ინტერაქტი არის როტარის მიერ სპონსორირებული კლუბი. იგი დაკომპლექტებულია მიზანდასახული და ენერგიული ახალგაზრდებით, რომელთა ასაკი 14-დან 18-წლამდე მერყეობს.
კლუბის ძირითადი მიზანია მისცეს საშუალება წევრებს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, დაგეგმონ და თავადვე განახორციელონ პროექტები, განივითარონ ლიდერული თვისებები, ასწავლოს მათ გუნდური მუშაობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა. ინტერაქტის ძირითადი პრინციპებია მეგობრობა, თანადგომა და ურთიერთპატივისცემა. ყოველივე ამის განხორციელებას კლუბი თავისი აქტიური მოღვაწეობით ახერხებს, რაც წელიწადში არაერთი წარმატებული პროექტის ჩატარებაში გამოიხატება.
ინტერაქტი როტარი საერთაშორისოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული პროგრამაა, რამაც მთელ მსოფლიოში მისი სწრაფი განვითარება და გავრცელება განაპირობა. დღესდღეობით მსოფლიოს 109 ქვეყანაში 10 700-ზე მეტი ინტერაქტ კლუბია წარმოდგენილი, რომლის საქმიანობაშიც 200 000 ახალგაზრდაზე მეტია ჩაბმული, რაც მას ჭეშმარიტ საერთაშორისო ფენომენად აქცევს.
მე მინდა აქ გაწევრიანება

რომელიმე ფორუმელთაგანი ხო არ ხართ აქ
* * *
up
...........................................
ხალხო
* * *
up
...................................................