ჰოდა რა ხდება ეხლა..ორშაბათს მაქვს პრეზენტაცია,უნდა შევთავაზოთ ბანკს ახალი ანაბარი,ჰოდა ეს მოვიფიქრეთ და წაიკითხეთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი

აი რაში მდგომარეობს საკითხი :
გინდათ თქვენი მაგისტრატურა ბანკმა დაგიფინანსოთ?შეიტანეთ ყოველთვიურად 4 წლის განმავლობაში 100 ან 50 ლარი,ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ გექნებათ შესაბამისად 4800 ან 2400 ლარი რომელიც საკმარისი იქნება თქვენი პირველი წლის მაგისტრატურისთვის, ხოლო მეორე წლის მაგისტრატურას ბანკი დაგიფინასებთ 100 ლარის შემთხვევაში მთლიანად ,ხოლო 50 ლარის შემთხვევაში ნახევარს.
დაგჭირდათ თანხა?გაიტანეთ ნებისმიერ დროს 12% იანი სტუდენტური სესხის პირობებში
სად იშოვოთ ანაბარზე შესატანი თანხა?ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს შენს დასაქმებას, შენ მიერ გახსნილი სტუდენტური ანაბრით შენი მომავალი განათლების სრულყოფაში დაგეხმარება.
დაფიქრდით და ხმა მიეცით, გამოიყენებდით თუ არა ბანკის ასეთ შემოთავაზებას?
კარგს იზამთ,თუ განმიმარტავთ თქვენს არჩევანს

წინასწარ მადლობა

caqtus გამოკითხვაში ის მოაშორე რა
This post has been edited by NikoloZoid on 12 May 2010, 14:07