2005 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები საუკეთესო აბიტურიენტთა შერჩევის მიზნით.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა გათვალისწინებული:
1. ყველა აბიტურიენტი 4 გამოცდას ჩააბარებს,
2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდა და ისტორია-საზოგადოებრივი მეცნიერებების გამოცდა დაიყო ცალკე
3. იცვლება სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი.
სახელმწიფო გრანტი კვლავ სრული და ნაწილობრივი (100%, 70%, 50% და 30%–იანი) იქნება, თუმცა 2010 წლიდან სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ ყველა გამოცდის (სავალდებულო გამოცდებისა და ერთ-ერთი არჩევითი გამოცდის) შედეგის მიხედვით, სადაც ზოგადი უნარების გამოცდის შედეგს ექნება წონა (კოეფიციენტი) 1,5.
სახელმწიფო დაფინანსების გაცემა მოხდება არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ ყოველი არჩევითი საგნისთვის (მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა) შედგება საგრანტო ქულაზე დაფუძნებული რეიტინგული სია და კონკრეტული არჩევითი საგნისთვის გამოყოფილი თანხა ამ რეიტინგული სიის მიხედვით განაწილდება.
4. ზოგადი უნარების ტესტის თითოეულ ნაწილში (ვერბალური და მათემატიკური) იქნება 40 (და არა 50) დავალება, ხოლო ტესტზე სამუშაოდ აბიტურიენტებს კვლავ 3 საათი მიეცემათ. ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი 25%, ანუ 20 ქულა (აბიტურიენტმა უნდა მიიღოს მინიმუმ 21 ქულა რათა გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა).
გამოცდებამდე სულ რაღაც 3 თვე დარჩა

ყველას გისურვებთ წარმატებებს
ნებისმიერი ინფორმაცია გამოცდებთან დაკავშირებით :
http://naec.ge - გამოცდების ეროვნული ცენტრი
ცხელი ხაზი: 206232
შემოგვიერთდით ფეისბუქზე - http://www.facebook.com/group.php?gid=363821483323წინა თემები:
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010 - IV
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010 - III
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010 - II
მომავალი ეროვნული გამოცდები - I
TOP 10

Bo-BuBu 235
ika-bebo 215
GiGlema 190
Alice_ 121
Lene

82
Antonio Montana7_7_7 77
iazva 60
buskunia 53
მზე 51
The Game N.W.A. 42
“I want to go places and see people. I want my mind to grow. I want to live where things happen on a big scale.”
♒