დიდი უპირატესობა, ფორა არის ფუნდამენტალისტების მხარეს.
გულუბრყვილო ქართველთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდანაა გაზრდილი "განსაკუთრებული გენების" იდეებზე, მერე, ფარისევლობისა და თავმოწონების სისხლში გამჯდარი ჩვევა სარწმუნოებისადმი დამოკიდებულების არტისტულ ექსპლუატაციაში გადაიზარდა.
თუ გავითვალისწინებთ მათ განათლების ცენზსაც... პირველ მხარეს ალბათ ნახევარი ქართველობა მაინც უნდა მივაკუთვნოთ. ისინი, თუ აქტიურად არ დაუჭერენ მხარს ფუნდამენტალისტებს, დუმილით მაინც შეუწყობენ ხელს.
მეორე მხარის "მრევლი" კი თითებზე ჩამოსათვლელია. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია წლებში გაწელილი პროპაგანდაც - "ქართველობას გვართმევენ", "ჯიგარს გვაცლიან"

"საწმუნოებას გვართმევენ" და ა.შ. მოკლედ, თუ კი რამ ფობიები აქვთ საქართველოში, ფსიქიატრებთან კი არა, მედიის საშუალებით აფრქვევენ და სხვებსაც წამლავენ. ჰოდა, ცოტაღა რჩება ფსევდოლიბერალების მხარეს.
ისიც ფსევდო რომ არის, იმიტომ, თორემ არაფსევდო ლიბერალი საქართველოში 100 ადამიანიც არ იქნება.
ვინ გაიმარჯვებს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი - ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის პოლიტიკურზეც - საშინაოზაც და საგარეოზეც; ჩვენს ეკლესიაში პროცესების განვითარებაზეც; საზოგადოების მხრიდან პასუხისმგებლობის გრძნობის გამოვლენაზეც (ეს ბოლო მგონი სისულელე დავწერე...)
This post has been edited by Geronti on 8 May 2010, 16:21