Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(120)
« პირველი
...
92
93
[94]
95
96
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რეინკარნაცია
, რას ფიქრობთ?!
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54229445
· 15 Feb 2019, 21:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
KhAtiaAa
QUOTE
რეგრესიულ ჰიპნოზზე, თუ გსმენიათ ან თუ აღიარებთ?
არანაირი ჰიპნოზი არაა კარგი ვინაიდან ადამიანის ნებას ასუსტებს…
QUOTE
ან როგორ გგონიათ, ადამიანი მხოლოდ დედამიწაზე რეინკარნირდება?
სხვა მზის სისტემაშიც შეიძლება ადამიანის ინკარნაცია, არიან ადამიანები რომლებიც ჩვენს დედამიწაზე პირველად არიან მოსულნი
ანუ სხვა პლანეტიდან, ვინაიდან სულიერი სამყარო აერთიანებს მთელ კოსმოსს და მოიცავს თავის თავში, ამიტომაც შესაძლებელია ეს…
QUOTE
არ შეიძლება რომ იყოს სხვადასხვა განზომილებები და სხვადასხვა ცივილიზაციები?
კი სხვადასხვა ცივილიზაციები არსებობს, განზომილებებში კი რას გულისხმობ? ალბათ იმ შრეებს გულისხმობ რომლებიც ზენა სამყაროებს
ეკუთვნის… მაგ. ასტრალური სამყარო და თუნდაც სულიერი სამყარო სადაც ადამიანის სული მარადიულ სამყოფელს ღებულობს და იქედან
ხდება შემდეგ მოსვლა ეს იქნება დედამიწაზე თუ სხვა ცივილიზაციის მქონე პლანეტაზე…
~Annabelle°Haunting~
QUOTE
რამდენად რეალურია არსებობდეს მეხსიერება რაიმე ფორმით, ფიზიკური სხეულის გარეშე?
ადამიანის სულს აქვს მეხსიერება გარკვეული უნარების სახით.. უნარი რა არის განვმარტავ უცბად: მაგალითად ადამიანი როცა სწავლობს
წერას, ხოდა შემდგომ როცა წერს ის ავტომატურად წერს და არ საჭიროებს ყველა იმ პროცესის გახსენება რომ რაიმე დაწეროს ანუ უნარში
გადაიზარდა მისი მეხსიერება… საერთოდ მიწიერი დღის ცნობიერებით რომ გაიაზროს ადამიანმა თავისი წინა ინკარნაციები ამისათვის
საჭიროა ხილვის უნარი და შემდგომ იმ ხილვითი მონაცემების გადმოთარგმნაა საჭირო მიწიერ ლოგიკურ აზროვნებაზე… ანუ სულიერი
გადმოცემები სიმბოლოებით აქვს ადამიანს და მისი გადმოთარგმნის სწავლაა საჭირო ანუ ხელთდასხმის მიღწევისას ის ამასაც სწავლობს.
--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა.
yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt.
© Artist
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 289
წევრი No.: 245202
რეგისტრ.: 4-September 18
#54229748
· 15 Feb 2019, 22:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
დიდი მადლობა პასუხისთვის.
QUOTE
სხვა მზის სისტემაშიც შეიძლება ადამიანის ინკარნაცია
ძალიან კარგია ასე თუა, იმედია, დედამიწაზე აღარ მომიწევს ხელახლა დაბადება, სადმე, სხვა, ჰუმანურ ცივილიზაციაში გავჩნდებოდი,
მაგრამ, ალბათ, ჩვენზე არაა დამოკიდებული სად გავჩნდებით, წესით, ჩვენი განვითარების დონის მიხედვით უნდა ვჩნდებოდეთ სხვადასხვა ცივილიზაციებში.
QUOTE
კი სხვადასხვა ცივილიზაციები არსებობ
ლოგიკურად, დაუჯერებელიც კია, რომ ამხელა სამყაროში, მხოლოდ ადამიანები ვიყოთ სულიერი არსებები, თან, განვითარების მხრივაც, დიდად ვერ ვბრწყინავთ, იმდენად ბევრი ბოროტება ხდება.
QUOTE
განზომილებებში კი რას გულისხმობ?
არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, მაგრამ ადრე წავიკითხე სადღაც, რომ დედამიწა იმყოფება მე-3 განზომილებაში, მე-5 განზომილებაში გადასასვლელად კი ადამიანების სულიერი გამოღვიძებაა საჭირო.
* * *
~Annabelle°Haunting~
QUOTE
რამდენად რეალურია არსებობდეს მეხსიერება რაიმე ფორმით, ფიზიკური სხეულის გარეშე?
არ მგონია, ფიზიკურ სხეულს რაიმე დიდი დატვირთვა ჰქონდეს, სხეული არის, ასე ვთქვათ, სულის დროებითი სახლი, ანუ, სულია მარადიული და არა სხეული. საერთოდ რეინკარნაიის თეორიას თუ დავუჯერებთ, სულის განსხეულების შემდეგ,ადამიანს აღარ ახსოვს თავისი წარსული, მაგრამ ყველაფერი ქვეცნობიერშია დაფლული., ამ ყველაფერზე, თუ რატომ აღარ ახსოვს ადამიანს დაბადებისას წარსული, ჩემს აზრს დავწერ, შეიძლება სისულელე იყოს მაგრამ მაინც.
