ბატონი გიორგი ჭანტურიამ ბრძანა:
საქართველოში გამომუშავებული 1 კვტ/სთ ენერგისს ფასია 1.7 თეთრი, და ამ ენერგიას საქართველო თურქეთზე ყიდის 2 თეთრად, ხოლო მოსახლეობაზე - 16 თეთრად (აღშფოთება!!!)
დამაინტერესა რა უჯდება თურქეთის მოსახლეს 1 კვტ/სთ ენერგია, რომელსაც თურქეთი 2 თეთრად ყიდულობს საქართველოსგან ?
თურქეთს ჰქონია დიფერენცირებული ტარიფები ელექტროენერგიაზე (საწარმოებზე, მოსახლეობაზე, ა.შ.).
მოსახლობისთვის (residential) 1 კვტ/სთ ენერგიის ღირებულება დღგ და ადგილობრივი გადასახადების გარეშე არის 13.53 თურქული კურუში ანუ 15.42 თეთრი (1 ლირა = 1.14 ლარი).
წყარო
http://www.oib.gov.tr/tedas/teaser_english.pdf ამას თუ დავუმატებთ დღგ-ს (18%) მივიღებთ რომ თურქი მოსახლე 1 კვტ/სთ -ში იხდის 18.19 თეთრს + ადგილობრივი გადასახადი
ბატონმა გოგი თოფაძემ ბრძანა - უნდა აშენდეს მუნიციპალური საავადმყოფო 300-400 საწოლზე (კარგი, სწორი აზრია), მაგრამ.... მშენებლობის ფასი 30 მილიონი (ლარი?) იქნებაო.
ეხლა ვმუშაობ 170 საწოლიანი, მრავალპროფილიანი საავადმყოფოს ბიზნეს პროექზტე, რომელსაც გერმანულ კომპანიასთან ერთად ვაკეთებთ საქართველოსთვის. საავადმყოფოს მშენებლობა და აღჭურვა თანამედროვე აპარატურით (ძირითადათ Siemens) დაახლოებით 50 მილიონი დოლარი ჯდება. მიწის ფასი დათვლილია 6 მილიონ დოლარად (3 ჰა), მშენებლობა 25 მილიონად, აღჭურვა - 22.5 მილიონად. 300-400 საწოლიანი საავადმყოფო კი მინიმუმ 60 მილიონი დოლარი დაჯდება და არა 30 მილიონი
ძალიან საინტერესო იქნება სხვა კანდიდატების ციფრების ანალიზიც მაგალითად
სახელმძღვანელოების ფასი (ძიძიგური)
უფასო მშობიარობა (თუ არ ვცდები ალასანია)