წვერი აქვს, და სქელი კისერი. ეს გამოსახულებანი ცნობილი იყო რომში, სადაც ადამიანები უკეთ იცნობდნენ ამ ორ მოციქულის ფიზიკურ გარეგნობას. მაგალითად ადრე წმ. პეტრეს ხატი
ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში იყო ორი ტიპის გამოსახულება ქრისტესი. ერთი ახალგაზრდა ფორმაში, წვერის გარეშე "გმირის" ტიპის. მეორე გამოსახულება კი რომელსაც ვიცნობთ დღეს - კაცი 30 წლის ასაკის, უკან გადაშვებული გრძელი თმით, გლუვი წვერით, მაღალი შუბლით, ოდნავ გრძელი და სწორი ცხვირით, ჩაცმული მანტიითა და მოსასხამით.
ძველ რომში და საერთოდ მთელი რომაული სამყაროს იმპერატორები ცდილობდნენ, რომ გაევრცელებინათ მათი მეფობის პერიოდში თავიანთი გამოსახულებანი, ქანდაკებანი და ა.შ. ეს გამოსახულებანი განთავსებული იყო ქალაქის ცნობილ ადგილებში. მათი წარმოდგენით, ეს ნამუშევრები ნიშნავდა რეალურად იმპერატორის და მისი "ძალის" იქ მყოფობას. გამოსახულებებს ადამიანთა საცხოვრებელ სახლებშიც კი შეხვდებოთი, ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ადამიანებს დაემსახურებინათ იმპერატორის მათდამი კეთლგანწყობილი დამოკიდებულება.
ქრისტიანებს ძალიან რთულ პერიოდში მოუწიათ ცხოვრება, იმართებოდა საჯარო ცერემონიები სადაც იმპერატორის გამოსახულებებს სწირავდნენ მსხვერპლს. მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ეს ცერემონია, უბრალოდ სამოქალაქო ცხოვრების ფორმალური ნაწლი იყო, ზოგს კი მართლა სჯეროდა, რომ იმპერატორი იყო ღმერთი. ის ფაქტი, რომ ქრისტიანები არ იქცეოდნენ ასე, ძალიან აღიზიანებდა მმართველთ და ამ საქმეს შერაცხავდნენ როგორც სახელმწიფო ღალატად, ამის გამო მრავალი ქრისტიანი აღესრულა იმის გამო, რომ მსხვერპლი არ შესწირა იმპერატორის გამოსახულებას. აქედან კარგად სჩანს, რომ ძველ ქრისტიანებისათვის (დღესაც) იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა მიწიერ მმართველს ვიდრე ზეციერ მეუფეს.
This post has been edited by
VisualBB
on 5 Jul 2012, 00:56
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(6)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0537 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.