აი, მაგ: როდესაც ადამიანი იბადება, ის გადის განვითარების დონეებს, სად ჩვილის შეგნება და სად ზრდასრულის, არა? მაგრამ სული ჩვილსაც იგივე აქვს ზრდასრულის მსგავსად, ანუ, როგორც ჩანს, სულს სჭირდება ტვინი რომ განვითარდეს, ტვინის განვითარებას კი დრო უნდა, ანუ, ალბათ, ტვინის თავისებურებები განაპირობებს, რომ არ გვახსოვს წარსული. მოკლედ, ბევრი რომ არ მივედ-მოვედო, როგორც ჩანს, ასეა დადგენილი, რომ ადამიანს არ უნდა ახსოვდეს წინა ცხოვრება, ჩემი აზრით, ალბათ, ეს იმიტომ, რომ თავის თავზე გამოსცადოს ის რაც, მაგ: სხვას დაუშავა, რის საფუძველზეც, წესით, უნდა მიხვდეს, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს და თუ ვერ გაიარა გაკვეთილები, ალბათ, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჭკუას არ ისწავლის.
This post has been edited by
KhAtiaAa
on 15 Feb 2019, 23:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
POKERISBLUFF
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
POKERISBLUFF
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15183
წევრი No.: 184706
რეგისტრ.: 12-April 14
#54230060
· 15 Feb 2019, 23:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
KhAtiaAa
ადამიანის ფანტაზიას მილიონობით თეორიის შექმნა შეუძლია... თითოეულ მათგანს ეყოლება მიმდევარი
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რომელიმე იქნება "ჭეშმარიტი"
რასაც ვხედავ - იმის მჯერა (პასუხი თქვენს შეკითხვაზე)
This post has been edited by
POKERISBLUFF
on 15 Feb 2019, 23:58
--------------------
To Avoid Criticism, Say Nothing, Do Nothing, Be Nothing
pokerforum.ge ქართული პოკერის ფორუმი
¯\_(ツ)_/¯
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 289
წევრი No.: 245202
რეგისტრ.: 4-September 18
#54230078
· 15 Feb 2019, 23:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
POKERISBLUFF
შეუიარაღებელი თვალით პლანეტები გინახავთ?რომ არ მოეგონებინათ სხვადასხვა დანადგარები, ჩვენთვის მათი არსებობა ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა? ანუ, რადგან ვერ ხედავდა ადრე ყველა მათ, ესე იგი არ არსებობდნენ?
This post has been edited by
KhAtiaAa
on 16 Feb 2019, 00:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
POKERISBLUFF
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
POKERISBLUFF
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15183
წევრი No.: 184706
რეგისტრ.: 12-April 14
#54230110
· 16 Feb 2019, 00:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(KhAtiaAa @ 16 Feb 2019, 00:57 )
POKERISBLUFF
შეუიარაღებელი თვალით პლანეტები გინახავთ?რომ არ მოეგონებინათ სხვადასხვა დანადგარები, ჩვენთვის ეს ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა?
უფრო მყარი კონტრ-არგუმენტის მსგავსი შეკითხვების დასმაც შეიძლებოდა...
რაც მაგალითად არტისტს ვფიქრობ უკეთ გამოუვიდოდა
მთავარი არ არის რას როგორ შეფუთავ, მთავარია ფაქტობრივად რას როგორ დაამტკიცებ პრაქტიკაში
რომელიმე მეცნიერი იცით რომელმაც დაამტკიცა რომ რეინკარნაციის თეორია ჭეშმარიტია?!
ნებისმიერ ჭკვიან ადამიანს შეუძლია ნებისმიერი თეორიის შექმნა,რაც გათვლილი იქნება კონკრეტულ მასაზე რომელიც დაიჯერებს
ყველა სხვადასხვანაირად ვუყურებთ ყველაფერს
და ამიტომაც არის საინტერესო ჯერ კიდევ რაღაცეები
მაგრამ,მოდი მე გკითხავთ
რატომ უნდა მჯეროდეს რეინკარნაციის თეორიის?! 3 მიზეზი მაინც ჩამომითვალეთ რომელსაც გაამყარებთ რამე არგუმენტით
This post has been edited by
POKERISBLUFF
on 16 Feb 2019, 00:11
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 289
წევრი No.: 245202
რეგისტრ.: 4-September 18
#54230193
· 16 Feb 2019, 00:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
POKERISBLUFF
QUOTE
უფრო მყარი კონტრ-არგუმენტის მსგავსი შეკითხვების დასმაც შეიძლებოდა..
ვფიქრობ, საკმაოდ სწორი არგუმენტი მოვიყვანე.
უკაცრავად, მაგრამ სადმე აღვნიშნე, რომ 100%-ით ვეთანხმები რეინკარნაციის თეორიას? კარგად გადახედეთ ჩემს დაწერილს.
QUOTE
მე ასე ვიტყოდი, ყველალაფერი, რაც ჩვენ სამყაროს შესახებ გვგონია, არის ვარაუდი, 100%-ით, ვერ დავამტკიცებთ ყველაფერს, მაგრამ ფაქტების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება, რომ რომელიმე ვარაუდი უფრო სარწმუნო გახდეს.
QUOTE
რატომ უნდა მჯეროდეს რეინკარნაციის თეორიის?! 3 მიზეზი მაინც ჩამომითვალეთ რომელსაც გაამყარებთ რამე არგუმენტით
ნუ გჯერათ, ვინმემ გიბრძანათ გინდათ თუ არა დაიჯერეთო? რას დაიჯერებთ ეგ თქვენი ნებაა. 3 ვერა,(იმიტომ, რომ ბოლომდე არ ვარ ჯერ-ჯერობით ჩახედული ამ სფეროში) მაგრამ 2 მიზეზი მოგიყვანეთ.
