საქართველოში როგორც რამდენიმე წლის წინ რელიგიურობა თუ "ვაემე ვმარხულოოოობ" იყო მოდაში, ახლა შემოდის "ლიბერალობა" და "ევროპელობა". რატომ ეს სიტყვები ბრჭყალებში? ცხადია, იმიტომ, რომ ამ იდეების მხარდამჭერთა 95%-მა (თუ მეტმა არა) საერთოდ არ იცის რაა ლიბერალური ღირებულებები, რაა დემოკრატია და რა ხდება ევროპაში?
ეს ცოდნა შემოიფარგლება იმით, რომ თურმე:
- რელიგიურობა უცხოა ევროპისათვის
- ლიბერალობა ნიშნავს ყველაფრის დაშვებას და აშვებას
მოდით, განვიხილოთ ერთი პატარა დეტალი - უქმე დღეები ევროპის ქვეყნებში:
დანია1 იანვარი – ახალი წელი;
ვნების შვიდეულის ხუთშაბათი – დიდი ხუთშაბათი;
ვნების შვიდეულის პარასკევი – წითელი პარასკევი;
(თარიღი გარდამავალია) – აღდგომა;
აღდგომიდან მეორე დღე – აღდგომის ორშაბათი;
აღდგომიდან მე-4 პარასკევი – საერთო ლოცვის დღე;
აღდგომიდან მე-40 დღე – ამაღლება;
აღდგომიდან 50-ე – სულთმოფენობა;
აღდგომიდან 51-ე დღე – სულიწმიდის დღე;
25 დეკემბერი – ქრისტეშობა;
26 დეკემბერი – ქრისტეშობის მეორე დღე
ნორვეგია1 იანვარი – ახალი წელი;
დიდმარხვის მე-6 კვირა – ბზობა;
ვნების შვიდეულის ხუთშაბათი – დიდი ხუთშაბათი;
ვნების შვიდეულის პარასკევი – წითელი პარასკევი;
(თარიღი გარდამავალია) – აღდგომა;
აღდგომიდან მეორე დღე – აღდგომის ორშაბათი;
1 მაისი – შრომის დღე;
17 მაისი კონსტიტუციის დღე;
აღდგომიდან მე-40 დღე – ამაღლება;
აღდგომიდან 50-ე დღე – სულთმოფენობა;
აღდგომიდან 51-ე დღე – სულიწმიდის დღე;
25 დეკემბერი – ქრისტეშობა;
26 დეკემბერი – წმ. სტეფანეს ხსენების დღე
ეხლა ვნახოთ
საფრანგეთი, რომელიც ყველაზე უფრო ლიბერალურ და სეკულარულ სახელმწიფოდ ითვლება ევროპაში:
ყველა კვირა დღე;
1 იანვარი – ახალი წელი;
აღდგომიდან მეორე დღე – აღდგომის ორშაბათი;
1 მაისი – შრომის დღე;
8 მაისი – ევროპის დღე;
აღდგომიდან მე-40 დღე – ამაღლება;
აღდგომიდან 51-ე დღე – სულიწმიდის დღე;
14 ივლისი – ბასტილიის აღების დღე – ეროვნული დღესასწაული;
15 აგვისტო – მარიამობა
1 ნოემბერი – ყველა წმინდანის ხსენების დღე;
25 დეკემბერი – ქრისტეშობა
დასკვნები თქვენთვის მომინდვია.
P.S. შედარებისთვის
ჩრდილოეთ კორეა1 იანვარი – ახალი წელი;
8 იანვარი – კომუნისტური კორეის დამაარსებლის მესამე ვაჟის კიმ იონგ უნის დაბადების დღე;
16 თებერვალი – ჩრდ. კორეის ლიდერის კიმ იონგ ილის დაბადების დღე;
16 აპრილი – კომუნისტური კორეის დამაარსებლის კიმ ილ სუნგის დაბადების დღე;
25 აპრილი – არმიის დღე;
1 მაისი – მშრომელთა დღე;
27 ივლისი – გამარჯვების დღე;
15 აგვისტო – განთავისუფლების დღე;
9 სექტემბერი – დამოუკიდებლობის დღე;
10 ოქტომბერი – ჩკკპ (ჩრდილო კორეის კომუნისტური პარტია) შექმნის დღე;
27 დეკემბერი – კონსტიტუციის დღე
რა გვინდა ჩვენ?
This post has been edited by Prezidenta on 18 May 2010, 14:58