ის თემა დახურული დამხვდა და იძულებული ვარ,ცალკე თემა გავხსნა.
რამდენეიმე სიტყვა იუზერ 098 -ს და მერე "ლიბერალებს" ვეტყვი 1-2 სიტყვას.
"აი" და "უი" არ გვინდა,მითუმეტეს მაშინ,როცა წარმოდგენა არ გაქვს,რაზე საუბრობ.
კიდევ მე ვურევ?! ისიც ვერ გაგიგია,კოლაბორაციონიზმი რას ნიშნავს და ლიბერალიზმი რა არის.
დავიწყოთ იქიდან,რომ ლიბერალიზმი არის იდეოლოგია,რომლის ძირითადი ღირებულება ადამიანის თავისუფლებაა(კანონის ფარგლებში).
კოლაბორაციონიზმი(რასაც შენ გულსიხმობ და რა დატვირთვაც მიეცა ამ სიტყვას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ) არის მტერთან თანამშრომლობა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება,რომელიც დასჯადია (საქართველოს) კანონმდებლობით.
რატომ არ იჭერენ ქეთა თოფურიას,თუ კოლაბორაციონისტია?
ხომ თანამშრომლობს საქართველოს მტრებთან და ეწევა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს(შენი აზრით),მაშინ რატომ არ იჭერენ?(ან ქეთი დოლიძეს,გურანდა გაბუნიას და ა.შ.,ბურჯანაძესა და ნოღაიდელზე აღარაფერს ვამბობ)
იქნებ ამიხსნა,რატომ არ ეტევა თოფურიას ქმედებები ლიბერალიზმის ჩარჩოებში? "აი","უი" და ურაპატრიოტიზმის გარეშე,თუ შეიძლება.
რამეს აშავებს ის გოგო? რომელი მუხლით გაასამართლებდი,შენი ნება რომ იყოს?
მღერის თავისთვის,თუნდაც წითელ მოედანზე.ეს არ ჯდება ლიბერალიზმის გაგებაში და,სიტყვაზე, ვინმე თუ მარიამ ღვთისმშობელს გააპარიზ ჰილტონებს თავის ბნელ ფანტაზიებში,რომელსაც მერე ქაღალდზე გადაიტანს და გრანდიოზილ პრეზენტაციასაც მოაწყობს(მოაწყობინებენ) ერთ-ერთ უნივერსიტეტში "ბნელი გურჯების" გასანათლებლად,ან ვინმე თუ საქართველოს ამოუტრიალებს დედის გენიტალიებს დღეში სამჯერ - ეს ლიბერალიზმია და კაი როჟად ჩაითვლები?!
ორმაგი სტანდარტები ასწორებს?
რაის ლიბერალები?! თქვენ ხართ პაპსავიკები.ლიბერალიზმის მნიშვნელობაც ვერ გაგიგიათ,მარტო ”დასვალური ღირებულებების”(ეს ცალკე სალაპარაკო თემაა) გამოვლენა გგონიათ ლიბერალიზმი.
რაც შეეხება პროპაგანდას - დიახ,პროპაგანდა იყო.სადმე ანდერგრაუნდში რომ გაეკეთებინა ნაკლებხმაურიანი პრეზენტაცია,ეს კიდევ არ ჩაითვლებოდა პროპაგანდად,მაგრამ რა სახის ”მიღებაც” მოეწყო "ილიაუნიში",რა სტუმრებიც იყვნენ მიწვეულნი,რა რეზონანსის გამომწვევიც იყო ჩანასახშივე ეგ ”პროექტი” და რა ამონარიდებზე გაკეთდა აქცენტი წიგნის პრეზენტაციისას - ეს ყველაფერი მაძლევს უფლებას ვიფიქრო,რომ,დიახ,ინცესტის ღია პროპაგანდა იყო,და ინცესტით დაკავდითო,ამის მოწოდება რომ არ ყოფილა პირდაპირ,ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.
იქნებ თქვენს საყვარელ ვიკიპედიაში მაინც ნახოთ,რას ნიშნავს სიტყვა "ლიბერალიზმი",ა?
ეს ჭყიპინა (ე.წ. მემარცხენე ლიბერალები,თუმცა,სხვა სახის ლიბერალები საქართელოში არც არსებობენ) მაგარი ”სტრანნი” ორგანიზმები არიან.დედა უტირეს მაგ სიტყვას და დაამახინჯეს მისი არსი.თვალშისაცემი რომ არ იყოს ორმაგი სტანდარტი და ცალკარას არ უბერავდნენ,ხმასაც არ ამოვიღებდი,მაგრამ ”ლიბერალიზმით” სპეკულირებას მოეშვან.ეგენი ისეთი ლიბერალები არიან,როგორც მე ვარ გლობალისტი.ყველა ”სუსტი აღნაგობის” დაჩაგრული და ეგზოტიკური ”ნიჭიერი” ბიჭუნა ლიბერალობას ნუ დაიბრალებს,ძალიან გთხოვთ.
გუშინ პატივცემულმა თანაფორუმელმა,ალან პომ,ჩემს კითხვაზე, თუ რა ეგონა ეს ყბადაღებული და მითოსური(ხო,მითიური კი არა,მითოსური) დასვალური ღირებულებები,ვიკიპედიის ბმული დამიდო დემოკრატიაზე.გავოგნდი.ჯერ ერთი,დემოკრატია დასვალური ღირებულება არაა.ლიბერალურ დერმოკრატიაში ნუ ვურევთ.დემოკრატია აქვთ,მაგალითად,ირანშიც.იქ ხალხმა გადაწყვიტა,რა სახის ქვეყანა უნდოდათ და,მოგწონთ თუ არა, ეს მათი არჩევანი იყო.კი,დასავლეთში თვლიან,რომ ერთადერთი და ჭეშმარიტი დემოკრატია არის ლიბერალური დემოკრატია,და რომ დანარჩენი სახის დემოკრატიები მხოლოდ ქაღალდზე არსებობს,კლასიფიკაციაშია შეტანილი,როგორც დემოკრატიათა სახეობების ისტორიული სახელები და მეტი არაფერი,მაგრამ დასავლეთი და ამერიკა არაა მთელი სამყარო,21-ე საუკუნეში მითუმეტეს.ასე რომ,დასვალურ ღირებულებებს არაფერი ესაქმება სიტყვა დემოკრატიასთან,როგორც ასეთი.
ისე,აქ რომ წერენ,დასავლური ღირებულებები არასწორად დაინერგა და კრახი განიცადაო,ესეც არ მიმაჩნია მართებულად.ყველაგან ეგეთია ეს ”დასავლური ღირებულებები” და არაფრით განსხვავდება საქართველოში დანერგილ ”დასვალურ ღირებულებებთან”.რაც არის,ეგა არის ყველგან.ვარდისფრად ვუყურებთ,მგონი,ამ ”დასავლურ ღირებულებებს”...
პ.ს. არავინ გართმევთ "დასავლურ ღირებულებებსა" და ლედი გაგას,დამშვიდდით