კავკასიის ეთერში, გადაცემა ,, კვირის რეპორტაჟში " გავიდა სიუჟეტი კროპუსის ამხანაგობების თავმჯდომარეების შეკრების შესახებ...სიუჟეტის მოხედვით გაირკვა, რომ 2009 წლის ზაფხულში თბილისის კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეები ტრეინინგებს გადიოდნენ ბათუმში. მათი შეკრების ინიციატორი როგორ აღმოჩნდა იყვნენ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები, პრეზიდენტი, ქ. თბილისის მერი, პარლამენტის დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან. გარდა ტრეინინგებისა ხელისფულების წარმომადგენლებმა იზრუნეს მათ გართობაზეც, კერძოდ ,,კვირის რეპორტაჟს " ხელში ჩაუვარდა ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში გადაღებული კადრები, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ქეიფობენ ამხანაგობის თავმჯდომარეებთან ერთად. როგორც ცნობილია თბილისში დაახლოებით 6000–ამდე ამხანაგობაა დარეგისტრირებული, ასევე ცნობილია ისიც, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეები ხელისუფლებისაგან, კერძოდ თბილისი მერიისაგან გასამრჯელოს სახით იღებენ 200–დან 300 ლარამდე თახას .
,,ეროვნულმა ფორუმმა " დაიანგარიშა და დაადგინა თუ რა თანხას ხარჯავს თბილისის მერია კორპუსის თავმჯდომარეებზე, რომლებიც საკუთარი მოვალეობების შესრულებისთვის ოფიციალურად ანაზღაურებას არ იღებენ.
-„ეს თანხა თითო თავმჯდომარეზე 300 ლარს შეადგენს. დღეისათვის თბილისის მასშტაბით 6 000 ამხანაგობაა დარეგისტრირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ თბილისის კორპუსის თავმჯდომარეებზე თვეში 1 800 000 ლარი იხარჯება. ცხადია, ეს ერთჯერადი თანხა არ არის და კორპუსის თავმჯდომარეებს, როგორც გავარკვიეთ, ამ თანხას დაახლოებით 6 თვის განმავლობაში უხდიან. და თუ 1 800 000-ს თუნდაც მინიმუმ 3 თვეზე გადავამრავლებთ (როდესაც აქტიური წინასაარჩევნო საქმიანობით არიან დაკავებულნი), აღმოჩნდება, რომ ამ სამ თვეში ხელისუფლების მაღალჩინოსნები 5 400 000 ლარს მხოლოდ კორპუსების თავმჯდომარეებს უხდიან. ამას დავამატოთ თავმჯდომარეთა ე.წ. თანაშემწეები, რომლებსაც საკუთარი სადარბაზოების გაკონტროლება ევალებათ, ნაცმოძრაობის კოორდინატორები და მიკროკოორდინატორები, რომელთა ხელფასიც თვეში 100-150 ლარია და კოლოსალურ თანხებზე გავალთ“, - ამბობს „ფორუმის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაგდა პოპიაშვილი.
წყარო :
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=10582ხომ არ გიჩნდებათ კითხვა თუ საიდან ხდება ამხანაგობების თავმჯდომარეების გასამრჯელოს დაფინანსება? თან ამას თუ დავუმატებთ მათი ტრეინინგებისა და გასართობი ღონისძიებების ხარჯებს საკმაოდ სოლიდურ თანხაზე მიდის საუბარი !!!! როგორ ფიქრობთ უნდა ჩაგვაყენოშ თუ არა ქალაქის ხელმძღვანელობამ საქმის კურსში თუ რა თანხებით ხდება თბილისი კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეები გასამრჯელოს, მათი ტრეინინგებისა და გასართობი ღონისძიებების დაფინასება?
http://www.kavkasiatv.ge/ge/main.php?id_news=4ეს არის ლინკი, სადაც შეიძლება ,, კვირის რეპორტაჟის " ზემოთ ნახსენები სიუჟეტის ხილვა !
This post has been edited by abkhazi_83 on 17 May 2010, 23:19