მოკლედ ეხლა მოვდივარ სპექტაკლიდან
ვაღიარებ რო არ მიყვარს თეატრი
უფროსწორედ ალბათ არ მესმის ბოლომდე
ვიცი რო ცუდია ეგ

ნუ მარა რას ვიზამ

ჰოდა მიუხედავად მაგისა საკმაოდ ვარ სპექტაკლებზე ნამყოფი
ეხლა პრობლემა რაშია
დავუშვად რაღაც სცენაა, ჩვეულებრივი...... ნერვები მეშლება მსახიობების ზედმეტ ემოციებზე..... რაღაც ხელოვნური გამოდის ყველაფერს უტრირებას რო უკეთებენ

მგონოა ხოლმე რო შუა ქალაქს ვუყურებ
უგემოვნოდ მეჩვენება ხოლმე ეგ ყველაფერი
მესმის რო თეატრის სპეციფიკაა ეგ, მარა არ შეიძლება როგორც კინოშია მასე იყოს?
შეიძლება არსებობს ეგეთი ჟანრიც არ ვიცი
ანუ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოვებული და ისე მოიქცეს ყველა, როგორც მართლა მოხდებოდა
ეხლა ეს რო დავწერე ვიცი სისულელეა და ჩემი ერთ ერთი ,,მე" ჩემ სხვა ,,მე" -ს დაცინის

ამიტმ თქვენც იგივეს ნუ გააკეთებთ აღარაა საჭირო

მოკლედ ვინც მიხვდით რა მინდა, ან კომპეტენტური ხართ მაგ საქმეში გთხოვთ განმანათლოთ ცოტა