აი, აგერ:
QUOTE
მეორე ვარაუდია, რომ სული არსებობს და რომ ის მარადიულია და მუდმივად გარდასახვას განიცდის, იმისათვის, რომ ჩვენ ეს ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ, ამისათვის, გვჭირდება ფაქტები, ხომ? ამ შემთხვევაში, ფაქტები არის, თანაც ბევრი, მაგ: ხშირია, როდესაც ადამიანი, კომის მდგომარეობაში, სხეულს გარეთ იმყოფება, ბევრ ადამიანს უთქვამს, მათ შორის ერთ-ერთ ცნობილ ქართველსაც, ერთ-ერთ გადაცემაში, რომ, როდესაც კომაში იყო, ზევიდან დაჰყურებდა ხალხს, ექიმებს, ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ კი, ყველაფერი სრული სიზუსტით ახსოვდა, ვინ სტუმრობდა, თუ როგორ გადააფრინეს უცხოეთში, ხალხი გაკვირვებულები იყოო, ყველაფერი რომ სრული სიზუსტით გავიხსენე და მოვუყევიო (რო რამე შემიძლია მოვძებნო ეგ გადაცემა, სახელი არ ვიცი მაგ კაცის, არც ისე ცნობილია)
ასევე, არსებობს, რეგრესიული ჰიპნოზი, რაც სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივი ჰიპნოზისგან, ანუ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანით მანიპულირებასთან, პირიქით, სულ სხვა რამაა, ამ დროს, ადამიანები, მხოლოდ თავიანთი ნებით, იხსენებენ, თავიანთ ქვეცნობიერში დალექილ ინფორმაციებს, წინა ინკარნაციებიდან, სრული სიცხადით და იგებენ თუ რატომ ხდება ესა თუ ის უარყოფითი მოვლენა მათ ცხოვრებაში და შემდეგ, თავისუფლდებიან ამისგან.
This post has been edited by
KhAtiaAa
on 16 Feb 2019, 00:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
senki
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
senki
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 31
წევრი No.: 248620
რეგისტრ.: 11-February 19
#54230319
· 16 Feb 2019, 00:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
KhAtiaAa
QUOTE
მეცნიერები ვინ გგონიათ?
QUOTE
ტვინიც უხილავია ადამიანებისთვის, რადგან თავის ქალითაა დაფარული, დღეს ბიოლოგია და მედიცინა რომ არ იყოს განვითარებული, ჩვენ ხომ არ გვეცოდინებოდა ტვინისა და სხვა ორგნანოების არსებობის შესახებ?
შენივე პოსტშია პასუხი თუ კარგად დაუკვირდებით. მეცნიერების დამსახურებაა რაც ვიცით საერთოდ ადამიანზე, მის წარმოშობაზე და საერთოდ სამყაროზე.
QUOTE
რანაირად უნდა გაიგონ ის, რასაც ჩვენი ამჟამინდელი ცნობიერება ვერ წვდება?
მეცნიერება მუდამ ახალგაზრდაა. მუდმივად ვითარდება და ახალ ახალ აღმოჩენებს აკეთებს.
დღეს არ იციან ეგ არ ნიშნავს რო მომავალშიც არ ეცოდინებათ. უმრავი რამე არ იცოდა და ვერ ხსნიდა მაგრამ გავიდა დრო და ამოხსნეს.
ამას კი კარგად იყენებდნენ "ბნელეთის" და გაურკვეველი მიმდინარეობის მსახურები და მანიპულირებდნენ ადამიანებზე - "ხედავთ ხალხო მეცნიერება ვერ ხსნის, ესეიგი ეს ზებუნებრივისგანაა? ახსნან თუ მაგრები არიან? ა, ვერაა?" გავიდა და ბევრ რამეს ახადა მეცნიერებამ ფარდა და დატოვა ჩალა გამოვლებულები. მაგრა ენას ძვალი არ აქვსო გეცოდინება ეგ ფრაზა. იმით "აპრავებდნენ" რო ეგრე სურდა ღმერთსო ამბობდნენ
QUOTE
მტკიცებულება არსებობს იმის, რომ სული არ არსებობს?
არ არსებობის დამტკიცება რას ნიშნავს? არსებობს იმის მტკიცებულება რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს? როგორ უნდა დაამტკიცო თოვლის ბაბუის არ არსებობა?
თა ლოგიკის კანონის თანახმად მტკიცებულება არის იმის ტვირთი ვინც რაღაცაზე ამბობს რო არსებობს. თვითონ უნდა ამტკიცოს და არა მე ვამტკიცო რო არ არსებობს.
