#34005116 · 21 Nov 2012, 09:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
PM-ში მომივიდა კითხვა, რომელზედაც აუცილებლად გავცემ აქ საჯაროდ პასუხს, საკითხი მართლაც საინტერესოა და ამიტომაც გადავწყვიტე მისი გასაჯაროება,ველი დანარჩენი იურისტების მოსაზრებებს, პასუხებს, ხოლო მე თვითონ ამ კითხვის ავტორს მოგვიანებით, საღამოს ვუპასუხებ, კითხვა ასე არის ფორმულირებული:
სალამი.
კითხვა მაქვს მოვალის გარანტიასთან დაკავშირებით და შეგიძლიათ დამეხმაროთ?
მაინტერესებს რა სხვაობაა მოვალის გარანტიასადა სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებს შორის. მაგალითად მხარეები შეთანსმდნენ სესხის ხელშეკრულებაზე. თუ არ შეასრულებდა თავის დროზე ვალდებულებას მოვალე ის კრედიტორს საკუთრებაში გასასცემდა მაგალითად რაიმე ნივთს (მოძრავს). ამ შემთხვევაში ასეთი შეთანხმება სანივთო უზრუვნელყოფაა ანუ გირავნობა თუ მოვალის გარანტია? 424 მუხლის მიხედვით მოვალის გარანტია არის როცა მოვალე კისრულობს რაიმე უპირობო მოქმედების ან ისეთი მოქმედების შესრულებას, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს. ზემოთ მოყვანილ მაგლითს მოვიყვან ისევ 424 მუხლთან მიმარტებაში: მხარეები შეთანხმდნენ სესხზე. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალე უპირობოდ კისრულობს ისეთი მოქმედების შესრულებას რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს- ამ შემთხვევაში კრედიტორს გადასცემს ნივთს. ანუ რომ წერია " კისრულობს რაიმე უპირობო მოქმედების ან ისეთი მოქმედების შესრულებას, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს" მოქმედების შესრულებაში ხომ შეიძლება იგულისხმებოდეს რაიმე ნივთის გადაცემა ან თუნდაც ფულის გადაცემა? ასე თუა რა სხვაობაა მაგალითად გირავნობას და გარანტიას შორის? * * * რადგან არავინ პასუხობს, ჩემს აზრს ვიტყვი.
QUOTE | მაინტერესებს რა სხვაობაა მოვალის გარანტიასადა სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებს შორის. მაგალითად მხარეები შეთანსმდნენ სესხის ხელშეკრულებაზე. თუ არ შეასრულებდა თავის დროზე ვალდებულებას მოვალე ის კრედიტორს საკუთრებაში გასასცემდა მაგალითად რაიმე ნივთს (მოძრავს). ამ შემთხვევაში ასეთი შეთანხმება სანივთო უზრუვნელყოფაა ანუ გირავნობა თუ მოვალის გარანტია? |
მოცემულ შემთხვევიდან ირკვევა რომ სესხს წერილობით გაფორმებული უზრუნველყოფა არ ახლავს – დაპირება იყო ზეპირი, გირავნობისთვის და მოვალის გარანტიისათვის კი აუცილებელია წერილობითი ფორმით მათი გაფორმება. ვიცით გირავნობის სახეები: მუხლი 255. გირავნობის სახეებია:ა) მფლობელობითი გირავნობა; ბ) რეგისტრირებული გირავნობა, ხოლო მუხლი 257. მფლობელობითი გირავნობა 1. მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით. 2. თუ ნივთი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მოგირავნის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მფლობელობაში, გირავნობის წარმოშობისათვის საკმარისია მხარეთა შეთანხმება. მუხლი 258. რეგისტრირებული გირავნობა 1. რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის. 2. გარიგებაში უნდა აღინიშნოს: ა) მისი შედგენის თარიღი; ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ; გ) გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა. თუ გირავნობის საგანია მთელი მოძრავი ქონება, მისი აღწერა არ მოითხოვება, თუკი მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა. 3. გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება კანონით. 31. ფინანსურ გირაოსთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ( 4. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამასთანავე, გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ: ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით; ბ) მოგირავნესა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დადებულია ხელშეკრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის თაობაზე.“; 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ანუ პირველ აბზაცში დასმულ კითხვაზე შეიძლება გაეცეს პასუხი, რომ ეს არც გირავნობაა და არც მოვალის გარანტიაა, რადგან ფორმის დაუცველად არის ორივე და კანონი ასეთ გარიგებას გარკვეულ შედეგებს უკავშირებს.
QUOTE | ისევ 424 მუხლთან მიმარტებაში: მხარეები შეთანხმდნენ სესხზე. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალე უპირობოდ კისრულობს ისეთი მოქმედების შესრულებას რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს- ამ შემთხვევაში კრედიტორს გადასცემს ნივთს. ანუ რომ წერია " კისრულობს რაიმე უპირობო მოქმედების ან ისეთი მოქმედების შესრულებას, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს" მოქმედების შესრულებაში ხომ შეიძლება იგულისხმებოდეს რაიმე ნივთის გადაცემა ან თუნდაც ფულის გადაცემა? ასე თუა რა სხვაობაა მაგალითად გირავნობას და გარანტიას შორის? |
ფულის გადაცემა შესაძლებელია შეუსრულებელ ვალდებულების გამო სავსებით, მაგრამ ეს ზედმეტად არ უნდა ავალდებულებდეს მოვალეს (425 მუხლი), აქ არის ნივთთან მიმართებაში საინტერესო მომენტი, კანონი არ კრძალავს რომ შესრულება მოხდეს ნივთის გადაცემით, მაგრამ ეს არ არის არცერთ შემთხვევაში არც იპოთეკა (უძრავზე) და არც გირავნობა (მოძრავზე) თუ რატომ ეს ზემოთ მივუთითე.
თავად მოცემული კითხვის ზოგადი ანალიზის საფუძველზე შემიძლია ვთქვა რომ ეს არის საბლანკო (არაუზრუნველყოფილი) სასესხო ურთიერთობა რადგან თავად მოვალის გარანტიაც კი ფორმის დაუცველად არის.
--------------------
Я материалист, не верю в жизнь после смерти, а сама жизнь коротка, и я не хочу делать ничего, что ограничивает мою свободу. Я вообще не люблю быть в центре внимания, не люблю праздников, никогда дажене отмечаю свой день рождения. Борис Иванишвили http://forum.klerk.ru/archive/index.php/t-46943.html
|