“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ხვალ თბილისის მერობის კანდიდატებს გიგი უგულავას, ირაკლი ალასანიას, გიორგი ჭანტურიას, ზვიად ძიძიგურსა და გოგი თოფაძეს შორის დებატები გაიმართება.
კვალიფიციური პარტიების/ბლოკების მიერ წარდგენილ ხუთ კანდიდატს შორის დებატები “საზოგადოებრვი მაუწყებელის” ეთერით 21.00 საათზე დაიწყება. დებატები ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “სამოქალაქო საზოგადოებისა და არჩევნების ხელშეწყობის” პროექტის ფარგლებში ტარდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" USAID-დან აცნობეს, დებატები პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 8 და 9 მაისს, 21:00 საათზე გადაიცემა. მათივე ინფორმაციით, დებატებში მონაწილეობის მისაღებად ყველა დარეგისტრირებული კანდიდატია მიწვეული. კვალიფიციური პარტიების/ბლოკების მიერ წარდგენილ ხუთ კანდიდატს შორის, დანარჩენი ოთხი კანდიდატი - გიორგი ლაღიძე, ნიკა ივანიშვილი, თამაზ ვაშაძე და დავით იაკობიძე დებატებში მონაწილეობის მისაღებად 9 მაისს არიან მიწვეულნი.
დებატები პირდაპირ ეთერში გადაიცემა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლით და რადიოთი, ხოლო მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს შესაძლებლობა ექნებათ დებატები დამატებით გააშუქონ. დებატებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი ეკა მიშველაძე წარუძღვება.
დებატების დროს თითოეულ კანდიდატს დაეთმობა თანაბარი დრო შესავალი და დასკვნითი გამოსვლისთვის (2-2 წუთი) და წამყვანის შეკითხვების საპასუხოდ (2-2 წუთი). კანდიდატებისთვის წინასწარ ცნობილი იქნება დებატების ზოგადი თემები, თუმცა დებატების დაწყებამდე ყველა კანდიდატს კონკრეტული შეკითხვები მხოლოდ ერთი საათით ადრე გადაეცემა. შეკითხვები ორგანიზატორი მხარის მიერ არის მომზადებული და “საზოგადეობრივ მაუწყებელს” მის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია.
USAID-მა დაახლოებით 40,000 აშშ დოლარი გამოყო დებატების ორგანიზებისთვის, დებატების შემდგომი გამოკითხვისა და ფოკუს ჯგუფების ჩატარებისთვის, კანდიდატთა წინასწარი მომზადებისა და სხვა სახის დახმარებისთვის.
ზოგადად კი, აშშ-ს მთავრობამ 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოყო, დაპირებული 1 მილიარდის ოდენობის დახმარებიდან, საქართველოსთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების პროგრამების ხელშეწყობისთვის. ამ დახმარების ნაწილია აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი 1 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც 2010 წლის მაისის არჩევნების ხელშეწყობას მოხმარდება.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 This post has been edited by მაწო on 7 May 2010, 20:49