QUOTE
მეორე ვარაუდია, რომ სული არსებობს და რომ ის მარადიულია და მუდმივად გარდასახვას განიცდის, იმისათვის, რომ ჩვენ ეს ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ, ამისათვის, გვჭირდება ფაქტები, ხომ? ამ შემთხვევაში, ფაქტები არის, თანაც ბევრი, მაგ: ხშირია, როდესაც ადამიანი, კომის მდგომარეობაში, სხეულს გარეთ იმყოფება, ბევრ ადამიანს უთქვამს, მათ შორის ერთ-ერთ ცნობილ ქართველსაც, ერთ-ერთ გადაცემაში, რომ, როდესაც კომაში იყო, ზევიდან დაჰყურებდა ხალხს, ექიმებს,
ეს არის საერთოდ არასწორი მიდგომა არამეცნიერულია. ჯერ იმის გათვალისწინებით რომ ტვინი არის ისეთი ორგანო რომელსაც შეუძლია დაგანახოს ისეთი რამ არც არ არსებობს, შეგაგრძნობინოს ისეთ რაღაც რაც ასევე არ არსებობს. გამოიწვიოს ჰალუცინაცია და ათასი სახის წარმოსახვითი ილუზია. პლიუს ამას დაუმატე ის რომ ჯერ კიდევ ყველაზე საინტერესო და ბოლომდე ამოუცნობ მასალად რჩება. ალბათ სულის არსებობამდე ოდესღაც ასეთი მიდგომით მივიდა "ველური". რომ ის ხედავდა საკუთარ თავს სიზმარში (ცხადია არ იცოდა სიზმარი რა იყო) ხედავდა თავს გამოსახულების სახით წყალში, ხედავდა ჩრდილს და ა.შ და გაუჩნდა იმის ფიქრი რომ მის გარდა არსებობს ვიღაც სხვა. ეს არის ძირშივე არასწორი და არამეცნიერული მიდგომა რომელსაც ჩვენი წინაპრები მიყავდა არასწორი შემეცნებისკენ. ყოველგვარი ასეთი რწმენის უკან უვიცობა და სიბნელეა.
რაც შეეხება შენს მოყვანილ სულის არსებობის "ფაქტს" რომ სული ზევიდან დაყურებს საკუთარ სხეულს მეცნიერება შემდეგნაირად ხსნის:
OBE - out-of-body experience სხეულგარეთა შეგრძნება. რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება ილუზორული განცდა რომ აღიქვამს სამყაროს და მის წინაშე მიმდინარე მოვლენებს საკუთარ სხეულს გარედან.
https://en.wikipedia.org/wiki/Out-of-body_experience
* * *
ისტორიიდან მოვიყვან ერთ ფაქტს იმის შესახებ თუ როგორ ცდილობდნენ ესარგებლათ იმით რომ მეცნიერება რაღაც მოვლენას ახსნას ვერ უძებნიდა და გამოეცხადებინათ ეს მოვლენა ზებუნიბრივად: მაგალითად, ადრე ფიზიკაში შემჩნეული იყო შემდეგი სახის მოვლენა. კერძოდ, ატომური ბირთვის რადიოაქტიური გარდაქმნისას გამოიყოფოდა ბეტა ენერგია, მაგრამ ფიზიკოსებმა დიდხანს ვერ "მიაგნეს", თუ სად "მიდიოდა" იგი. ენერგიის მუდმივობისა და შენახვის კანონს "დარღვევის" საშიშროება ელოდა. სანამ მეცნიერები ამ საკითხზე მუშაობდნენ, სხვადასხვა რელიგიურმა ლიდერებმა ეს მოვლენა ღმერთის არსებობის "დასასაბუთებლად" გამოიყენეს. მათი მსჯელობის თანახმად იმ ენერგიის ასანაზღაურებლად, რომელიც თითქოს უგზო-უკვლოდ იკარგება, საჭირო იყო ახალი ენერგიის შექმნა და ასეთი ენერგიის შემქმნელი კი ღმერთია. მაგრამ სანამ ისინი ამ "ახალ თეორიას" აყალიბებდნენ, ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ახალი "ელემენტარული" ნაწილაკი - ნეიტრონი, და დაამტკიცეს, რომ ნეიტრონს მიაქვს ენერგიის ის ნაწილი, რომელიც თავდაპირველი მონაცემებით უგზო-უკვლოდ "იკარგებოდა"
"God was always invented to explain mystery. God is always invented to explain those things that you do not understand. Now, when you finally discover how something works, you get some laws which you're taking away from God; you don't need him anymore. But you need him for the other mysteries. So therefore you leave him to create the universe because we haven't figured that out yet; you need him for understanding those things which you don't believe the laws will explain, such as consciousness, or why you only live to a certain length of time — life and death — stuff like that".
ასეა ეს და ყოველთვის ასე იყო. რაც არ ესმოდა ადამიანს ყოველთვის ღმერთის/ზებუნებრივის ცნება შემოქონდა და ასე ცდილობდა აეხსნა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 289
წევრი No.: 245202
რეგისტრ.: 4-September 18
#54231231
· 16 Feb 2019, 12:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
senki
კიდევ ერთ მტკიცებულებად იქეცით იმის, რომ ადამიანი, ხშირად, იმას იგებს, რისი გაგებაც უნდა.
QUOTE
შენივე პოსტშია პასუხი თუ კარგად დაუკვირდებით. მეცნიერების დამსახურებაა რაც ვიცით საერთოდ ადამიანზე, მის წარმოშობაზე და საერთოდ სამყაროზე.
