
Mitsubishi-ს ისტორია
დაახლოებით 1870-იან წლებში იაპონიამ ლამის 300-წლიან ფეოდალურ წყობილებას დააღწია თავი. სწორედ მაშინ, ახალგაზრდა იატარო ივასაკმა (Yataro Iwasaki) მცირე ორთქმავალი კომპანია Tsukomo Shokai (“ცუკომო სიოკაი”) - დააარსა. რამდენიმე ცვლილების შემდეგ 1875 წელს ფირმის საბოლოო დასახელება გახდა - Mitsubishi Mail Steamship Company (“საფოსტო ორთქმავალი კომპანია მიცუბიში”) - ასე შეიქმნა ახლანდელი მიცუბიშის წინაპარი ფირმა.

4 პრეზიდენტი ივასაკი (მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან მოყოლებული): იატარო, ჰისაია, იანოსუკე, კოიატა.
ივასაკის ოჯახი კომპანიის მმართველი და მფლობელი გახლდათ. ფირმა სწრაფად ფართოვდებოდა და მისი წარმოების სფეროები აქტიურად იზრდებოდა.
ივასაკების ოჯახი ფლობდა და მართავდა კომპანიას, რომელიც სწრაფად აფართოვებდა თავისი მოქმედების სფეროს. გარკვეული დროის შემდეგ იგი ყველაზე მძლავრ და მრავალმხრივ კომპანიად იქცა ომამდელ იაპონიაში. 1945 წ-ს ბოლოსათვის მიცუბიშის საქმიანობის არეალი მოიცავდა: სახმელეთო ტრანსპორტებას, გემების წარმოებას, საბანკო საქმიანობას, სატრანსპორტო მომსახურებებს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, უძრავი ქონების ოპერაციებს, ქიმიური წარმოებას და სხვა მრავალს.
ოთხი პრეზიდენტი: იატარო (Yataro), ჰისაია (Hisaya), იანოსუკე (Yanosuke), კოიატა (Koyata).
საწარმოო სული და უზარმაზარი სოციოლოგიური პასუხისმგებლობა - ის ორი ფასეულობაა, რომლებიც ივასაკის ოჯახმა კომპანიაში დაამკვიდრა და დღესაც მათ ორიენტირს წარმოადგენს. არსებობის პირველი ორი ათწლეულის განმავლობაში კომპანიის სტრატეგია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ახალი ნაწარმების შექმნა გახლდათ. ყოველივე ეს ძალზედ ახალი იყო იაპონიის წარმოებაში მაშინ.
ახალი იდეების დანერგვისაკენ სწრაფვა ისტორიული მსუბუქი ავტომობილი Мodel-A -საგან დაიწყო. იგი 4 წლის განმავლობაში იწარმოებდა და იმხელა მოწონება დაიმსახურა მომხმარებლებს შორის, რომ 1922 წლის იაპონიის საწარმოო გამოფენაზეც კი მოხვდა. “მოდელი-А”-ს წყალობით მიცუბიში დამკვიდრდა როგორც ერთ-ერთი მთავარი ავტომობილების მეწარმე იაპონიაში

Mitsubishi-მარკის პირველი მსუბუქი ავტომობილია — Model-A, რომლის წარმოებაც 1922 წელს დასრულდა.
1918 წლის დასაწყისში კომპანიამ უკვე შექმნა თავისი პირველი სატვირთო, ექსპერიმენტალური მოდელი - T1. აღნიშნულმა ავტომობილმა წარმატებით გაიარა 1000-კილომეტრიანი სატესტო მანძილი, რომლის სპონსორის როლშიც იაპონიის მთავრობა გამოვიდა და დაადასტურა მიცუბიშის მიერ ნაწარმოები კონსტრუქციის საიმედობა.

