გილოცავ

ყიდვის მერე უნდა შეამოწმო და საჭიროების შემთხვევაში შეცვალო:
1. ჰაერის ფილტრი - პრემიუმ აუტო პარტსი;
2. წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდები - კაცმა არ იცის რა ნაგავი დგას ზედ, თუ რამე NONAME-ია უნდა დააყენო ტექსტარი - პრემიუმ აუტო პარტსი.
3. კონდიციონერის ფილტრი - პრემიუმ აუტო პარტსი;
4. ფრეონის დონე სისტემაში - სერგო ორთაჭალაში, მოსკვიჩების საგარანტიოში;
5. სავალი ნაწილი - ნოდარა, ტელევიზიასა და ვისოლს შორის დილის 9-დან 10 საათამდე;
ასევე უნდა გაიწმინდოს თავისუფალი სვლის რეგულატორი და დროსელი (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
თუ დანამდვილებით არ ვიცით როდის შეიცვალა და რით აუცილებლად უნდა შეიცვალოს:
1. ანთების სანთლები, იგივე სვეჩები - NGK - პრემიუმ აუტო პარტსი;
2. ზეთი და ზეთის ფილტრი - გემოვნებაზე არ დაობენ

;
3. ბენზინის ფილტრი - პრემიუმ აუტო პარტსი;
ყოველივე ამის შემდეგ შეგვიძლია ვისიამოვნოთ მანქანით და გაუმართაობის შემთხვევაში ადვილად დავადგინოთ რისი გამოწვეულია გაუმართაობა.
აღწერილი სიმპტომები გავს:
ვაკუუმის შლანგის სიმრთელის დარღვევას.
შეგვატყობინე საბოლოოდ რისი ბრალი იყო ეს ყველაფერი