აი, აგერ მაგალითიც, დიახ, მეცნიერების დამსახურებაა ის, რომ დედამიწაზე, ბევრი რამ გვაქვს შესწავლილი და შეძლებისდაგვარად, მის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ, მე ვთქვი, რომ სამყარო არ გვაქვს ბოლომდე შესწავლილი - ამჟამინდელი ცნობიერებით მეთქი, ვინაიდან ვახსენე სიტყვა - ამჟამინდელი, ანუ, არ მითქვამს, რომ მომავალში შეუძლებელია ამეების გაგება. უბრალოდ, მე იმას ვემხრობი, რომ რაც ბოლომდე დაზუსტებით არ ვიცით, არ ვამტკიცოთ და უბრალოდ, ვარაუდებად ვაღიაროთ. აი, ეგ აფეთქების თეორიაც არის ვარაუდი, ის, რომ არარსებობაში რაღაც აფეთქდა, კომაზე არანაკლებ ფანტაზიად შეიძლება ჩაითვალოს. მე ჩემს დაწერილ პოსტში, არსად არ მიხსენებია დარწმუნებული ვარ მეთქი, არამედ მხოლოდ ვვარაუდობ მეთქი. დავიჯერო, ასე აბდაუბდად მიწერია, რომ ვერ გაიგეთ?
QUOTE
არ არსებობის დამტკიცება რას ნიშნავს? არსებობს იმის მტკიცებულება რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს? როგორ უნდა დაამტკიცო თოვლის ბაბუის არ არსებობა?
ამაზეც მიწერია წინა გვერდზე პასუხი, რომ ვინაიდან მტკიცებულებები არ არსებობს, ესე იგი ვარაუდია მეთქი, შესაბამისად, თოვლის ბაბუის არსებობაც ვარაუდია.
საინტერესოა, თქვენ როგორ მიხვედით იმ აზრამდე, რომ სული არ არსებობს,( დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობთ, შეწინააღმდეგების სტილიდან გამომდინარე) დავიჯერო რაიმე ზებუნებრივ ნიჭს ფლობთ? მგონია, იმის დაჯერებას ცდილობთ, რაც გაწყობთ. მე ასე ვიტყოდი, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, აი, სწორედ მაშინ წყვეტს შემეცნებას და განვითარებას, შესაბამისად, არ მგონია ღირდეს ჩვენი საუბრის გაგრძელება, რადგან თქვენ იმის დამტკიცებას ცდილობთ, რაც წმინდა წყლის ვარაუდია( რომ სული არ არსებობს)მე კიდევ, ვარაუდებს ვერ მივიღებ სრულ ჭეშმარიტებად, შესაბამისად, წყლის ნაყვა იქნება ამ თემაზე ჩვენი კამათის გაგრძელება, რადგან, ბოლოს, მაინც ჩვენს აზრზე დავრჩებით, თან, არ მიყვარს ჩემი აზრების ვინმეზე ზედმეტად თავსმოხვევა, ვისაც რა უნდა ის სწამდეს.
QUOTE
ეს არის საერთოდ არასწორი მიდგომა არამეცნიერულია. ჯერ იმის გათვალისწინებით რომ ტვინი არის ისეთი ორგანო რომელსაც შეუძლია დაგანახოს ისეთი რამ არც არ არსებობს, შეგაგრძნობინოს ისეთ რაღაც რაც ასევე არ არსებობს.
კიდევ არასწორად გაიგეთ ჩემი დაწერილი, ჯერ ერთი, არც ისეთი სულელი ვარ, რომ ვიღაცის მონაყოლს, რომ კომაში, რაღაც ფიგურები თუ ადამიანები ნახა, ბრმად დავუჯერო, ჩემი დაინტერესება იმან გამოიწვია, რომ ამ ადამიანმა, ვისზეც წინა გვერდზე ვისაუბრე, თქვა, რომ კომაში ყოფნის დროს, ყველაფერს ვხედავდი და მესმოდაო, აპარატზე შეერთებული გადამაფრინეს მოსკოვსშიო, როდესაც თვალი გავახილეო, რომ მკითხესო, თუ სად ვიყავიო, ვუპასუხე - მოსკოვშიო და ყველა გაკვირვებული დარჩაო. აი, ლინკი:
https://www.youtube.com/watch?v=7uvuP5uTqF4
22:22 - ზე გადაახვიეთ და მოუსმინეთ.
პ.ს. ტელევიზორს არ ვუყურებ, ნეგატივის ბუდეა ქართული ტელევიზია, უბრალოდ, ზოგჯერ უფროსები რომ უყურებენ, რაღაც მომენტებს იჭერს ხოლმე ჩემი ყური.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
senki
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
senki
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 31
წევრი No.: 248620
რეგისტრ.: 11-February 19
#54231237
· 16 Feb 2019, 12:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბოლოსკენ ისე გამოვიდა თითქოს ღმეთის არსებობა არ არსებობაზე მიდის საუბარი მაგრამ რო გადაიტანო სულზე და სხვა ამოუხსნელ მოვლენებზე პრინციპი იგივეა. ვერ ხსნი რაღაცას და შემოგაქვს ეგრევე ზებუნებრივის ცნება. ადამიანის ფსიქოლოგია ალბათ ასეა მოწყობილი სულ ზებუნებრივის ძიებაშია რაღაცის ამოსავსებად, დასაფარად..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 289
წევრი No.: 245202
რეგისტრ.: 4-September 18
#54231299
· 16 Feb 2019, 12:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(senki @ 16 Feb 2019, 12:06 )
ბოლოსკენ ისე გამოვიდა თითქოს ღმეთის არსებობა არ არსებობაზე მიდის საუბარი მაგრამ რო გადაიტანო სულზე და სხვა ამოუხსნელ მოვლენებზე პრინციპი იგივეა. ვერ ხსნი რაღაცას და შემოგაქვს ეგრევე ზებუნებრივის ცნება. ადამიანის ფსიქოლოგია ალბათ ასეა მოწყობილი სულ ზებუნებრივის ძიებაშია რაღაცის ამოსავსებად, დასაფარად..
