23 წლის ვარ, ბიჭი, და დიდი ხანია მაწუხებს ისეთი კითხვები რაზეც მე თვითონ ვერ გავცემ პასუხს... (ვინ ვარ? რა მინდა ? რა არის ცხოვრების მიზანი, როგორ უნდა ვიცხოვრო რომ მივახწიო ამ მიზანს, რა არის ჩემი ღირსეულობა, საერთოდ ყველაფერი ამერია და ვერ ვხდები რა არის კარგი და ცუდი, რატომ ადამიანები ერთმანეს ამტყუნებენ, ან ერთმანეთი უყვართ, გუშინ გამიჩნდა კითხვა რატომ ჩემი და მასწავლის ცხოვრებას 23 წლის ასაკში, როცა თვითონ (მე ასე ვთვლი) ბევრს აკეთებს არასწორად და საერთოდ როცა დგება რომელიმე საკითხის გადაწყვეტა ძაიან მიძნელდება, ვერ ვხდები რა მინდა)
ინტერნეთში ვცდილობდი მომეძებნა ამ კითხვებზე პასუხები...რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური თემების საიტებზე და მივხდი რო ძალიან ნერვიული ვარ, რაღაც ტრავმები მქონდა ბავშვობაში რის გამოც ეხლა ძაან მიძნელდება ცხოვრება.... ძალიან ხშირად მაწუხებს ისეთი აზრი-ამოვიღო იარაღი და მოვიკლა თავი.... რატომ ? არ ვიცი...ალბათ მეზარება ფიქრი,ალბათ ძალიან გადავიღალე ყველაფრისგან...
ფორუმებზე წერა მეზარება... მითუმეტეს შეიძლება ისეთი არაპროფესიონალი რჩევა მომცენ ინეტში, რომ მერე მართლა თავს მოვიკლავ....

არ ვიცი რატომ მაგრამ ეხლა გამეცინა ჩემ ნაწერილზე ..
ისეიგი რა მინდა ?! მინდა ადამიანი რომელიც მომეხმარება , რომ მე თვითონ გავცე ჩემით ან ცხოვრებით (არ ვიცი ზუსტად) დასმულ კითხვებზე.... რომ დახმერების შემდეგ გავიღვიძო დილით და არ დამეზაროს ცხოვრება...ვიცოდე რა მინდა დღეს მივახწიო , რა მიზანი აქვს დღევანდელ დღეს, ხვალინდელ და ასე შემდეგ...როგორ ვიცხორო, ვინ უნდა მიყვარდეს ვინ არა და ა.შ.