სომხეთმა საქართველოს 17 მილიონი დოლარის ვალის სანაცვლოდ შესაძლოა, იარაღი მოსთხოვოს. როგორც "ნოვოსტი აზერბაიჯანი" იუწყება, ამგვარი ვარაუდი აზერბაიჯანის პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა, მუბარიზ ახმედოღლუმ გამოთქვა.
ახმედუღლუს ვარაუდით, შესაძლოა, სომხეთმა საქართველოში აშშ-სა და ნატო-ს მიერ შეტანილი იარაღი მოითხოვოს, რომლის გამოყენებაც 2008 წელს ვერ მოხერხდა.
"საქართველოს სომხეთის 17 მილიონი დოლარი მართებს და არ არის გამორიცხული, ერევანმა ამ ვალის დაბრუნება საქართველოში დარჩენილი შეიარაღების სახით მოითხოვოს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანს ქართული შეიარაღების გადაადგილების გაკონტროლების მექანიზმი არ აქვს", - განაცხადა ახმედოღლუმ.
http://www.ambebi.ge/samkhedro/23085-ereva...osthkhovos.html