ეგეც, რაც გიწერიათ, არის ჩვეულებრივი ვარაუდი, შეიძლება არსებობდეს ზებუნებრივი ძალები, ან შეიძლება არა. მე არ მომწონს, რომ დაჟინებით ამტკიცებთ, იმას, რისი ფაქტებიც არ არსებობს. თქვენ მხოლოდ თქვენი სუბიექტური აზრი გამოგყავთ ჭეშმარიტებად, რაც ან იქნება სწორი ან არა. კიდევ ერთხელ, მე არ ვამტკიცებ არაფერს, ვვარაუდობ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
senki
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
senki
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 31
წევრი No.: 248620
რეგისტრ.: 11-February 19
#54231318
· 16 Feb 2019, 12:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
KhAtiaAa
QUOTE
აი, აგერ მაგალითიც, დიახ, მეცნიერების დამსახურებაა ის, რომ დედამიწაზე, ბევრი რამ გვაქვს შესწავლილი და შეძლებისდაგვარად, მის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ, მე ვთქვი, რომ სამყარო არ გვაქვს ბოლომდე შესწავლილი - ამჟამინდელი ცნობიერებით მეთქი, ვინაიდან ვახსენე სიტყვა - ამჟამინდელი, ანუ, არ მითქვამს, რომ მომავალში შეუძლებელია ამეების გაგება. უბრალოდ, მე იმას ვემხრობი, რომ რაც ბოლომდე დაზუსტებით არ ვიცით, არ ვამტკიცოთ და უბრალოდ, ვარაუდებად ვაღიაროთ. აი, ეგ აფეთქების თეორიაც არის ვარაუდი, ის, რომ არარსებობაში რაღაც აფეთქდა, კომაზე არანაკლებ ფანტაზიად შეიძლება ჩაითვალოს. მე ჩემს დაწერილ პოსტში, არსად არ მიხსენებია დარწმუნებული ვარ მეთქი, არამედ მხოლოდ ვვარაუდობ მეთქი. დავიჯერო, ასე აბდაუბდად მიწერია, რომ ვერ გაიგეთ?
აფეთქების თეორიას აქვს ბევრად დამაჯერებელი მტიცებულებები ვიდრე კომას ან რეინკარნაციას. ყველაზე ლოგიკური და არგუმენტერიბული მოდელია თავისი მტკიცებულებებით. რომელიც არ ემყარება ვიღაცის ნაბოდვარ ისტორიებს გასაღებულს ფაქტებად და რეალობად.
QUOTE
რომ ვინაიდან მტკიცებულებები არ არსებობს, ესე იგი ვარაუდია მეთქი, შესაბამისად, თოვლის ბაბუის არსებობაც ვარაუდია.
საინტერესოა, თქვენ როგორ მიხვედით იმ აზრამდე, რომ სული არ არსებობს,
არ არსებობს ზევსის, ოდინის, ალადინის არ არსებობის მტკიცებულებებიც..
მე რატო უნდა მივიდე წინაპრის უვიციცობის და განუვითარებლობის შედეგად მისულ არ არსებული სულის არარსებობამდე?
ჩემთვის ეს არ არის სერიოზული. იმაზე მეტი მნიშვნელობა არ აქვს ვიდრე ალადინს ან ვიცლი პუცლის.
ჩვენ ის ვიცით რომ სული და ყველა სხვა ზებუნებრივის რწმენამდე ჩვენი წინაპარი მივიდა გარესამყაროს დამახინჯებული შეცნობის შედეგად. არ ესმოდა მოვლენები და ამას მოყვა სხვადასხვა ზებუნებრივი მოვლენების გამოგონება ღმერთები, სულები და ა.შ.
* * *
KhAtiaAa
QUOTE
ეგეც, რაც გიწერიათ, არის ჩვეულებრივი ვარაუდი, შეიძლება არსებობდეს ზებუნებრივი ძალები,
კი შეიძლება. შეიძლება დღვნაშვიც არსებობდეს. შეიძლება რომელიმე პლანეტაზე არიან ვირები რომლებიც მსჯელობენ მეტაფიზიკაზე.
This post has been edited by
senki
on 16 Feb 2019, 12:31
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 289
წევრი No.: 245202
რეგისტრ.: 4-September 18
#54231369
· 16 Feb 2019, 12:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
senki
QUOTE
აფეთქების თეორიას აქვს ბევრად დამაჯერებელი მტიცებულებები ვიდრე კომას ან რეინკარნაციას. ყველაზე ლოგიკური და არგუმენტერიბული მოდელია თავისი მტკიცებულებებით. რომელიც არ ემყარება ვიღაცის ნაბოდვარ ისტორიებს გასაღებულს ფაქტებად და რეალობად.
კარგით, იყოს, ბევრად უფრო დამაჯერებელი აფეთქების თეორია, მაგრამ, ბოლოს, მაინც ვარაუდი რომ გამოდის, იმას რას უშვებით? მეცნიერებიც ვერ ადასტურებენ ბოლომდე.
QUOTE
ჩვენ ის ვიცით რომ სული და ყველა სხვა ზებუნებრივის რწმენამდე ჩვენი წინაპარი მივიდა გარესამყაროს დამახინჯებული შეცნობის შედეგად. არ ესმოდა მოვლენები და ამას მოყვა სხვადასხვა ზებუნებრივი მოვლენების გამოგონება ღმერთები, სულები და ა.შ.
