ბევრი ვიფიქე თუ ცოტა ვიფიქრე საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი რომ ჩემი საქმე არაა საიტის გაკეთება არ გაკეთების ამბავი და ამიტომაც http://dinamotbilisi.ucoz.org/ ფან საიტად მონათლული ვებ გვერდი ჩემივე სურვილით იქნა შექმნილი და ჩემივე სურვილით უქმდება... მადლობა იმ 134 კაც რომელიც 24 საათის მანძილზე ეწვია ჩემს მიერ გაკეთებულ ვებ გვერდს.ხო ეს ინტერვიუ იყოს აქ ეს რატომ უნდა დაიკარგო?!
გიორგი თექთურმანიძე "დინამოში" გამოჩენის დღიდან უფრო და უფრო დიდ ყურადღებას იქცევს.თამაშიდან თამაშამდე უფრო და უფრო უმატებს და ქუმაგთა კეთილ განწყობას იმსახურებს.მისი პროგრესი არ გამორჩათ არც ნაკრებისი მესვეურებს და გორგი უკვე ასაკობრივ ნაკრებშიც გამოიძახეს.ამ და სხვა საკითხებს გარშემო,ჩვენი საიტი გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გიორგი თექთურმანიძესთან.
–როდესაც გაიგე,რომ შენით დინამო თბილისი იყო დაინტერესებული,რა რეაქცია გქონდა?
–ნუ,რათქმა უნდა,დადებითი რეაქცია მქონდა... როდესაც შენით ქვეყნის საუკეთესო გუნდი ინტერესდება,შეუძლებელია აქ დადებითის გარდა სხვა რაიმე ემოცია დაგეუფლოს.
–როგორი იყო გუნდთან ადაპტაციის პერიოდი?! ხომ არ გაგიჭირდა უფროს და გამოცდილ კოლეგებთან ურთიერთობა?!
–უფროს და გამოცდილ კოლეგებთან ურთიერთობა დინამოში მოსვლამდეც მიწევდა,ამიტომაც არანაირი პრობლემა არ შემქნია.რაც შეეხება ადაპტაციას არ იყო ეს პერიოდი ჩემთვის რთული,რაღათქმა უნდა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ისეტ გუნდში თამაში სადაც წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ... დღეს დღეისობით კი ექვსი და უფრო მეტი სხვადასხვა ნაკრების კანდიდატის გვერდით თამაში მიწევს,თუმცა კიდევ ერთხლ აღვნიშნავ,რომ ადაპტაციის პერიოდი იოლად დავძლიე.
–ნაკრების თემა ახსენე და არ შეიძლება რომ არ შევეხოთ ამ საკითხს,როგორც ჩვენთვის ცნობილია შენ გამოგიძახეს ნაკრებში... რას გვეტყვი ამაზე?
–25 კაციან შემადგენლობაში შემყვანა ბატონმა ოთარ გაბელიამ.რათქმა უნდა მოხარული ვარ,ეს დიდ პატივთან ერთად,დიდი პასუხისმგებლობაცაა.ყვექნის ნაკრების მაისურის მორგება ხომ ერთობ პრესტიჟული და ერთობ საოცნებო ხვედრია?! თავს და ძალ–ღონეს არ დავზოგავ ამ შანსს მაქსიმალურად გამოვიყენებ,მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ნაკრების ხელმძღვანელობას დიდი მადლობა გადავუხადო.
–მოდი ისევ დინამოს დავუბრუნდეთ,გუნდმა უკვე გაინაღდა მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები... წინ კი თასის ფინალი გელით 26 მაისს,ფინალისთვის ერთობ უცნაურ დროს 14:00 საათზე... რას იტყვი ზოგადად ფინალის შესახებ?
–ფინალში ალბათ ორი ღირსეული გუნდი მოხვდა.ქართული რეალობიდან გამომდინარე,ქვეყნის თასის ფინალი ერთადერთია,რომელზეც ხალხი ასე თუ ისე დადის,დიდი აჟიოტაჟი და დაძაბულობა ახლავს მუდამ... ფინალი ორ საათზე დანიშნეს,ვგონებ უკეთესი იქნებოდა მატჩი,როგორც თავიდან იყო გადაწყვეტილი ჩატარებულიყო საღამოს შვიდ საათზე.თუმცა ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით,იმ დროს უნდა ვითამაშოტ,რა დროსაც შესაბამისი უწყება დაადგენს,ჩვენი ვალია ვიბრძოლოთ მოედანზე გამარჯვებისთვის.რაც შეეხება მეტოქეს,"ვიტ ჯორჯია" კარგი გუნდია,კარგი სამწვრთნელო სტაბით და ვგონებ ძალიან საინტერესო ფინალის მომსწრე გახდება სტადიონზე მოსული ქომაგი.შანსებს კი თანაბრად 50–50–ზე შევაფასებდი.
–შენს პირველ ტიტულთან ხარ ძალიან ახლოს... თუ ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანე რა რეაქცია გექნება?!
–გოლის გატანა უდიდესი სიახარულია,მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან თამაშში,თუმცა გოლს ვინ გაიტანს ამას ტაბლოსთვის არ აქვს მნიშვნელობა,მთავარია დინამომ მოიგოს და სასურველ შედეგს მიაღწიოს და გოლს მე გავიტან თუ სხვა,რომელიმე ჩემი თანაგუნდელი ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.გუნდი იგებს და გუნდი აგებს... მთავარია დინამომ მოიგოს.
–ევროთასებზე აქამდე არ გითამაშია... როგორი იმედებით ელი მომავალ ევროპულ სეზონს?
–ევროტურნირები ყბელა ფეხბურთელისთვის დიდი სკოლაა,აქ დიდ გამოცდილებას ღებულობს თითოეული მოთამაშე და ზუსტად ასეთ შეხვედრებში ჩანს რეალური ძალა გუნდისა.აქ რეალურად დაინახავ თუ რით სჯობიხარ სხვა ქვეყნის გუნდს და რით გჯობიან ისინი... ამ ეტაპზე არ ღის პროგნოზების კეთება,მითუმეტეს წინ თასის ფინალია...
–გასაგებია,რომ აქცენტს მეათეჯერ საქართველოს თასის მოპოვებაზე აკეთებს გუნდი,მაგრამ მაინც მინდა გკითხო,შენი აზრით,რა პოტენციალი გააჩნია გუნდს ევროასპარეზზე?
–გუნდის პოტენციალი საკმაოდ დიდია,ეს ჩემპიონატის მეორე ნახევარმაც კარგად გვაჩვენა.ჩვენ ყველა კონკურენტთან სასურველ შედეგს მივაღწიეთ.ასევე საკმაოდ დიდი შანსია,რომ გუნდმა ევროტურნირებზე საკმაოდ შორს გააღწიოს,ამ ყველაფერს კი მომავალი გვიჩვენებს.
–დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.
–დიდი მადლობა თქვენც,გლადიატორები და დინამო მარად ერთად!
ავტორი:
ირაკლი ხვედელიანი