თანამედროვე ავტობუსების მშობელი - Mitsubishi B46.
1931 წელს კომპანიამ პირველი ნახტომი გააკეთა საავტომობილო წარმოების სფეროში - შეიქმნა იაპონიაში პირველი დიზელის სატრანსპორტო საშუალება (მოდელი - 450AD - პირდაპირი მიწოდებით და 70 ცხ.ძ. სიმძლავრით).
ერთი წლის შემდეგ მიცუბიშმა გამოუშვა პირველი ავტობუსი (B46), ყველაზე დიდი და მძლავრი თავის დროისათვის. იგი გახლდათ დღეს უკვე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სატვირთო მანქანების მწარმოებელი ქვეგანყოფილების - Fuso-ს ნამუშევარი.
1930-იანი წლები ოქროს ათწლეული აღმოჩნდა კომპანიის ისტორიაში. ამ პერიოდში მან უამრავი ახალი იდეის და ინოვაციის დანერგვა მოახერხა. მათი უმრავლესობა საავტომობილო წარმოებას ეხებოდა და პირველად გამოიყენებოდა იაპონიაში.
მათ შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახლდათ: სრულამძრავიანი სამგზავრო ავტომობილის პროტოტიპი PX33 (1934 წ.), დიზელის ავტობუსები BD46 და BD43 (1935 წ.), დიზელის - SHT6 და სატვირთო ავტომობილი დიზელის ძრავით - TD45.

“ყველგანმავლების ფუძემდებელი”, სრულამძრავიანი Mitsubishi PX33 - სამხედრო გამოყენებისათვის იყო განკუთვნილი.
ეჭვგარეშეა, რომ მიცუბიშის მიერ აღმოჩენილი ყოველი სიახლე იმ პერიოდში საწარმოო საქმიანობაში იქნა გამოყენებული. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუდმივი ექსპერიმენტები, ახალი იდეების დახვეწისაკენ სწრაფვა და მუდმივი ძიება - კომპანიის ცოდნის, გამოცდილების და ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბების საწინდარი გახდა. რამაც საკმაოდ კარგი საქმე გაუწია კომპანიას მომდევნო წლებში.
II მსოფლიო ომის შემდგომ იაპონია მიწასთან იყო გასწორებული, მისი ეკონომიკური სისტემა კი სრულიად იყო განადგურებული. იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკას ფეხზე დადგომის შანსი ჰქონოდა, აუცილებელი იყო წარმოების და ინფრასტრუქტურის თავიდან შექმნა, გზის აღდგენის ჩათვლით.
1957 წელს მიცუბიშმა პირველი მსხვილი ექსპორტი განახორციელა - 600 ავტობუსი R32 - ჩილეში გაემგზავრა.
მთავრობის ბრძანების შესაბამისად, მსხვილი იაპონური საწარმოო-ფინანსური ჯგუფები (დზაიბაცუ) დანაწევრდა. 1950 წელს Mitsubishi Heavy Industries-ი დაიყო სამ რეგიონალურ კომპანიად. ყოველი მათგანი წარმოებით იყო დაკავებული და საავტომობილო ბიზნესში ჩაერთო. ეს კარგად ხსნის მიცუბიშის სამოდელო რიგის მრავალფეროვნებასა და ერთმანეთის ერთგვარ გადაფარვასაც. თუმცა ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა კომპანიის მთავარი მამოძრავებელი პროგრესული ძალა გახლდათ 40-50-იან წლებში.
1946 წელს შეიქმნა Mizushima — მცირე, საიმედო და ხელმისაწვდომი 3-საბურავიანი ავტომობილი. იგი იდეალურად ახერხებდა მგზავრების გადაყვანასა და ტვირთის გადატანას მცირე მანძილზე ომის შემდგომ პერიოდში. მალე ავტომობილში დახურული კაბინაც გაჩნდა ორი ადამიანისათვის.
იმავე წელს შეიქმნა პირველი მოტოროლერი მიცუბიშისაგან - Silver Pigeon. აქცენტი ისევ პრაქტიკულობასა და ეკონომიურობაზე გაკეთდა.

