ძალიან ბევრჯერ მოვხვდი ამ ბოლო დროს სუფრებზე სადაც თამადა ან ნებისმიერი წევრი უკვე კარგად შეზარხოშებულზე ოფლი რომ ასხავს უკვე ზედმეტი ალკოჰოლისგან წამოდგება ჩაახველებს თვალებს ზეცაში სასოებით აღაპყრობს და პატრიარქის ჯანმრთელობას და კარგად და დიდხანს ყოფნას მუხლმოდრეკილი ევედრება უფალს.
ბლა... ბლა... ბლა...
კიდევ რაღაცეებს ეტყვის ღმერთს ბოლოს დაეშვება სუფრაზე გაბადრული და ბოლომდე გამოცლის...
(აქეთ იქიდან ხმები: ამინ.... აააამინ.... ეგ რომ არ გვყავდეს დავიღუპებოდით და ა.შ)
ხოდა ამ დროს ზურგი მეწვის :/ რატო არ ვიცი .
აი ვერ ვსვამ მაგ სადღეგრძელოს და მომკალით. რაღაცნაირად მგონია რომ მარიაჟობის გამო იძახიან უბრალოდ ...
პატრიარქის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ამიტომ უაზრო პოსტები ჩემი მისამართით არ დავინახო !
უბრალოდ მაინტერესებთ თქვენც თუ გემართებათ ესეთი რამე
ან ვინც სვამთ რატომ სვამთ ... ადრე ხომ არ სვამდით

არანაირად არაა პროვოკაციული თემა და უბრალოდ ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ
2001 წელია. მირეკავს მეგობარი ევროპის ერთერთი ქვეყნიდან და მთხოვს, პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვ იქნებ გაიხსენო, გიორგაძემ შევარდნაძეს ტერაქტი, ზუსტად რომელ რიცხვში მოუწყო, კომისიას ვუმტკიცებ, რომ შევარდნაძის მანქანაში ვიჯექიო :) © გიორგი ჯანელიძე