სარეაბილიტაციო სამუშაოები - ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული სამუშაოების ერთობლიობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
ა) განმარტებითი ბარათი (პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება);
ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1000 ან 1:2000);
გ) საპროექტო ობიექტისა და მისი საერთო ხედების ამსახველი ფოტომასალა, საპროექტო ნაწილის განშლა მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, დაზიანების არსებობის შემთხვევაში, ლოკალური დაზიანების ამსახველი ფოტომასალა, საარქივო ფოტომასალა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ფოტომონტაჟი;
დ) ძეგლის ანაზომები (კროკები, გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:100, 1:50));
ე) სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალის ჩამონათვალი);
ვ) კვლევითი სამუშაოებისას, არქეოლოგიური კვლევის ჩატარების შემთხვევაში-არქეოლოგიური კვლევის შედეგები (საკვლევი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა, არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ძეგლების განლაგების სქემა და ანაზომი, შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის მიერ ხელმოწერით, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:25, 1:20), ტექსტური აღწერილობა, არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში);
ზ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები და რეკომენდაციები);
მცირე სამუშაოები
განმარტება: ფასადის სამღებრო სამუშაოები; აბრების და შუქფარების განთავსება; საინჟინრო კომუნიკაციების, სახურავის საფარისა და სარინელების შეკეთება, გამოცვლა, დამონტაჟება მზიდი კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების გარეშე; ცალკეული არქიტექტურული დეტალების, მათ შორის: ღიობების, კიბეების, აივნების, დეკორატიული ელემენტების სახეცვლილება, ინტერიერში ჩასატარებელი სარესტავრაციო, სამღებრო ან სარემონტო სამუშაოები.
დემონტაჟი
განმარტება: უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია რეკონსრუქციის ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები, ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.
http://architect.tbilisi.gov.ge/ This post has been edited by CityDesign on 16 Jun 2010, 13:13