აგერ ერთ-ერთი ნიჭიერი სასწორის ლექსიც

კაი ვინმეა ))
მოგენატრებით? ადექით და გამომიგონეთ
და მაპატიეთ, ვინმეს ხათრით. დღეს ირონია.
ფეხზე მკიდია ძაღლის თავი თუ ვერ იპოვეთ,
მე საკუთარი (დამიჯერეთ) ვერ მიპოვნია.
ოცდამეერთე მარტია და წელია მხოლოდ,
ღამემ სიწყნარე მოიპარა და ძელზე გასვა.
კეთილს ჯახირი მოსწყინდა და
ვერ სძლია ბოროტს,
მე კი ორივე მომბეზრდა და ვაპირებ წასვლას,
ადრეც ვფიქრობდი. გავრბივარ და ჩემი მე მომდევს,
ახლა ჩამომრჩა, საღამომდე ვეღარ მომისწრებს.
ანგელოზები მიწონიან მადლებს და ცოდვებს,
რომლებიც ახლა ჩამოჰგვანან კრედიტ-ოფიცრებს.
და აღარ მინდა, აღარ მინდა საშინლად მოცდა,
ჯანდაბას მადლი, გადაწონის ალბათ ცოდვები.
- და ამ საღამოს რას აკეთებთ ბატონო კოსტა?
- ხო, ამ საღამოს? ამ საღამოს ალბათ მოვკვდები.