შიიტი
إن الله معنا

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9638
წევრი No.: 77063
რეგისტრ.: 3-December 08
|
#19427060 · 5 May 2010, 14:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უფალს მოვიიმედებ ბოროტის წინააღმდეგ
სახელითა უფლისათა, ყოვლადმოწყალისა, ყოვლადშემწყნარებლისა
ქება უფალს, შემოქმედსა და მეოხსა
მშვიდობა და კურთხევა მოციქულთა ბეჭედს, მის ოჯახსა და მართალ თანმხლებებს, ყველა წინამორბედ მოციქულსა და წინასწარმეტყველსა და მათ მართალ თანმხლებლებს
პირველ რიგში, უნდა გამოვხატო ჩემი სიხარული, რაც მომენიჭა თქვენთან შეხვედრით. ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან თითქმის ათი (მზის) წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ ლიბანში დასრულდა ოკუპაცია და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი მიღწეული იქნა.
როდესაც ჩვენ ვახსენებთ წინაღმდეგობასა და მის გამარჯვებებს, ასევე რასაკვირველია აქვე იგულისხმება წინააღმდეგობის შემწენი და მათი გამარჯვებაც. ყოველი ადამიანი, რომელიც მუშაობს თუნდაც სავარგულზე გუთნით იმისთვის, რომ ლიბანის ეკონომიკამ და მრეწველობამ მიიღოს მისი ნაშრომით შედეგი, არის წინააღმდეგობის შემწე და ეს მისი გამარჯვებაცაა.
ჩვენ ყოველთვის ფართოდ აღვნიშნავთ ამ დღეს, რადგან გვსურს, ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, მათ შთამომავლებს ახსოვდეს ის გამარჯვებები, რაც არის ჩვენს უახლეს ისტორიაში.
62 წელია რაც ადამიანები იხსენებენ ნაქბას (15 მაისი 1948, ისრაელის სახელმწიფოს შექმნა) და 18 წლის განმავლობაში იხსენებდნენ ნაქუსას (6 ივნისი 1982, სამხრეთ ლიბანის ოკუპაციის დასაწყისი), ორივე ეს დღე დაკავშირებული იყო წუხილთან, დამარცხებასა და სირცხვილთან. მაგრამ ჩვენ შევძელით და ათი წლის წინ მოვიპოვეთ დღე, რომელიც არც ერთ ზემოთაღნიშნულ გრძნობასთან არაა დაკავშირებული. ის დაკავშირებულია სიხარულთან, გამარჯვებასა და სიამაყესთან. 1421 წლის 20 საფარის (2000 წლის 25 მაისი) გამარჯვება დარჩება ღვთის ნებით ჩვენს იმედად შემდგომი გამარჯვებებისათვის და აღსრულებად ღვთიური დაპირებისა "დაღათუ ხელს მიჰყოფ შემწედ ღვთის საქმეთათვის, ღმერთი შეგეწევა შენ". თუმცა რა თქმა უნდა არიან ხალხი, ვინც უარჰყოფს და ჩქმალავს ჩვენს ამ გამარჯვებას.
დღევანდელ შეხვედრაზე, თქვენის ნებართვით, ვისაუბრებ შემდეგ საკითხებზე - წინააღმდეგობის შემწეთა ორგანიზაციაზე და ბოროტი ძალების ბრალდებებზე ჩვენს მიმართ და მათ მუქარებზე.
რაც შეეხება პირველ საკითხს: წინააღმდეგობის შემწეთა ორგანიზაციას. ჩვენი წინააღმდეგობის გაჩენისთანავე შეიქმნა ეს ორგანიზაციაც, რადგან წინაღმდეგობა არ არის მხოლოდ ბრძოლა იარაღით ხელში. ის მოიცავს როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე სოციალურ-ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც. ჩვენი წინაღმდეგობა არ არის მხოლოდ შეიარაღებული წინააღმდეგობა, თუმცა ეს არის მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ იგი შედეგია ჩვენი საგანმანათლებლო საქმიანობისა, გამომდინარეობს მოსახლეობის პოლიტიკური აზრისაგან, მათი მზადყოფნისაგან მხარი დაუჭირონ ჩვენს მოქმედებებს.