ომის შემდგომ Mitsubishi-ი იაფფასიან კაბინაროლერებს უშვებდა. მაგალითად, Mizushima.
იაპონიის ეკონომიკას ომის შემდგომ ყველაზე მეტად კომერციული ავტომობილები სჭირდებოდა. მდგომარეობას საწვავის დეფიციტიც ამძაფრებდა. Mitsubishi B1-ავტობუსის წარმოება 1946 წელს დაიწყო და იგი მუშაობდა როგორც ბენზინზე, ასევე ალტერნატიულ საწვავზეც. მისი სავალი ნაწილები იდეალურად ესადაგებოდა სახანძრო ავტომობილსა და სხვა სპეციალური დანიშნულების მანქანებსაც. 1947 წელს გამოჩნდა პირბელი ტროლეიბუსი - MB46. 1950 წელს Mitsubishi-მა პირველი უკანა ძრავიანი ავტობუსი შექმნა. მისი სახელი გახლდათ - Mitsubishi R1.
სატვირთო ავტომობილების წარმოების სფეროში Mitsubishi-კომპანია პიონერი ხდება იაპონიის მასშტაბებით: 1951 წ-ს გამოდის სატვირთო - T31, იგი ორიგინალური სავალი ნაწილებით იყო აღჭურვილი; მას მოჰყვება Mitsubishi T33 — პირველ მანქანა იაპონიაში პნევმური პადვესკით და Mitsubishi T380 — პირველი სატვირთო იაპონიაში “კაპოტის” გარეშე (გადასაწევი კაბინით).
მსუბუქი ავტომობილების ერის დასაწყისი იაპონიაში
60-იანების დასაწყისისათვის იაპონიის ეკონომიკა აქტიურად ვითარდებოდა - იწყებოდა ეკონომიკური ბუმი. იზრდებოდა მოსახლეობის ხელფასი და მრავალ მათგანს უკვე შეეძლო მსუბუქი ავტომობილის შეძენა. ნაწილობრივ მსუბუქი ავტომობილის იდეამ დაიპყრო და დაატყვევა იაპონელების გული და გონდება. და აი, 1960 წელს გამოჩნდა Mitsubishi 500 — მსუბუქი ავტომობილი გათვლილი იყო მასიურ მოხმარებაზე. მან ყოველი იაპონელის სანუკვარ ოცნებას ხორცი შეასხა. Мitsubishi 500 -მა მაკაოში გრან-პრი მოიპოვა თავის კლასში და მიცუბიშის ნაწარმის უმაღლესი ხარისხიც დაამტკიცა საერთაშორისო ავტოსპორტის არენაზე

პირველი ხელმისაწვდომი მსუბუქი ავტომობილი - Mitsubishi 500.
1962 წელს შეიქმნა Мinica - პირველი 4-ადგილიანი ავტომობილი კომპაქტური პირველი კლასიდან. Mitsubishi 360 -ს (1960 წ) სავალ ნაწილებზე შექმნილი Minica-ა თავისი 2-ტაქტიანი ძრავით საჰაერო გამაგრილებელი სისტემით და მუშა 359 კუბ. სმ. მოცულობით - შედარებით მსუბუქი გადასახადების კატეგორიაში მოხვდა. თუმცა ეს არ გახლდათ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც Minica -ი ასე წარმატებით იყიდებოდა - იგი ძალზედ საიმედო და ეკონომიური იყო. მისი სახელი დღესაც ცოცხლობს მიცუბიშის ამ მოდელის “შვილთაშვილებში”.

4-ადგილიანი Mitsubishi Minica-ა აღჭურვილი გახლდათ 2-ტაქტიანი აგრეგატით. მას ჰქონდა გაგრილების საჰაერო სისტემა და 359 კუბ. სმ მოცულობა. იგი გამორჩეულად ეკონომიური ავტომობილი გახლდათ.
იგივე შეიძლება ითქვას Colt 600-ზეც — ეს უკანასკნელი გახლდათ უფრო დიდი და კომფორტული საოჯახო მოდელი (თანამედროვე Сolt -ი სხვა კლასში შეგხვდებათ). მისი წარმოება 1962 წელს დაიწყო. 1965-ში გაჩნდა Mitsubishi Colt 800 — იაპონიაში პირველი მანქანა “ფასტბექ” კომპონოვკით (fastback).