კი, ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ მიდრეკილება იმისკენ, რომ გამოეგონათ ღმერთები, შეეთხზათ ლეგენდები, რაც ადამიანის გონების თავისებურებებმა გამოიწვია, რომ ადამიანს აქვს ფანტაზია, შეუძლია აზროვნება, შესაბამისად, ალბათ, ერთ დღესაც, მივიდნენ ადამიანები იმ აზრამდე, რომ ეს ყველაფერი თავისით ვერ შეიქმნებოდა. ის, რომ ადამიანები ოდითგანვე ფანტაზიორობდნენ, ეს ვერ იქნება იმის 100%-იანი გარანტია, რომ მაგ: დედამიწის ფარგლებს გარეთ, სიცოცხლე არ შეიძლება არსებობდეს და რომ ეს მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის ნამოქმედარია და მეტი არაფერი. ანუ, შესაძლოა იყოს რაღაც სიმართლე თქვენს ნაწერში, შესაძლოა არა, ისევ ვვარაუდობთ.
* * *
senki
QUOTE
კი შეიძლება. შეიძლება დღვნაშვიც არსებობდეს. შეიძლება რომელიმე პლანეტაზე არიან ვირები რომლებიც მსჯელობენ მეტაფიზიკაზე.
ზებუნებრივ ძალებში, არავინ გულისხმობს ვირების რომელიმე პლანეტაზე არსებობას, არასერიოზული პოსტია.
ისე, აფეთქების თეორიაზე მეტი ზებუნებრივობა რა გინდათ
This post has been edited by
KhAtiaAa
on 16 Feb 2019, 12:53
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54232602
· 16 Feb 2019, 17:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
POKERISBLUFF
QUOTE
რასაც ვხედავ - იმის მჯერა
აზრებს ვერ ხედავ მაგრამ ხომ გჯერა მათი არსებობის?...
QUOTE
რატომ უნდა მჯეროდეს რეინკარნაციის თეორიის?!
3 მიზეზი მაინც ჩამომითვალეთ რომელსაც გაამყარებთ რამე არგუმენტით
1. რომ ადამიანი ვერ ასწრებს ერთ ცხოვრებაში თავისი განვითარების პიკის მიღწევას,
ამიტომ საჭიროა მისი რამოდენიმეჯერ მოსვლა დედამიწაზე, ყველაფერი ვითარდება
და მათ შორის ადამიანიც აი ესაა არგუმენტი… დააკვირდი რა იყო ადამიანი წინათ და ეხლა..
2. რომ იბადებიან ადამიანები რომლებიც ნიჭიერნი არიან და არიან ადამიანები რომლებიც უნიჭოები არიან.
ეს მიმანიშნებელია იმისა, რომ ვინ როგორ განვითარდა წინა ცხოვრებებში, ნიჭი გენეტიური რომ არაა ამასაც
ამტკიცებს ცხოვრება, მაგალითად: მდაბალი დონის ადამიანებში რომ იბადება ნიჭიერი ადამიანი ან თუნდაც
ტყუპები ერთი კვერცხუჯრედიდან გაჩენილებსაც კი სხვადასხვა უნართვისებები აქვთ..
3. არის ადამიანებში ისეთი მოვლენები, როდესაც ისინი ფრაგმენტულად იხსენებენ კიდეც თავის წინა ცხოვრებას.
აქ სტატისტიკა თუ იქნება არგუმენტი.. საერთოდ ადამიანი დაბადებისას ხედავს თავის ბედს ერთ სურათად..
ეს ბედი წინასწარ არის დაგეგმილი ისე, რომ ადამიანი განვითარდეს და საკუთარი ცოდვები მოინანიოს… საიდან
აქვს ადამიანს ეს მონანიების განცდა? ანდა უფრო სწორად რომ ვთქვათ ადამიანები სხვადასხვა ადგილზე იბადებიან
სხვადასხვა ოჯახში თუ გარემოებებში, ერში თუ ტომში, ისინი ცდილობენ ისე დაგეგმონ თავის ბედი რომ განვითარდენ.
ზოგჯერ არის სტრესული მომენტები, როდესაც ადამიანს მთელი თავისი ცხოვრება თვალწინ უდგება ერთ სურათად…
პს.
მე არ ვიცი სულის არსებობას თუ აღიარებ, ეს ცალკე საკითხია რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რეინკარნაციასთან.
სულია ის რაც ვითარდება ამ გარდასხეულებებით ანუ რეინკარნირებით..
* * *
QUOTE
რომელიმე მეცნიერი იცით რომელმაც დაამტკიცა რომ რეინკარნაციის თეორია ჭეშმარიტია?!
კი ვიცი, ერთი ყველაზე დიდი ხელთდასხმული და მეცნიერი(დოქტორი), რომელმაც არამარტო სულთ მეტყველებაში შეიტანა
დიდი წვლილი არამედ, ბევრ სხვა დარგებში, როგორიცაა: ხელოვნება, პედაგოგიკა, არქიტექტურა, მედიცინა, ფილოსოფია..
