http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-04-01/4976ჯერ პრეზენტაცია არ გამართულა წიგნის, რომელიც გრიგოლ რობაქიძის ჰიტლერს გაგაცნობთ.
ასეთი რაკურსითა და განცდით მისთვის არავის შეუხედავს. თუმცა, ყველაფერი, რაც წიგნშია და ჰიტლერს ეხება, იმდენად გააზრებული, დასაბუთებული და კონტექსტში მოქცეულია, რომ მკითხველს საშუალება ეძლევა ისტორიული პიროვნების ფსიქოტიპის დახასიათებას გაეცნოს.
გერმანისტებისთვის რობაქიძის ნაწარმოებების თარგმანთან შეხება საპასუხისმგებლოც აღმოჩნდა და საინტერესოც... მისი გერმანული ტექსტი ხელში პირველად ჩამივარდაო, გვითხრა ნანა გოგოლაშვილმა, რომელმაც "მუსოლინის" პრეზენტაციაზე აქცენტი გრიგოლ რობაქიძის ხატოვან სიტყვებზე, სიტყვათშეთანხმებებსა და მათი თარგმანის სირთულეზე გააკეთა. მთარგმნელების სასახელოდ და მკითხველის გასაგონად უნდა ითქვას, რომ პროფესიონალებმა საქმეს ოსტატურად გაართვეს თავი. გადმოქართულებული ტექსტი კარგად იკითხება და გრიგოლ რობაქიძისთვის დამახასიათებელი თხრობის სტილი და მანერულობაც შენარჩუნებულია.
"გრ. რობაქიძე სრულყოფილად ფლობდა გერმანულ ენას. ამას მოწმობს მისი გერმანულენოვანი შემოქმედება, მაგრამ მის ცნობიერებაზე მაინც მოქმედებს ის "პირველმდგენი", რომელიც ტექსტში ჩართულ ქართულ მაგალითებთან, ლეგენდებსა და გადმოცემებთან, ცალკეული ქართული სიტყვების ეტიმოლოგიასთან ერთად ტექსტის რიტმულ სვლებსა და შუქ-ჩრდილებში შეიცნობა. ეს გერმანულ-ქართული ლექსიკურ-ინტონაციური ნაზავი ქმნის გრ. რობაქიძის სტილს, რომელსაც გერმანელი მწერლები თუ გამომცემლები თავის დროზე ახალსა და უჩვეულოს უწოდებდნენ, ჩვენთვის კი ეს სტილი ქართულ ფესვებთან მის ღრმა კავშირის გამოვლინებაა", - წერს "ჰიტლერის" მთარგმნელი.
ამონარიდი წიგნიდან:
--------------------------------------
.....ასე დგას ადოლფ ჰიტლერი ქმნადობის სამყაროში – კონკრეტულ შემთხვევაში გერმანელების ხალხადგქევის პროცესში – როგორც დედამიწის ძალების გამღვიძებელი. ამ საქმეში იგი ქმედების ისტორიული ნიჭითაა გამორჩეული. ერთ მაგალითს მოვიყვან.
აქა–იქ გაიგონებტ, ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“ ხელისშემშლელი ფაქტორია საფრანგეთთან ურთიერთობის მოგვარების საქმეშიო. რამდენიმე წლის წინ, პირისპირ საუბარში ფრანგმა მწერალმა ბერნარ დე ჟუვენელმა ფიურერს მიმართა: „ მართალია, ფრანგები სუხარულით ვისმენთ თქვენს სამშვიდობო განცხადებებს, მაგრამ სამაგიეროდ სხვა, ნაკლებ გამამხნევებელი ამბებით შეშფოთებულნი ვართ. მაგალითად, თქვენს წიგნში „ჩემი ბრძოლა“ საფრანგეთზე ბევრი ცუდი რამ გაქვთ ნათქვამი. ეს წიგნი კი გერმანიაში ერთგვარ პოლიტიკურ ბიბლიად არის ქცეული. იგი იყიდება ისე, რომ არცერთი მომდევნო გამოცემის იმ ნაწილში, რომელიც საფრანგეთს ეხება, არავითარი შესწორება არ არის შეტანილი“.
ფიურერმა პასუხად ბრძანა: „ამ წიგნს რომ ვწერდი, მაშინ ციხეში ვიჯექი. ეს ის დრო იყო, როცა საფრანგეთის ჯარებმა რუროს ოლქი დაიკავეს. ეს გახლდათ ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი დაძაბულობის პერიოდი. დიახ, ჩვენ მტრები ვიყავით და მე, როგორც წესი და რიგია, ჩემი ქვეყნის მხარე მეჭირა, ისევე როგორც ორნახევარი წლის განმავლობაში ჩემი ქვეყნის დასაცავად სანგრებში ვიდქი და თქვენს წინააღმდეგ ვიბრძოდი. საკუთარი თავი შემძულდებოდა, კონფლიქტის დროს გერმანელად რომ არ მეგრძნო თავი, მაგრამ დღეს კონფლიქტის მიზეზი აღარ არსებობს. თქვენ გნებავთ ჩემი წიგნი მწერალივით ვასწორო, თავის წიგნის გადამუშავებულ ვარიანტს რომ გამოსცემს ხოლმე, მაგრამ მე მწერალი არ გახლავართ: მე პოლიტიკოსი ვარ. შესწორებები მე ჩემს საგარეო პოლიტიკაში შემაქვს, რომელიც დს ჩვენს ურთიერთობებზეა დამყარებული. თუ გერმანია – საფრანგეთის დაახლოება გამომივა, მაშინ ეს ღირსეული შესაწორება იქნება. შესწორება მე ისტორიის დიდი წიგნში შემაქვს“.
ჟამიდან ჟამზე უცხოელებისაგან ამ პასუხის შეფასება მომისმენის: მარჯვე პასუხიაო, ამბობენ და ალბათ, საფრანგეთშიც ასე შეაფასეს იგი. ვითომ მხოლოდ მარჯვე? ის ქვეყანა, სადაც სენ ლუი, ჟანა დარკი, ბლეზ პასკალი, მართალია, სხვა თანმიმდევრობით დალაგებულნი, მაგრამ მაინც როგორ მარად ნაყოფიერი ძალები, ხალხის შემოქმედებით უჯრედებს ასხივოსნებენ, ანუ ის იდუმალი საფრანგეთი, ფიირერის ერთჯერად გამონათქვამს სხვადასხვაგვარად გაიგებდა: ასე ის ადამიანი ...........
http://burusi.wordpress.com/2010/02/16/grigol-robakidze-13/ This post has been edited by monte cristo2009 on 12 May 2010, 08:29
მიმაგრებული სურათი