Mitsubishi Colt 800 Van-ს კორპუსი უფრო უნივერსალს წააგავდა, მაგრამ რადგანაც მხოლოდ ორი კარი ჰქონდა, მიიღო დასახელება ფასტბექი.
1969 წელს კომპანია უფრო მაღალ კლასისში გადის. Colt Galant-სედანი მაღალი ხარისხის და პრესიტული ავტომობილების მთელი ოჯახის ფუძემდებელი აღმოჩნდა. მათ მრავალი გამარჯვება მოიპოვეს რალიში და არაერთხელ მიიღეს წოდება “წლის საუკეთესო ავტომობილი”.
პირველი Galant-ს მახასიათებლებში შედიოდა “წვეტისებური” აეროდინამიკის მქონე კორპუსი, რომელიც დამატებით “დამჭერ” ძალას აღძრავდა. ასევე, Saturn -სერიის ძრავი ცილინდრის ალუმინის თავებით. ასე, რომ 1969 წლის Galant-მა თავისი დროის უკანასკნელი მიღწევები სრულად გამოხატა და იაპონიაში საავტომობილო ბაზრის მთელი სეგმენტის ფუძემდებელი გახდა.
როგორც ისტორია გვკარნახობს, იმ პერიოდში მიცუბიშმა მკვეთრად გააფართოვა სამოდელო გამა, რათა დაეკმაყოფილებინა საავტომობილო მოთხოვნის მთელი სპექტრი. 1963-ში გამოჩნდა მცირე ავტობუსების ახალი სერია Mitsubishi Rosa და მსუბუქი სატვირთო ავტომობილების ოჯახი Canter.
60-იანი წლების ბოლოსათვის Mitsubishi-მა უმაღლესი ხარისხის მქონე ნაწარმის სახელი დაიმსახურა. მისი ძალზედ ფართო გამა აქტიურად ვითარდებოდა. კომპანია სულ ახალ-ახალ ტექნოლოგიებსა და იდეებს ნერგავდა საწარმოო ხაზში. ეს გახლდათ დრო დიდი ცვლილებებისა.
* * *
Mitsubishi Motors Corporation-ს დაარსება
60-იანი წლების ბოლოსათვის Mitsubishi-ს საავტომობილო ბიზნესი იმდენად წარმატებული და მნიშვნელვანი გახდა, რომ ერთიანი კორპორაციის შექმნა გახდა აუცილებელი, იმ კორპორაციისა, რომელიც ავტომობილებთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას გააერთიანებდა. 1970 წელს საავტომობილო განყოფილება Mitsubishi Heavy Industries Ltd. - დამოუკიდებელი გახდა და მიიღო დასახელება - Mitsubishi Motors Corporation (MMC). სწორედ ასე შევიდა 70-იან წლებში ისტორიაში ახალი კომპანიებისათვის დამახასიათებელი ოპტიმიზმის მქონე Mitsubishi Motors-ი, რომელმაც Mitsubishi Heavy Industries-საგან უმდიდრესი ტექნოლოგიური მემკვიდრეობა მიიღო.
ამ წლებში MMC-ს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იყო საკუთარი ინფრასტრუქტურის განვითარება იაპონიაში. იგი მოიცავდა სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო მიმართულებიდან დაწყებული დისტრიბუციისა და მომსახურების ქსელის ჩათვლით ყოველ ასპექტს ავტომობილების წარმოებაში. თუმცა, ზოგიერთი მოვლენა უფრო მკვეთრად გამოხატავდა კომპანიის სტრატეგიას, რომელიც კომპანიის მსოფლიო ბაზარზე გასვლას ისახავდა მიზნად.
1972 წელს Galant 16GLS-მა გაიმარჯვა მე- 7-ე Southern Cross-ში. საუბარია ძალზედ პრესტიჟულ რალი-რეიდზე, რომელიც ავსტრალიაში ტარდებოდა და მსოფლიო პრესის მიერ შუქდებოდა. მომდევნო წლის შეჯიბრში გაიმარჯვა Lancer 1600GSR-მა (სულ რამდენიმე თვის შემდეგ Lancer -ს სერიული წარმოება დაიწყო). Lancer-მა წინამორბედის გამარჯვება 1974 წელს გაიმეორა ავსტრალიის რალიში და ასევე, 1976 წელს East Africa Safari-ში. MMC-მა თავისი ავტომობილების არაჩვეულებრვიი ტექნიკური ბაზა და საიმედოობა მსოფლიო არენაზე დაამტკიცა.

