presa.ge ს ვათვალიერებდი და ასეთ სტატიას გადავაწყდი
[თემურ დოლიძე]
სააკაშვილისა და შაშკინის საგანმანათლებლო ინიციატივებს მოწინააღმდეგეები მრავლად გამოუჩნდნენ. განსაკუთრებით კრიტიკას იმსახურებს სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა, რომელიც ფსიქოლოგების აზრით, ბავშვის ფსიქიკას კარგს არაფერს უქადის.
1-ლი სექტემბრიდან საქართველოს ყველა სკოლაში იმუშავებს ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნიდან ჩამოიყვანენ. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ პედაგოგებს ბიუჯეტიდან ხელფასს არ დაუფინანსებდნენ, მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, მათ სახელმწიფო ქართველ კოლეგებზე მეტს გადაუხდიან. უცხოელი მასწავლებლები ბიუჯეტიდან 500-500 ლარს მიიღებენ.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ინგლისურის სწავლება მეხუთე კლასის ნაცვლად, პირველი კლასიდან დაიწყება.
ნებისმიერი საგნის პედაგოგს, რომელმაც იცის ინგლისური ენა და კომპიუტერი, ხელფასზე დანამატი დაერიცხება.ყველა პირველკლასელს ახალი სასწავლო წლიდან საჩუქრად გადასცემენ საბავშვო კომპიუტერს, რომელიც სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის დამზადდა და მასში ჩატვირთულია ახალი სასწავლო წლის მთლიანი პროგრამა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოულოდნელი ინიციატივები სულ რაღაც ერთი თვის წინ „ისროლა“ და განათლების სამინისტრომ ელვის უსწრაფესად „დაიჭირა“. სექტემბრიადნ შაშკინი და მისი რაზმი კომპიუტერიზაციის ახალი პროექტის პილოტირებას იწყებს, რომელიც თავდაპირველად ბათუმის, ზუგდიდისა და წეროვანის ყველა, ასევე თბილისისა და ქუთაისის სამ-სამ სკოლაში განხორციელდება.
საპილოტე სკოლების ყველა პირველკლასელს სექტემბერში წიგნებთან ერთად, XO მინი ნეტ-ბუქები დაურიგდებათ, რომელშიც სპეციალური სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები იქნება ჩატვირთული.
„რაც შეეხება დაფინანსებას, პროექტი დამუშავების პროცესშია და შესაბამისად, ბიუჯეტი საბოლოოდ დაზუსტებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ, პროექტის ბიუჯეტი
რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. ჯამში პილოტირებისთვის 2500 კომპიუტერის შეძენა იგეგმება“, - აცხადებენ სამინისტროში.
სააგენტო „პირველის“ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, XO მინი-ს ტიპის კომპიუტერის საბაზრო ფასი 199 აშშ დოლარს შეადგენს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ პროექტის პილოტირებისთვის მხოლოდ კომპიუტერების ჩამოსატანად 497 500 აშშ დოლარი დასჭირდება.
თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ასევე მიაჩნიათ, რომ სწავლებაში კომპიუტერის მინიმალური დოზით ჩართვა ძალიან კარგია, მაგრამ თუ კომპიუტერების მოხმარება სკოლებში ინტენსიურად დაიწყება, ეს ბავშვების ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს.
„დღეს სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვები კომპიუტერისაგან, ასე ვთქვათ, ისვენებენ. აქ ისინი მთლიანად სწავლაზე არიან გადართულები. საჭიროა, ბავშვებმა ჯერ წიგნთან მუშაობა ისწავლონ. წიგნი და რვეული აუცილებელია წერა-კითხვის შესასწავლად. ბავშვმა რვეულში უნდა ისწავლოს თითოეული ასოს წერა. რა თქმა უნდა, კომპიუტერი კარგია, მაგრამ მისი წილი მინიმალური უნდა იყოს, განსაკუთრებით - დაწყებით კლასებში“, - აცხადებს 51-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების სასწავლო ნაწილის გამგე ნანა გიორგობიანი.
სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამას უარყოფითად აფასებენ ფსიქოლოგებიც. „ამ საკითხს კომენტარი არ სჭირდება, რადგან ბავშვისთვის პირველი კლასიდანვე კომპიუტერის მუდმივი გამოყენება ყოვლად დაუშვებელია. როგორც არ შეიძლება, 10 წლის ბავშვმა შვილი გააჩინოს, ისე პირველი კლასიდანვე კომპიუტერის მუდმივი გამოყენება დაუშვებელია, რადგან ეს ბავშვის ფსიქიკაზე ნეგატიურად მოქმედებს. 6-7 წლის ასაკში, როდესაც ბავშვი პირველ კლასში შედის, მისი ცნობიერება ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და ამიტომ ამ ასაკში ბავშვი ზედმეტი ინფორმაციით არ უნდა გადაიტვირთოს“, - განაცხადა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ლია სვანიძემ.
მისივე თქმით, უფრო მაღალ კლასებშიც ამ სიახლის დანერგვის მიზანშეწონილობას და შესაძლო შედეგებს ღრმა და საფუძვლიანი ანალიზი სჭირება, რადგან „მნიშვნელოვანია, სწავლება ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობით წარიმართოს“.
წყარო:
http://presa.ge/index.php?text=news&i=10820ესეიგი რა გამოდის,მოსწავლეები,ამ შემთხვევაში ჯერ მარტო პირველკლესელები სრულ კომპიუტერულ სწავლებაზე გადავლენ,ამის შემდეგ უფრო შესძულდებათ წიგნი,მასწავლებლები რომლებიც არ ფლობენ ინგლისურს დაიჩაგრებიან(ვითომ ეხლა არ იჩაგრებიან).
ვერ ვხვდები ეს იდეა რას ნიშნავს,თაობას ღუპავენ, "ევროპას" ეტენებიან თუ კიდევ უფრო გააფრინეს?