რუსეთში ახალი საგარეო პოლიტიკური დოქტრინა შეიმუშავეს, რომლის მიზანია, რუსეთის ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესება. საგარეო უწყებაში შემუშავებული პროექტი - ”საგარეო პოლიტიკური ფაქტორების ეფექტური გამოყენება რუსეთის ფედერაციის გრძელვადიანი განვითარებისთვის” უკვე მოიწონა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, წერს ჟურნალი ”რუსსკი Newsweek”, რომელსაც დოკუმენტი ჩაუვარდა ხელში.
დოკუმენტი რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელთა შიდა მოხმარებისთვის არის შექმნილი, უფრო მეტიც, მას ყველა დიპლომატიც კი არ იცნობს.
რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესდა, - აღნიშნავს ჟურნალის ინკოგნიტო წყარო რუსეთის საგარეო უწყებიდან. აშშ-ისა და რუსეთის ბოლო მოლაპარაკებების დროს აშშ-ის დიპლომატები საქართველოს აღარ ახსენებენ და რუსებს იმაშიც კი ეთანხმებიან, რომ ომი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მიერ იყო პროვოცირებული, ვინაიდან საქართველოს ლიდერი დროულად არ შეაჩერა.
გარდა ამისა, ობამამ გასულ კვირას მედვედევი ვაშინგტონში ოფიციალურად მიიწვია. ვიზიტი შესაძლოა ივნისში შედგეს. თუ შეხვედრა წარმატებით დასრულდება, რუსეთი წლის ბოლოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდება.
როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ინოვაციების მოდერნიზაციისთვის საჭირო თანხების არარსებობამ განაპირობა. კრიზისმა აჩვენა, რომ რუსეთს დამოუკიდებლად განვითრება არ შეუძლია, ამიტომ ვინმეს უნდა დაეყრდნოს, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
http://www.ambebi.ge/politika/20286-ruseth...eimushaves.htmlწავიდა რუსეთიც დასავლეთისკენ?
This post has been edited by ironshota on 12 May 2010, 20:11