დღესდღეობით საქართველოში მასმედია მოიცავს უამრავ წვრილ თუ შედარებით მსხვილ განშტოებებს როგორებიცაა: გაზეთები, ჟურნალები, გამომცემლობები, რადიო და ბოლოს ტელევიზია. მათგან პოპულარული ყველა როდია. საინტერესოა რა განაპირობებს მათ პოპულარობას? დახვეწილი და გემოვნებიანი დიზაინი, ინტერიერი და პროგრამა, თუ სიმართლის თვალით დანახული ახალი ამბები?
დღესდღეობით საზოგადოებაში სხვადასხვა აზრი ტრიალებს მასმედიის თაობაზე, ზოგს მიაჩნია რომ მასმედია კორუმპირებულია, ხოლო ზოგიც თვლის რომ პირიქით სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს ღაღადებენ. საინტერესოა ამ ორიდან რომელი შეესაბამება ჭეშმარიტებას?! თავისუფალი მასმედია ხალხში არ უნდა ავრცელებდეს ცრუ ინფორმაციას, რაიმე მოვლენის შესახებ, მითუმეტეს თუ ეს ინფორმაცია მსოფლიო მნიშვნელობისაა ან სულაც კონკრეტული ინდივიდის შეურაწმყოფელია და ა.შ.
ტელეკომპანია იმედის ეთერში 13 მარტს გასულმა მოდელირებულმა ქრონიკამ ცხადყო ტელეკომპანიის ზრახვები და ამოცანები. საზოგადოების დიდ ნაწილს გაუცრუვდა "იმედი" და მეტიც დაკარგა ნდობა. დღესდღეობით საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს რომ ტელეკომპანია იმედი უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან იმართება. ასეთი რამ რომ სხვა რომელიმე ტელევიზიას გაეკეთებინა, ცხადია იგივენაირად დაკარგავდა საზოგადოების ნდობას როგორც ეს დაკარგა იმედმა. ერთ დროს მედსენატ ბადრი პატარკაციშვილის ოცნება, ის რომ იმედი გამხდარიყო ნომერ პირველი სიმართლისა და "თავისუფალი აზრის ტელევიზია" სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს, რაც ძალზეც საწყენი მოვლენაა.
თავისუფალი და სიმართლის მაძიებელი მასმედია არავითარ შემთხვევაში არ უნდა აწვდიდეს საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას, მოდელირებულ, შენიღბულ, გადაკეთებულ ცნობებს, პირიქით უნდა ღაღადებდეს სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს. საზოგადოებას უნდა დაანახოს საქართველოში რეალურად მიმდინარე პროცესები სწორედ "სიმართლის" თვალით დანახული და არა პირიქით.
- ავტორი: დავით საძაგლიშვილი
- წყარო: სტატიის მისამართი
- საავტორო უფლება დაცულია - თუ გადაწყვეტთ ამ სტატიის სხვა საიტზე განთავსებას გთხოვთ სტატიის ბოლოს მიუთითეთ ავტორი და წყარო
ადამიანის ფანტაზია ისევე ეწინააღმდეგება და უარყოფს მეცნიერების დოგმებსა და კანონებს როგორც მეცნიერება ღმერთის არსებობას.