Mitsubishi-ს სპორტული ავტომობილები ტრადიციულად ძლიერები იყვნენ რბოლებში. 1973 წელს Lancer 1600GSR-მა გამარჯვება მოიპოვა Southern Cross-შეჯიბრში.
მაშინ, როდესაც Mitsubishi-ს ავტომობილები სხვადასხვა წარმატებებისათვის რბოლებში იბრძოდნენ, MMC-ე საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის შექმნიაზე იხარჯებოდა. რათა კომპანიის ავტომობილები გაყიდულიყო და მათთვის მომსახურება გაეწიათ მთელს მსოფლიოში. 1973 წელს დაიწყო ნეფტის კრიზისი და მთელმა მსოფლიომ მწარედ შეიგრძნო ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების სიძლიერე. თუმცა საწვავის ძალზედ მაღალი ფასის მიუხედავად ძრავებზე მომუშავე ინჟინრებს არ მოუსურვებიათ ეკონომიურობის ხარჯზე სიმძლავრის მახასიათებლების მსხვერპლად გაწირვა.
Mitsubishi-ს ავტომობილებმა თავიანთი ეკონომიურობის, მაღალი სიმძლავრის და დინამიურობის მაჩვენებლების წყალობით ახალი მსოფლიო სტანდარტი დაამყარეს. ათწლეულის ბოლოს Мotor Fan-ჟურნალმა იაპონიის “წლის ავტომობილის” წოდება მიანიჭა Mitsubishi Colt 1400 GLX-ს, ხოლო Pickup, Van & 4WD-ჟურნალმა Mitsubhshi L200 -ს USA’s Pickup of the Year - წოდება.

Mitsubishi Colt 1400 GLX-მა იაპონიის წლის საუკეთესო ავტომობილის ტიტული მოიპოვა.
Mitsubishi Motors-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო საავტომობილო წარმოების განვითარებაში. Silent Shaft-ტექნოლოგიისა და Мitsubishi Astron 80-ძრავში დანერგილი თანამედროვე მასიური ტექნოლოგიის წყალობით კომპანიამ პრიზიც კი მოიპოვა “სამეცნიერო მიღწევების” გამო. აღნიშნული ტექნოლოგიების ლიცენზია შეიძინეს Porshe-მ და Volvo-მ.
Mitsubishi -ი მსოფლიო მწარმოებელი ხდება საავტომობილო სფეროში
იმდენად, რამდენადაც მიმდინარე წლებში არავის შეუტანია ეჭვი Mitsubishi Motors Corporation-ს (MMC) მიერ ნაწარმოები ავტომობილების მაღალ ხარისხში, კომპანიამ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება - გამხდარიყო მსოფლიო მასშტაბების მწარმოებელი. 80-იან წლებში მისი განვითარების ისტორია მკაფიოდ ადასტურებს მის სტრატეგიას.
Mitsubishi-ს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების დაფინანსება. Mitsubishi Motors-მა ამ მიმართულებით გადადგა პირველი ნაბიჯი და ავტომობილების ოფიციალური მიმწოდებელი გახდა 1984 და 1987 წელს ჩატარებულ ოლიმპიურ შეჯიბრებზე.
ოლიმპირ შეჯიბრებზე და იუგოსლავიაში გამართულ “უნივერსიადაში” მონაწილე ერთ-ერთი მოდელი გახლდათ Mitsubishi Pajero — ავტომობილი, რომელიც ბევრ რამეში Mitsubishi-ს წარმატების განსახიერება გახდა. 1982 წელს გამოშვებული Pajero-ო მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ დროს ნაწარმოები ყველა ყველგანმავლისაგან. იგი გახლდათ ჭეშმარიტი ყველგანმავალი, რომელიც პირველი კლასის დინამიკასა და ტექნიკურ მახასიათებლებს უსადაგებდა კომფორტის მაღალ დონესა და წარმატებულ დიზაინს.