დასაწყისიდანვე დიდი სამუშაო გასწია წინააღმდეგობის შემწეთა ორგანიზაციამ. იგი აშენებდა და პატრონობას უწევდა სკოლებსა და მადრასებს, ამბულატორიებსა და საავადმყოფოებს, ეხმარებოდა ომში დაღუპულ მარტვილთა და დახეიბრებულების ოჯახებს.
დღეს დგას საკითხი - შევინარჩუნოთ თუ არა ჩვენ ეს ორგანიზაცია? და როგორც წარსულში დამდგარ ასეთ საკითხებზე მე გავეცი დადებითი პასუხი, ამჯერადაც იგივეს ვიტყვი, რმ რასაკვირველია ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ, სწორედ ესაა ჩვენი წინააღმდეგობის არსის ერთ-ერთი მნიშნვნელოვანი ნაწილი და არა მხოლოდ შეიარაღებული ბრძოლა. სანამ არსებობს ლიბანის წინააღმდეგობის მოძრაობა, მანამ იარსებებს ეს ორგანიზაციაც! ასევე ეს შეეხება ფინანსურ საკითხთა საბჭოსაც. რადგან საჭიროა როგორც ფინანსური რესურსების განაწილება, ასევე სოციალური პროექტები.
აქვე მადოლბას მოვახსენებ ჰაჯ ჰუსაინ შამს, ამ ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარესა და მის ყველა თანამშრომელს ჩვენს ძმებსა და დებს, რომელთა ბრძოლა და თავგანწირვა გამარჯვებით დაგვირგვინდება, ისევე როგორც გამარჯვებით დაგვირგვინდება ბრძოლა ყველა ოკუპანტის წინააღმდეგ.
ამჯერად შევეხოთ მეორე საკითხს:
რამდენიმე თვის წინ ისრაელის მაღალჩინოსნებმა მრავალჯერ გააჟღერეს მუქარა ლიბანის მისამართით. ზოგი დაიმუქრა საიდ 'ლ-შუჰადას კომპლექსის (ჰეზბოლას შტაბ-ბინა) დანგრევით, ზოგი - დაჰიათ ალ-ჯანუბიას (სამხრეთ ბეირუთი) განადგურებით, ზოგი - ბეირუთის მიწისაგან პირისა აღგვით, ზოგი შეგვპირდა, რომ ბოლოს მოგვიღებს დღეების განმავლობაში, ზოგიც - საათების განმავლობაში შეგვპირდა იგივეს. მაგრამ ეს ყოველივე ჩაცხრა 21 საფარს (6 თებერვალი), მარტვილთა მოხსენიების დღის შემდეგ. ათიოდ დღეში ჯერ შიმონ პერესმა, შემდეგ მიყოლებით ეჰუდ ბარაქმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და გაბი აშქენაზიმ განაცხადეს რომ ლიბანთან ხელი არა აქვთ. რატომ? მათ დაინახეს, რომ ჩვენ ისევ მზად ვართ დავუპირისპირდეთ მათ და დავიცვათ ჩვენი სახლები, სოფლები, ქალაქები და ქვეყანა.
ამ ბოლო ხანებში ისევ გვესმის იგივე მუქარები - ზოგი ღიად და ზოგიც - ფარულად. ამჯერად მათ ხელზე დაიხვიეს, თითქოს ჩვენ ლიბანში განვათავსეთ სირიული ბალისტიკური რაკეტები, რითაც მთელი ისრაელი ჩვენი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება და ისინი აგრძელებენ მუქარას ჩვენდამი. მე ისევ გავუმეორებ მათ ჩემს სიტყვას და ვიტყვი - ჩვენ ისევ მზად ვართ მოვლენათა ნებისმიერი გზით განვითარებისათვის, და თუ თქვენ მოხვალთ ჩვენს სახლებში, სოფლებში, ქალაქებში და ქვეყანაში, ჩვენ ვიბრძოლებთ მათ დასაცავად მანამ, სანამ ძარღვში გვიდგას სისხლი, გული მას ამოძრავებს და სიცოცხლის ნიშანწყალი გვექნება. არავის ეგონოს რომ წინააღმდეგობის მოძრაობა მიატოვებს ჩვენს ერთ გოჯ მიწასაც კი!
