ახალი თემას გილოცავთ
გაედევნება აბღავლებულ სულს ჩემი სევდაც,
მიეხეთქება გაგიჟებულ კლდეს ოცნებები.
ნეტა,ოდესმე თუ ვიქნები მახლობლად შენთან,
ნეტა,ერთხელ თუ მაინც სადმე მოგაგონდები.
გადაიარა შემოდგომის მკაცრმა წვიმებმა
ახლა სარკმელთან თოვლი სახლობს, როგორც ბეღურა
შენმა ფეხის ხმამ ჩემი ჩუმი ტკივილი გახსნა
და მონატრება საბანივით გადამახურა.
(ლ.ბერძენიშვილი)