ჭეშმარიტი ყველგანმავალი Mitsubishi Pajero — კონკურენტების ეჭვიანობისა და შურის მიზეზი გახდა.
Mitsubishi Pajero-ო რალი-რეიდებში თავისი წარმატებული გამოსვლებით გახდა ცნობილი.
1983 წელს გამართული შეჯიბრი პარიზი-დაკარი — ყველაზე მძიმე და რისკიანი შეჯიბრია მსოფლიოში და სწორედ მასში გაიმარჯვა Mitsubishi Pajero-ომ მარათონის კლასში (არამოდიფიცირებული სერიული ყველგანმავლები). მან ასევე, პირვლეობა მოიპოვა გუნდურობაშიც (Best Team Award). ასე დაიბდა ლეგენდა - Pajero.
1985-ში Pajero-მ გაიმარჯვა პარიზი-დაკარში. არცაა გასაკვირი, რომ იგი ბესცელერი გახდა ყველგანმავლებში. მან იმდენი პრიზი მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რომ ადგილი არ გვეყოფა ჩამოსათვლელად. ამიტომ მათ შორის ყველაზე პრესტიჟულებს გაგაცნობთ - Pajero-მ 1986 წელს დიდი ბრიტანეთის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მიიღო (UK’s What Car).

Mitsubishi Lancer-ს პოზიციები მუდამ მდგრადი გახლდათ. 80-იანი წლების დასასრული გამონაკლისი გახლდათ.
არ იფიქროთ, თითქოს მხოლოდ Pajero-ო იღებდა პრიზებს. 1984 წელს Mitsubishi Galant-მა გერმანიაში გამარჯვება ჰპოვა ნომინაციაში - Das Goldene Lenkrad (“ოქროს საჭე”). იგივე წოდება მიიღეს ევროპაში პოპულარულმა მოდელებმა - Mitsubishi Colt და Lancer. სამშობლოში, იაპონიაში Galant VR-4 -მა ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა კონკურსში “ავტომობილი 1987-88 წწ. იაპონიაში”.
ისევ ადგილის სიმცირე თუ შეგვიშლის ხელს Mitsubishi-ს მიერ 80-იან წლებში მოპოვებული წარმატებების ჩამოსათვლელად, ვიდრე თავმდაბლობა. კომპანიის რეპუტაცია, როგორც მაღალი ხარისხის საიმედო ავტომობილებს მწარმოებელი, უკვე მთელს მსოფლიოს მოედო.
80-იანების ბოლოს Mitsubishi Motors-მა გააფართოვა თავისი საწარმოო და ასაწყობი სიმძლავრეები მთელს მსოფლიოში. მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა ულტრათანამედროვე ქარხანა Diamond Star Motors Corporation-ს მშენებლობა ბლუმინგტონში. იგი საერთო საწარმო გახლდათ კრაისლერისა და მიცუბიშისათვის, მაგრამ Mitsubishi-მა საბოლოოდ მაინც გამოისყიდა ეს უკანასკნელი (იგი საფუძველი გახდა თანამედროვე Mitsubishi Motors of America -სათვის). .
Mitsubishi-ი XXI საუკუნის მიჯნაზე
90-იანი წლები მრავალი გამარჯვების ათწლეული იყო Pajero-სათვის. 1992 წლის შეჯიბრში პარიზი-ქეიფთაუნი - Mitsubishi Pajero-მა საოცარი გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო წელს Pajero-მ პარიზი-დაკარის რბოლაში მოიპოვა პირველობა, ხოლო 1997 წელს ლეგენდარულმა ყველგანმავალმა I, II და III ადგილი დაიკავა ამ ურთულეს ბრძოლაში. ამ გამარჯვებების პარალელურად მოდელი მრავალი კლასის პირველობასაც ახერხებდა.
ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ Mitsubishi-ს ავტომობილებმა უკვე მსოფლიო ჩემპიონატებზეც დაიწყეს გამარჯვებების მოპოვება (World Rally Championship) — ესენი გახლდათ შეჯიბრები გზის მრავალ პირობებში (დაწყებული გასისინებული ასფალტიდან და დამთავრებული მთა-გორიანი ველებით). პირველი გამარჯვება WRC-ში მოიპოვა Galant VR-4-მა Swedish Rally-სა და Cote d’Ivoire-ში. 1996-სა და 1999 წლებში კი პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, Mitsubishi-ს გუნდის მრბოლელმა ტომ მიაკინენმა Lancer Evolution-ის საჭეზე 4-ჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატში (WRC).

