16 წლის ნინო იმნაიშვილს სარეაბილიტაციო მკურნალობისთვის დახმარება სჭირდება
16 წლის ნინო იმნაიშვილს მძიმე ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობისთვის დახმარება სჭირდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იმნაიშვილის ოჯახის მეგობარმა, დოდო თაყაიშვილმა განუცხადა.
"10 იანვარს ნინო იმნაიშვილს თავში მოულოდნელად ერთდროულად ოთხი ანევრიზმა გაუსკდა. მას წმინდა მიხაილის საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს და ხუთიდან ოთხი ანევრიზმა მოაშორეს, მეხუთე კი დაბლოკეს. ამის შემდეგ ნინოს კიდურების მოძრაობა შეუძლია, თუმცა არაკონტაქტურია. ექიმების განცხადებით, მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭრიდება, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ოჯახს ბოლომდე არ დაუფარავს ოპერაციის ხარჯებიც", - განაცხადა დოდო თაყაიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ნინო იმნაიშვილის დასახმარებლად 17 მაისს მარჯანიშვილის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები ~ნიკოლ-შოუ~ და ~მგზავრები~, სალომე კორკოტაშვილი და სხვა ქართველი შემსრულებლები.
პაციენტის დახმარების მსურველებს "ბილაინიდან" და "ჯეოსელიდან" შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 700 596, ზარის ღირებულება 1 ლარია. ასევე გახსნილია საბანკო ანგარიში TBC ბანკში – ge76 tb56 202 360 101 000 57.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1ვისაც შეეძლება