#19651624 · 17 May 2010, 14:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორ მივაღწიოთ წარმატებას? ეს კითხვა მეტად აქტუალურია დღევანდელ სამყაროში, ამაზე ფიქრობენ ადამიანები, მუშაობენ ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ბიზნეს კონსულტანტები, ადამიანური რესურსის მართვის სპეციალისტები(HR). ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ცოდნა და ვიცით სხვები როგორ აღწევენ წარმატებას, მაგრამ ჩვენ თვითონ არ ვიცით ეს ცოდნა როგორ გამოვიყენოთ. თქვენი აზრით როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას? რა უნდა შეგეძლოს და რას უნდა ხედავდე? მკვეთრად დანახული მიზანი სწორედ ერთი ნაბიჯია წარმატებისაკენ ამას მიჩვენებს ჩემი გამოცდილება (და არა მარტო ჩემი) ანუ რა მინდა მე? მართლა მინდა ეს თუ ისე რა? შემდეგი ეტაპია რას ვაკეთებ ამისთვის? რა ან ვინ დამეხმარება ამის მიღწევაში? მთავარი რაც ამ ბოლო კითხვაშია რა რესურსები გამაჩნია ან შესაძლოა გამაჩნდეს მომავალში? მკვეთრად უნდა ვიცოდეთ რა გვინდა მართლა და წარმატების მიღწევის შანსები მკვეთრად იზრდება ამ დროს! სცადეთ! - ოფიციანტო! რა მომოტანეთ ყავა თუ საპნის ნაბანი? - და თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ გაარჩიოთ? –პასუხობს ოფიციანტი - არა - მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ამას თქვენთვის? თუ კი პიროვნება კარგად გაერკვევა საკუთარ ნამდვილ სურვილებში ამით დიდ ნაბიჭს დგავს წარმატებისკენ სავალ გზაზე. გაგრძელება იქნება...
This post has been edited by Showman on 17 May 2010, 14:53
--------------------
ცხოვრება მშვენიერია!
|