სამწუხაროდ უკვე სახეზე გვაქვს პოლიტიკური ბრძოლის მეთოდების დეგრადაცია.
ასპარეზზე გამოჩნდნენ ექსტრემისტები, ვინც საფრთხეს უქმნის დალაგებულ ქვეყნად ჩამოყალიბების შესაძლებლობასაც კი.
რაა მმკს და მისი პოლიტიკური ფრთის სოციალური ბაზა,რომელსაც მე უაღრესად სახიფათო ტენდენციად მივიჩნევ?
1)სასოწარკვეთილებიდან შობილი რელიგიურობა .საზოგადობის დიდი ნაწილი საერო ცხოვრებაზე იმედგაცრუებული სხვა სამყაროს მიეძალა.
ეს ადამიანთა არჩევანია, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური ძალებისათვის მოქმედების დიდი სოციალური ველი . ერთმორწმუნეობით სპეკულირება საშუალებას აძლევთ მათ მანიპულირება გასწიონ სიწმინდეებით და დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი ,
რათა რწმენა ,რომელიც ადამიანთა უფლებაა გაემიჯნოს პოლიტიკურ ავანტურისტებს.2. ქართული ყალბი მესიანიზმი.90ნი წლებიდან ეს ულტრამემარჯვენე იდეოლოგია ინერგებოდა"ეროვნულების" მხრიდან. იბერიულ-კავკასიური გამორჩეულობის თეორიები თუ ადრე გარეგნულად მაინც უწყინარ სახეს ატარებდა ,თანამედროვე ეტაპზე ხდება მისი ხელოვნური წინააღმდეგობა დასავლურ იდეალებთან. თავისუფლების იდეალების ჰომოსექსუალიზმის, სხვა მოვლენებთან იდენტიფიცირება შეგნებულად მიმდინარეობს და საბოლოოდ რათქმაუნდა ისმის ერთმორწმუნეებთან ურთერთობის აუცილებლობის საკითხი.

იმედგაცრუებების ტალღის მოძლიერებასთან ერთად , პრობლემა სერიოზულ სახეს იღებს . ხოლო დარტყმის ობიექტი თავისთავად მრავალრიცხოვანი მორწმუნეთა მრევლია.
3. რუსეთიამ ექსტრემიზმის უკან უპირობოდ დგას ჩრდილოელი დათვი, რომლმაც შეცვალა აგიტაციის ფორმა და ჭიკჭიკებს "ცუდის დავიწყებაზე" . დასავლეთის სრული ინერტულობის პირობებში ,სააკაშვილის პოლიტიკურმა კრეტინიზმა საშუალება მისცა რუსეთს მოთამაშედ ქცეულიყო ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდება ორთავიანი არწივის ამ პოლიგონიდან მოსაცილებლად.
4. სააკაშვილი და მისი რეჟიმი სააკაშვილის რეჟიმმა დაუშვა უპატიებელი შეცდომები ,ვერ ელევა არჩევნების ჩატარების გოგორიშვილისეულ მეთოდებს, მიზანმიმართულად აძლიერებს საზოგადოებაში პესიმიზმს , რომელსაც სახელმწიფო ტელევიზიების ბინძური პროპაგანდაც ხელს უწყობს. ამ ფონზე თითქოს ადვილდება საკაშვილის ჩვეული ოსტაპ ბენდერისეული ტიპის დემაგოგიის ატანა,მაგრამ უკვე ზღვარს მივიდა მასიური სასოწარკვეთილება.
ლომის წილი პოლიტიკური ექსტრემიზმის ფორმირებაში ნაც მოძრაობას მიუძღვის.მათ წიაღშიც მოსალოდნელია "ცხელთავიანთა" პოზიციების განმტკიცება . მეორე უკიდურესობის ჩახშობის მცდელობები მოახლოებულ 2013 წლის აჩრდილის ზღვარზე გადის და გასაკვირი არ იქნება ექსტრემისტულმა. გასუდასტვენიკულმა მიშიზმა დაჯაბნოს ყველა სხვა სახის ნაცბრიგადნიკობა. არსებობს ეს საფრთხეც ,რომელსაც მიზანმიმართულად ხელს უწყობს თვითონ პრეზიდენტის ბრიყვული სტრატეგია თუ ტაქტიკა.
5 ფსევდოლიბერალიზმი
თავისუფლების ინსტიტუტმა და მის აზროვნებასთან ახლოს მყოფმა პირებმა სახელი გაუტეხეს ყველაფერს ,რასაც გაეკარნენ.
მათი მხრიდან სახეზეა მცდელობა მმკ მთლიანად ეკლესიას მიებას და მორწმუნე ადამიანები მთლიანობაში ლამის ბნელეთის მოციქულებად გამოცხადნენ. ესაა რწმენის უფლების შელახვა ,რასაც ხელოვნურად ხელი ეწყობა და ამდენად მმკებს ეძლევათ საშუალება საქმიანობის მეტი არეალი ჰქონდეთ,ყავდეთ შესაბამისი მტრის ხატი.
ისინი ზემოთნახსენებ ექსტრემისტულ , სახელისუფლებო ფსევდოგასუდარსტვენიკობას ეფარებიან და ასრულებენ მათი ავანგარდის მისიას .ბევრი ის ღირებულება კი ჩალის ფასს იღებს,რასაც "იცავენ" ....
გამოსავალი......?
მორალურად გასატეხია მმკებიც, რუსეთუმეთა აგიტაციაც, მიშიზმიც ,რომელმაც საბოლოოდ მათ ცხოვრება აჩუქა და ფსევდოვაილიბერალიზმიც.
ეს მხოლოდ ზუსტად პრინციპული ქმედებებითაა შესაძლებელი.
არა საჭირო "ერთად " ყოფნა ,არამედ გარკვეული კოორდინაცია ,რომელიც გათვლილი იქნება არსებული რეჟიმის ისეთი სახით დემონტაჟზე ,რათა ხელისუფლებაში არ მოვიდნენ არც ჯეოიანუკოვიჩები და მიშაც მშვიდობიანად გავაცილოთ
საფრთხეები კი ძალიან დიდია ..........
რათა ახალი კატაკლიზმების ბურუსში არ გავიჭედოთ,ნუ შევამცირებთ ამ ახალი რეალობების როლს.
This post has been edited by lasha_alo on 7 May 2010, 22:09