არ შეიძლება ერი თავს ქრისტეს აკუთვნებდეს და იმავე დროს ასეთი წარმართული ცხოვრებით აგრძელებდეს არსებობას.
კომუნისტების დროს გასაგებია რატომ სჭირდებოდათ ეს პანთეონები,მაგრამ ამ გაგანია "რელიგიური და თავისუფლების აღმავლობის" პერიოდში შეიძლება ისევ იგივე იდეალებით აგრძელებდე ხალხის ზომბირებას?
ჩემს ბავშვობაში მთაწმინდა მეგონა სამოთხე, სადაც მხოლოდ რჩეულებს ჰქონდათ პატივი განსვენებისა.ეს ადგილი იყო დამსახურების უმაღლესი მწვერვალი ქართული ელიტისა, რომელსაც
ნატრობდა და მიელტვოდა რიგითი ბოგანო.
პ.ს. პანთეონი (ლათ. Pantheon < ბერძ. Pantheion < pan - ყველა - theos - ღმერთი).
-------------------------
http://presa.ge/index.php?text=news&i=10918მუხრან მაჭავარიანს მთაწმინდაზე დაკრძალავენ
სიახლე — თავფურცელი
14:53 18.05.2010
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[ინტერპრესნიუსი]
მუხრან მაჭავარიანს მთაწმინდაზე დაკრძალავენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, გიგი უგულავამ ფილარმონიაში, წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე განაცხადა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, მერიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი ოთარ ჭილაძის დაკრძალვის შემდეგ დაიხურა, ვინაიდან იქ, პრაქტიკულად, ადგილი აღარ არის, თუმცა ეს გადაწყვეტილება მერიამ მუხრან მაჭავარიანისთვის გამონაკლისად დაუშვა.
“ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ისეთი გამორჩეული პოეტი და საზოგადო მოღვაწე, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ეროვნული მოძრაობა, ქართული ლექსის სხვა სიმაღლესა და რანგში აყვანა, უნდა გამოინახოს ადგილი მთაწმინდაზე. ჩვენ რევიზია გავუკეთეთ ჩვენსავე გადაწყვეტილებას, ოჯახთან ერთად მოვილაპარაკეთ, რომ მუხრან მაჭავარიანი დაიკრძალება მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში”, - აღნიშნა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, ოჯახთან ერთად მერიის წარმომადგენლები მთაწმინდის პანთეონში ადგილს არჩევენ.