მოსკოვი საერთაშორისო ფრენებისთვის სოხუმის აეროპორტის გახსნას ცდილობს, თბილისი და ISAO წინააღმდეგი არიან...
აფხაზეთის სრული ოკუპაციის შემდეგ მოსკოვი ცდილობს, აქტიურად გამოიყენოს საქართველოს ამ ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურა.
ერთ-ერთი მათგანია სოხუმიდან სამხრეთით, 18 კმ-ში მდებარე ბაბუშერის აეროპორტი.
ეს აეროპორტი გასული საუკუნის 60-იან წლებში გაიხსნა, 80-იანი წლების ბოლოს კი სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მისი ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3600 მ-ზე მეტია, რაც მსოფლიოში არსებული ნებისმიერი სამგზავრო ლაინერისა და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მიღებას უზრუნველყოფს.
სწორედ ეს გახლავთ მთავარი გარემოება, რის გამოც მოსკოვი ასე დაჟინებით ცდილობს ოკუპირებული სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდის მინიჭებას, რათა მსოფლიოს ნებისმიერი აეროპორტიდან შესაძლებელი იყოს საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო რეისების განხორციელება სოხუმის აეროპორტში.
საქმე ისაა, რომ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სტუმრების მისაღებად მოსკოვს ოლიმპიური სოფლის ახლოს საჭირო დონის აეროპორტი არ გააჩნია.
ადლერის აეროპორტი, მართალია, ყველაზე ახლოა სოჭთან, მაგრამ მის ბილიკზე დაჯდომა და აფრენა, მხოლოდ ერთი, დასავლეთის (შავი ზღვის) მიმართულებიდან შეიძლება. ეს კი რთული მეტეოროლოგიური პირობების დროს ბევრ სირთულეს ქმნის, რადგან სამგზავრო ლაინერის ეკიპაჟს უჭირს მეორე წრეზე წასვლა. სწორედ ამ მიზეზით, ადლერის აეროპორტთან რამდენიმე საჰაერო ავარია და კატასტროფა მოხდა. ბოლო საჰაერო კატასტროფა სომხური ავიაკომპანიის "აერობუსმა" რამდენიმე წლის წინ განიცადა.
ადლერისგან განსხვავებით, სოხუმის ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავების დაშვება-აფრენა ორივე მხრიდან - ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შეიძლება და სოჭის ოლიმპიადის სტუმრებს პრობლემები არ შეექმნებათ.
კრემლში აღარც მალავენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მათ აფხაზეთის ოკუპაცია (სადაც არ მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები) იმიტომაც განახორციელეს, რომ უკეთ უზრუნველეყოთ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მომზადებისა და ჩატარების ეტაპები.
მოსკოვმა სოხუმის აეროპორტს უკვე მიანიჭა შიდა, რუსეთის ფედერაციის, საავიაციო კოდი და რუსული ავიაკომპანიის სამგზავრო ლაინერებმა დაიწყეს სოხუმის აეროპორტში რეისების შესრულება.
ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი იშველიებს ტაივანის მაგალითს და აცხადებს, რომ ტაივანი მსოფლიოს ბევრ ქვეყანას არ უღიარებია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი ავიაკომპანიების თვითმფრინავები თითქმის ყველგან დაფრინავენ. ტაიბეის აეროპორტშიც ეშვებიან მსოფლიოს ცნობილი ავიაკომპანიების ლაინერებიო.
ოფიციალური თბილისი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სოხუმის ბაბუშერის აეროპორტიდან საერთაშორისო რეისების განხორციელებას და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან (ISAO) შესაბამის მკაცრ რეაგირებას მოითხოვს. საერთოდ, ISAO პირველად არ აგვიანებს რეაგირებას.
ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე, 2008 წლის ივნისში, ISAO-ში განაცხადეს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო რეისების განხორციელება საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე. იმედია, IsAO-ში აზრი არ შეუცვლიათ...
http://www.kvirispalitra.ge/military/3487-...khsna-surs.htmlმთელი უცხოური დელეგაციები თუ არა ნაწილი სოხუმში დაბინავდება? არ იკითხავენ რა ქვეყანაში ვართ, რუსეთის გუბერნიაში თუ რუსეთის ოკუპირებულ საქართველოს ნაწილშიო? არ ექნება ინფორმაცია ოლიმპიადის შტაბს აფხაზეთის მდგომარეობის შესახებ? ჩაიშალოს ეს დედამოტყნული ოლიმპიადა
This post has been edited by მაწო on 10 May 2010, 21:57