80 წლის პროფესორი მერიის მაღალჩინოსნებს ბრალს კორუფციაში სდებს
“მინდა, იმ შემზარავი ტრაგედიის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც ბნელეთის მოციქულმა და აღზევებულმა “ტროიკამ” - კოტე ზარნაძემ, რომელიც დასუფთავების სამსახურის ვაკე-საბურთალოს რაიონის უფროსია, გიორგი ხუჭუამ, ქაქლაქის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე და ტარიელ ხიზანეიშვილმა, ქალაქის დასუფთავების სამსახურის უფროსი - არსებული რეჟიმისთვის დამახასიათებელი სადიზმით, სისასტიკითა და ცინიზმით თავს დაატეხეს ამა წლის შობა-ახალი წელი ჩემს ხუთსულიან ოჯახს. ვიცი, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ, შეიძლება, არ დაინდონ ჩემი ოჯახის წევრები, ამიტომ გთხოვთ, გვარს ნუ დაასახელებთ,” - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ფსიქოლოგიის პროფესორმა, რომელიც თავს ყოფილ მეეზოვეს უწოდებს:
- შვილო, 80 წელს ვარ მიტანებული, მუშაობის 65 წლის უწყვეტი სტაჟი მაქვს. მამაჩემი კი ლაფციგისა და ჰეილელბერგის უნივერსიტეტების საერთაშორისო სამართლის პროფესორი გახლდათ, ბაბუაჩემი კი სიონის ეკლესიის მღვდელი იყო და ორივე ბოლშევიკებმა დახვრიტეს, მაგრამ დღეს პენსია 107 ლარი მაქვს და დემოკრატიის შუქურად მონათლულ საქართველოში რესტავრირებულმა “ტროიკამ”, დღემდე არსებულ განაჩენთა შორის, ყველაზე ულმობელი განაჩენი - შიმშილით სიკვდილი გამომიტანა.
- რას გულისმხობთ?
- მას შემდეგ, რაც 1993 წლის 16 მარტს ჩემი შვილი აფხაზეთში გმირულად დაიღუპა, ობლად დარჩენილი სამი ბავშვის ერთადერთი მარჩენალი მე ვარ. 4 წლის წინ, როცა ძალიან გაგვიჭირდა, უყოყმანოდ ავიღე ხელში მეეზოვის ცოცხი და მთელი კეთილსინდისიერებითა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით შევუდექი შრომას. მეეზოვედ 4 წელი ვიმუშავე და თუ ვინმემ იცის, რას წარმოადგენს ქალაქის დასუფთავების სამსახური, ბრიგადირიდან დაწყებული ხიზანეიშვილით დამთავრებული, მეც მეთქმის ორიოდ სიტყვა.
- რა ხდება ამ სტრუქტურაში?
- რა ხდება და ოსტატურად შენიღბული კორუფციაა გამეფებული, რომლის მსხვერპლიც პირადად მე იმის გამო გავხდი, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონის დასუფთავების უფროსს, ვინმე კოტე ზარნაძეს, რომელიც ხმამაღლა აცხადებს, რომ გიგი უგულავას მეგობარია, არ მივეცი ქრთამი, ანუ ერთი თვის ხელფასი. ამის შემდეგ, სრულიად უსამართლოდ, განთავისუფლების ბრძანების გარეშე, მომაძახა, ხვალიდან სამსახურში არ გამოეთრიოო და ძაღლივით ქუჩაში გამაგდო და შიმშილით სიკვდილისთვის გაწირა ჩემი ხუთსულიანი ოჯახი. ზარნაძემ თავის საუფროსო უბანზე მინი-საკონცენტრაციო ბანაკი შექმნა, ატერორებს, დასცინის და აბუჩად იგდებს მეეზოვეებს. ხშირად გამიგია მისი პირიდან მეეზოვეების მიმართ, შე მყრალო, ბინძურო მენაგვე, იქით გაიწიე, ყარხარ, ნაგვის ყუთში თავით ჩაგაყუდებო. თუ მეეზოვემ გაბედა და ხმა ამოიღო, ზარნაძე მაშინვე მოუხმობს თავის ორ ხელქვეითს - თემურ რეხრიაშვილს, რომელიც ზარნაძის მოადგილეა და ვახტანგ წიკლაურს, რომელიც ბრიგადირია, დააწერინებს მოხსენებით ბარათს თითიდან გამოწოვილი ფაქტებით, მიიტანს ხიზანეიშვილთან და მყისიერად მეეზოვე ქუჩაში აღმოჩნდება.
- ზარნაძემ ქრთამი, ანუ ერთი თვის ხელფასი რატომ მოგხოვათ?
- ვეძისთან ახლოს, ძალიან მძიმე უბანზე ვმუშაობდი, მძიმე იმ მხრივ იყო, რომ დღეში 4 მანქანა ხრეშის გაზიდვა მიწევდა. როცა შედარებით იოლი უბანი გათავისუფლდა, ზარნაძეს ვთხოვე, იქნებ, იქ გადამიყვანოთ-მეთქი. მიპასუხა, მაშინ ერთი თვის ხელფასი უნდა დატოვო, ასეთი წესიაო.
- დსასახმარებლად ზემოდგომებს, მაგალითად, თბილისის ხელმძღვანელობას არ მიმართეთ?
- 4 თვის განმავლობაში, 4 განცხადებით მივმართე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სამჯერ შევხვდი საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილს, სამი თვე ვიდექი პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან, რომელსაც ჯოჯოხეთის კარიბჭე დავარქვი და პირადად გადავეცი მთელ რიგ პარლამენტარებს თხოვნა, რომ გაეწიათ ჩემთვის დახმარება.
- დაგეხმარნენ?
- ყველა განცხადება მერიაში გადააგზავნეს, იქ კი თავიდან ისე მიშორებენ, როგორც კეთროვანს! გამაგებინეთ, ასე რატომ ვეზიზღებით ჩვენს “რჩეულებს”? მძიმე კაეშანი მიპყრობს და მზადა ვარ, თვითმკვლელობით დავამთავრო ეს ძაღლური სიცოცხლე!
http://factnews.ge/index.php?lang_id=GEO&i...id=17315&act=nsარ დაიწყოთ ეხლა პოლიტიკა არაა და ის, პოლიტიკაა მაშ რა?!
ასევე, სანამ პატივისცემას არ ვისწავლით ნებისმიერი პროფესიის მიმარტ მეეზოვეა თუ ფოსტალიონი სამარცხვინო ვიქნებით მუდამ და ქვეყანაც წინ ვერ წავა, ყველამ რომ ტავის საქმე აკეტოს ასეთი დანგრეული ქვეყანა არ იქნება. ნუ ეს სხვა საქმეა კიდევ.