უკაცრავად და რა უნდა გააშუქოს ამ ტელეარხმა?
1. ჩვენი "ვარსკვლავების" კონცერტები?
2. დაბალი დონის ორკესტრები და დირიჟორები?
3. კინო რომელიც კვდება და ხელოვნურ სუნთქვაზეა შეერთებული?
4. ცოცხალი მუსიკა, რომელიც აშლილი გიტარებით იწყება და დაუკმაყოფილებლობით მთავრდება?
5. გამოფენები სადაც დიდი ხანია არაფერი ფასეული არ გამოფენილა?
6. პოეზიის საღამოები, სადაც კაცი ვერ გაიგებს რა ხდება?
7. კომპოზიტორთა, მწერალთა და ა.შ. კავშირების შესახებ, რომლებსაც შმორის სუნი ასდით.
8. ნიჭიერის მსგავსი შოუები?
9. 50 წლის წინ პოპულარული და დაჩამიჩებული ანსამბლების ჩამოყვანა?
10. ფსევდორივერდანსის წარმატებული გასტროლი?
თუ რა?
მართლა მაინტერესებს
და ასევე მაინტერესებს იმ ჟურნალისტების განათლების დონე ვინც იქ იმუშავებს.
ელენე ახვლედიანის სახელობის საგამოფენო დარბაზში გამოფენაზე მისული ჟურნალისტი რომ ითხოვდა, ქალბატონი ელენე ისე არ წავიდეს რომ არ ჩავწეროო...
მე გამიხარდება თუკი მსგავსი ტელევიზია იარსებებს, ოღონდ იქ გაიშვება მხოლოდ ფასეული და მაღალი დონის ხელობნების ნიმუშები. ანუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან. ჩვენთან მსგავსი რამ ათასში ერთხელ ხდება და ამის გამო ტელევიზიის გახსნა ღირს კი?