სოციალურ თუ ეკონომიურ საკითხებში.. ახსნა ბიბლია და ახალი აღქმა ანუ თანამედროვე ენაზე გაგვაგებინა მთელი სიმბოლიკა…
და კიდევ ბევრ სხვა დარგში აქვს ნაშრომები… ეს უნიკალური და დიდი რაოდენობის მასალა მან მოგვიტანა და ემსხვერპლა კიდეც…
ერთი წიგნი მაინც რომ წაიკითხო სადაც ის ყველაფერს გადმოსცემს ლოგიკური მტკიცებებით თუ რა არის ადამიანი და მისი
რეინკარნაციის მიზეზი თუ შედეგი…
აგერ ეს წიგნი
და წაიკითხე, შეამოწმე უმკაცრესი ლოგიკით და მიხვდები ბევრ რამეს...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
senki
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
senki
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 31
წევრი No.: 248620
რეგისტრ.: 11-February 19
#54233581
· 16 Feb 2019, 21:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
KhAtiaAa
QUOTE
კარგით, იყოს, ბევრად უფრო დამაჯერებელი აფეთქების თეორია, მაგრამ, ბოლოს, მაინც ვარაუდი რომ გამოდის, იმას რას უშვებით? მეცნიერებიც ვერ ადასტურებენ ბოლომდე.
დადასტურებულია აურაცხელი მტკიცებულებებით.
თან რას ვადარებთ ერთმანეთს? აქეთ გვაქვს სული რომელსაც საფუძვლად უდევს მითები და ზღაპრები რომელსაც თავის მხრივ საფუძვლად უდევს არასწორი, "ველურის" დამახინჯებული წარმოდგენები სამყაროზე და ადამიანზე. ჯაჯანეძესთან და პროფილში მოყოლილი ისტორიები ვიღაც ბოზი თამროების და ლოთი გივიებისა.
აქეთ გვაქვს დიდი აფეთქების თეორია გამყარებული ედუინ ჰაბლის მიერ აღმოჩენილი ვარსკვლავების დაშორებით (ანუ სამყაროს გაფართოვება) გაგრძელებული გამოვის გამოთქმული დადასტურებული ვარაუდის (თუ სამყარო წარმოქმნილია ასეთი კოლოსალური აფეთქების შედეგად, მაშინ კოსმოსში უნდა იყოს შემორჩენილი რაიმე კვალი, ანუ რადიაციის გარკვეული რაოდენობა. უფრო მეტიც; ეს რადიაცია თანაბრად უნდა იყოს გაფანტული მთელს კოსმოსში) არნო პენსიასისა და რობერტ უილსონის მიერ. "ფონური კოსმოსური გამოსხივება" რომელშიც ნობელის პრემიაც დაიმსახურეს.. და სამყაროს შემადგენელ ქიმიურ ელემენტთა მასების ფარდობა. სამყაროს რომ არ ჰქონოდა დასაწყისი (ანუ, არ მომხდარიყო დიდი აფეთქება), მაშინ მთელი წყალბადის მარაგი დიდი ხნის წინ დაიწვებოდა და გარდაიქმნებოდა ჰელიუმად (თერმობირთვული პროცესი). და ა.შ.
QUOTE
არასერიოზული პოსტია.
არასერიუზულია საერთოდ ბრინჯაოს ხანის და მსგავს სუბსტანციების სერიოზულად განხილვა მით უმეტეს მათი არ არსებობის დამამტკიცებელი საბუთების მოთხოვნა. ჩემთვის იმაზე მეტი მნიშვნელობა და სერიოზულობა არ გააჩნია ვიდრე ალადინს და ჰადესს. ისეთევ წარმატებით შეგვიძლია ვიდაოთ მაშინ რატომ არ არსებობს ჰადესი ან ვიცლი პუცლი მოვითხოვოთ სერიოზულად ვინმესგან რომ დაამტკიცოს მათი არ არსებობა თუ არადა და დაუშვას რო შეიძლება არსებობდეს და გარდაცვალების მერე იქ მიდიოდნენ სულები..
This post has been edited by
senki
on 16 Feb 2019, 21:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#54235180
· 17 Feb 2019, 03:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
senki
რეებს ამბობ რა ჯაჯანიძე რის მჩხიბავები? ეგენი უფრო მეტად მატერიალისტები არიან ვიდრე რომელიმე ათეისტი..
დიდი აფეთქების თეორია კიდევ ემყარება სამყაროს გაფართოვებას რომლის არსებობა ჯერ კიდევ მე 18 საუკუნეში
იცოდნენ სულთმეტყველებმა და ეხლა ამ აფეთქების თეორიას მიაბეს და რაღაც შერეული ქაოტური სურათი შექმნეს,
იმათთვის ვისაც არ სწამს არც ღმერთის და არც სულის, ეს უკანასკნელი ყველა ადამიანს გააჩნია და ზოგი გაიგებს ამას
მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, ზოგი კი სიცოცხლეშივე ეზიარება ზენა სამყაროებს…
პს. თუ ამ თემის წინააღმდეგი ხარ და არც გაინტერესებს, რატომ ირჯები და შემოდიხარ საერთოდ? თავიდან თუ არაფერი
არ იყო რა აფეთქდა ამისთანა დიდი და ასე გაწონასწორებული კოსმოსური სამყარო რამ წარმოქმნა თუ იცი შენ? აფეთქებით
მხოლოდ ქაოსი წარმოიქმნება, მითუმეტეს არაფერი როცა ფეთქდება ესაა საინტერესო და ნობელის პრემიის ღირსი?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(120)
« პირველი
...
92
93
[94]
95
96
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0831 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.