ტომ მიაკინენის წყალობით Mitsubishi-ი 4-ჯერ გახდა გამარჯვებული WRC-ში.
1996-98 წწ-ში არგენტინელმა მრბოლელმა, გუსტავ ტრელესმა, Mitsubishi Lancer-ით მსოფლიოს ჩემპიონატში გაიმარჯვა N-ჯგუფში - პრაქტიკული სერიული ავტომობილების კატეგორიაში, რომლის ყიდვაც დილერთან შეიძლება. ეს გამარჯვება ღირსეული შტრიხი იყო Mitsubishi-სათვის.
ამავდროულად, Mitsubishi Motors-ი აფართოებდა საწარმოო სიმძლავრეს მთელს მსოფლიოში. 1995 წელს კომპანიამ პირველი ავტომობილი აწარმოა ევროპაში: ჰოლანდიაში არსებული Nedcar-ქარხნის კონვეირზე. Mitsubishi Motors-ს, Volvo-სა და ჰოლანდიის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით კონვეირიდან ჩამოვიდა - Сarisma. 1996-ში დაიწყო Sigma - სედანისა და უნივერსალის წარმოება ავსტრალიაში და L200 -ფიქაფის წარმოება ტაილანდში.

ჰოლანდიურ ქარხანაში გამოვიდა NedCar Mitsubishi Carisma — შედეგი ერთობლივი ნამუშევარისა Volvo -ს თან.
რაც შეეხება ტექნოლოგიებს, XXI საუკუნის მიჯნაზე Mitsubishi-ი ფსონს უმაღლეს ხარისხსა და ახალი სამეციერო შემუშავებების დანერგვაზე დებს. უმნიშვნელოვანეს ასპექტებად ითვლებოდა, ძალური აგრეგატები, უსაფრთხოება და ეკოლოგია. 1990 წელს Mitsubishi Motors-მა პირველი “ბუქსირების” საწინააღმდეგო სისტემა - Traction Control System - წარმოადგინა მოდელზე - Sigma. 1991 წელს II თაობის Pajero-ში გვხვდება ყველგანმავლის ცნობილი ტრანსმისია Super Select 4WD და მუხრუჭების მრავალრეჟიმიანი განმბლოკავი სისტემა.
1996 წელს შეიქმნა რევოლუციური ძრავი Мitsubishi GDI (Gasoline Direct Injection) — იგი გახლდათ პირველი მასიური აგრეგატი ბენზინის პირდაპირი მიწოდებით ცილინდრებში, რომელიც აერთიანებდა ეკონომიურობას (დიზელის ძრავების მაჩვენებლების მსგავსად) და ბენზინის ძრავის სიმძლავრეს. 1997 წლის ბოლოსაკენ Мitsubishi GDI-ძრავი დაყენდა: Galant, Pajero, Diamante, Challenger (Montero Sport), Chariot (Space Wagon), RVR (Space Runner) -მოდელებზე იაპონიის შიდა ბაზრისათვის და Carisma-ზე ევროპული ბაზრისათვის.

