პოლიტიკის განყოფილების ქცევის კოდექსიშეურაცხყოფა, პროვოკაცია, ბილწსიტყვაობა:
14. მოქალაქეების შეურაცხყოფა/დისკრიმინაცია რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, რასობრივი დამოკიდებულების, პოლიტიკური შეხედულებების, მსოფლმხედველობის, სქესის ანაც სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. უპირატესობის ან არასრულფასოვნების პროპაგანდა, ზემოთხსენებული ნიშნით.
15. რელიგიური დისკრიმინაცია/შეურაცხყოფა განურჩევლად აღმსარებლობისა. ასევე რელიგიური ლიდერების და სასულიერო პირების პიროვნული შეურაცხყოფა (დაშვებულია თემატური კრიტიკა და კამათი);
16. უხამსი, თავხედური, უტაქტო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების ხმარება ან ციტირება (მათ შორის ირიბი თანხმობა და "+1"-ის მიწერა შეურაცხყოფაზე);
17. უცენზურო (სკაბრეზული) ლექსიკა პოსტში, თუნდაც სიმბოლოებით აღნიშნული (განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა ასეთი გამონათქვამების გამოყენებას თანაფორუმელების და იმ მესამე პირების მიმართ, რომლებიც შეიძლება ფორუმის წევრები იყვნენ);
18. პროვოკაციული ქმედებები;
19. ფორუმის წესების დარღვევა პროვოკაციაზე საპასუხოდ (პროვოკაცია არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ საპასუხოდ უცენზურო ლექსიკით, შეურაცხყოფით ან წესების სხვაგვარი დარღვევით უპასუხოთ);
20. პოლემიკის დაყვანა თანამოსაუბრის პირად შეურაცხყოფამდე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამე გახსნილ თემა
ამოვიდა ყელშიიიიი!ქცევის კოდექსი "იუზერთა მხრიდან არაერთხელ დარღვეულა.
მოდერატორებთან მაქვს ორი კითხვა:
რატომ არ ისჯება ქცევის კოდექსის დამრღვევი იუზერი? აქაც შერჩევითი სამართალია?