ამჯერად კი მათდამი მიართულ სიტყვას ვუმატებ შემდეგ კითხვას - რა საბუთი და დასტური გაქვთ იმაზე, რომ ჩვენ ვინმემ გადმოგვცა ეს რაკეტები? არც ერთ იმთგანს, ვინც ჩვენ ბრალი დაგვდო არ წარმოუდგენია არავითარი საბუთი და დასტური, გარდა ცარიელი სიტყვებისა.
მე პასუხად იმას ვიტყვი, რომ ეს რაკეტები ნემსისოდენა არ არის, რომ ჯიბით გადმოვიტანოთ და მას აუცილებლად დააფიქსირებდნენ სიონისტური უპილოტო მფრინავი მოწყობილობები, რომლებიც ასე ხშირად არღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს და რამდენიმე ჩამოვაგდეთ კიდეც. სირიამ უარჰყო ყოველგვარი ასეთი გარიგება. ისინი ამბობენ - სირიამ გადასცა ჰეზბოლას რაკეტები. თუკი გადასცა, მაშინ რამდენი? ერთი? ორი? ხუთი? ათი? ორმოცდაათი? მაგრამ ციფრს ისინი არ ასახელებენ, რადგან არანაირი საბუთი არა აქვთ. ისრაელი ამჯერადაც ცდილობს მოირგოს წამებულისა და ჩაგრულის როლი.
გეითსმა, ამერიკის სამხედრო მინისტრმა განაცხადა რომ ჰეზბოლას სარაკეტო არსენალი აღემატება ნებისმიერი ქვეყნის სარაკეტო არსენალს. მე ვუპასუხებ გეითსს, რომ შენ ეს ინფორმაცია მიიღე ეჰუდ ბარაქისაგან, პერსონისაგან რომელიც არის იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლის არმიის შეიარაღებაში არის ისეთი იარაღი, რომელიც მიჩნეულია მასობრივი განადგურების იარაღად, დაგმობილი და აკრძალულია მსოფლიოს მიერ. ვინმეს მახლობელ აღმოსავლეთში რომ ჰქონდეს იგივე იარაღი, მას ბევრჯერ დაგმობდნენ და დამნაშავედ შერაცხავდნენ! ჩვენ გაგვაჩნია ყველა იარაღი, რაც საჭიროა და გამოვიყენებთ მას მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დაცვისათვის.
ეს მასლა'ათები ასეთ რაკეტებზე მიმართულია იაფის (თელ-ავივი) და ბირ ალ-საბას (ბერშება) მოსახლეობის შესაშინებლად. მე ვეტყვი ამ ხალხს - ჩვენი მიზანი არ არის მშვიდობანი მოსახლეობის ხოცვა და სახლების დანგრევა!
ჩვენ 2000 წლიდან 2006 წლამდე გვქონდა რამდენიე შეტაკება შაბაას სავარგულებზე. მაგრამ მაშინ ომი არ დაწყებულა, რადგან ეს არ მოითხოვა დიდმა პოლიტიკამ. როდესაც დიდმა პოლიტიკურმა სქემამ ეს მოითხოვა, ომიც დაიწყო. ამჯერდაც ასეა და ომის საფუძველი გახდება არა ვინმეს მოქმედებები, რაკეტები და ა.შ. - არამედ დიდი პოლიტიკური სქეამ, რაც მიმართულია შიდა პრობლემებზე მიმართული ყურადღების გასაფანტად და გადასატანად თითქოსდა საგარეო საფრთხეზე.
ყოველ ომს წინ უძღოდა ისრაელის მხრიდან მუქარების არარსებობა, რადგან ისინი შიდა პრობლემებზე იყვნენ გადართული და ჩვენთვის არ ეცალათ. ამჯერადაც ასე იქნება და მე ვურჩევ მოსახლეობას, არ აჰყვნენ ამ მუქარებსა და პროვოკაციებს, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარებას მშვიდ გარემოში. * * * მონარქი
QUOTE | რას გვიშვები სეიდ ჰასან ნასრულას ტარგმანის გარეშე გვტოვებ? |
აბა სადა ხარ ბიჯო ორსაათნახევარი ვთარგმნიდი და ტყუილად მათარგმნინე?  ვიფიქრე ერთ კაცს მაინც დააინტერესა თქო
|