Mitsubishi Galant - ასეთი გარეგნობა ცოტას თუ დატოვებდა გულგრილს.
უახლესი ისტორია
III ათასწლეულის დაწყება ტრიუმფალური გამოდგა Mitsubishi Motors-ს ყველგანმავლებისათვის. 2001-2005 წწ-ში მათ 5 გამარჯვება მოიპოვეს “დაკარ რალიში”. შედეგად, Mitsubishi Motors-ი ყველაზე წარმატებული მეწარმე გახდა შეჯიბრების მთელს ისტორიაში.

სწორედ Mitsubishi-ს ეკუთვნის პარიზი-დაკარის შეჯიბრებში გამარჯვებების ყველაზე დიდი რაოდენობა - 11.
მრავალი ქვეყნის ბაზრებზე ახალი მოდელების დიდი რაოდენობა შეინიშნება. 2002 წელს Space Star-ს განახლებული ვერსიის დებიუტი შედგა. 2003 წლის გაზაფხულზე დაიწყო Mitsubishi Outlander - ყველგანმავლის გაყიდვა. იმავე წლის აგვისტოში მოსკოვის ავტოსალონში Mitsubishi Lancer-ის IX სერიის ეროპული პრემიერა შედგა. 2004-ში ერთდროულად სამი ახალი ავტომობილი მოგვევლინა: სპორტ-ქარი Lancer Evolution VIII, მინივენი Grandis და Mitsubishi -სათვის I ჰეჩბექი - Colt.
2004 წელი უმდიდრესი აღმოჩნდა Mitsubishi-სათვის საერთაშორისო ჯილდოებისა და პრემიების თვალსაზრისით: Lancer Evolution VIII-ი საფრაგნეთსა და აშშ-ში საუკეთესო სპორტულ ავტომობილად აღიარეს, Colt-ი წლის საუკეთესო ავტომობილი ხდება ჰოლანდიასა და დანიაში, იღებს პრესტიჟულ პრიზს “ოქროს საჭე”.

სარბოლო ავტომობილი ქალაქისათვის - Mitsubishi Lancer Evolution VIII - ისეთი ძალით “ეჭიდება” გზის საფარს, რომ ხანდახან შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ფიზიკის კანონებს არღვევს.
“ტექნოლოგიური გასწრობანა” გრძელდება. Mitsubishi-ი ამ შეჯიბრში ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს. ფართე გამოყენება ჰპოვა კომპანიის აირის განაწილების სისტემამ და სარქველების აწევის სიმაღლემ MIVEC (Mitsubishi Innovative Valve lift and time Electronic Control). ლეგენდარულმა მრავალრეჟიმიანმა ტრანსმისიამ - Super Select Pajero, მიიღო ელექტრონული სისტემა MASTC. იგი შეითავსებს საბურავთშორისი დიფერენციალის “ელექტრონული” ბლოკირების ფუნქციებს და დინამიური სტაბილიზაციის სისტემებს.
კომპაქტურ Mitsubishi Colt-ში საჭის მართვის ელექტრული გამაძლიერებელი და რობოტიზირებული 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი - All Shift გაჩნდა.
ესე წინა თემები
=MITSUBISHI CLUB GEORGIA===MITSUBISHI CLUB GEORGIA==MITSUBISHI CLUBMITSUBISHI CLUBMITSUBISHI CLUB GEORGIAMITSUBISHI CLUB GEORGIAMITSUBISHI CLUB GEORGIAMITSUBISHI CLUB GEORGIAMITSUBISHI CLUB GEORGIAMitsubishi Club GeorgiaMitsubishi Club Georgia * * *
ეს უკვე მომავალი და ამჟამინდელი მხეცებიი



