საქართველოს საპატრიარქომ ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ განცხადება გაავრცელა
უხამსობისგან და რელიგიური გრძნობების დასაცავად საპატრიარქო ხელისუფლებას კანონის მიიღებას სთხოვს.
საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეკლესია დემოკრატიულ ღირებულებებს პატივს ცემს, თუმცა უზნეობის, უხამსობის, აღვირახსნილობისა და სატანიზმის პროპაგანდას მხარს არ დაუჭერს.
საპატრიარქო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს - გახმაურებული “წიგნის” და ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
საპატრიარქოს განცხადების თანახმად, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ეროვნული ფასეულობებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.
საპატრიარქო მიიჩნევს, რომ გახმაურებული “წიგნის” არცთუ ისე დიდი ხნის წინ შემდგარი პრეზენტაციაც ამ მიზნით შემუშავებული ახალი გეგმის პირველი ნაწილი იყო; პროვოკაციის მეორე ნაწილი კი ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განხორციელდა.
“დღეს არის მცდელობა, რომ ხალხის მთელი ყურადღება გადავიდეს “კავკასიის” ეთერში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, ხოლო მის გამომწვევ მიზეზებზე ცოტა ვინმე საუბრობს. სინამდვილეში კი, ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია მორალურ-ფსიქოლოგიურმა ძალადობამ, რაც წიგნის დაბეჭდვასა და მისდამი პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერაში გამოიხატა”, _ ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოში განმარტავენ, რომ საქართველოს ეკლესია, ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, ძალადობას ვერასოდეს დაუჭერს მხარს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, რადგან ეკლესია არის ურთიერთგაგების, ერთობისა და მშვიდობის მომხრე და მოსურნე. ამასთან, ეკლესია ერ დაუჭერს მხარს უზნეობის, უხამსობის, აღვირახსნილობისა და სატანიზმის პროპაგანდას.
“დემოკრატიულ ღირებულებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. ამიტომაცაა ევროპის თითქმის ყველა ტრადიციულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და პატივისა და ღირსების უფლება თანაბრად დაცული; ამიტომაც არის საყოველთაოდ აღიარებული, რომ გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვათა უფლებების დარღვევა; და რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს შუღლისა და დაპირისპირების პროვოცირების უფლებას, ეკლესიის შეურაცხყოფის, რელიგიური გრძნობების შელახვის და სახელმწიფო სიმბოლოების დამცირების უფლებას” _ ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა და წიგნის ავტორი ერეკლე დეისაძე, დაკვეთის შემსრულებელი, ბრმა იარაღი იყო, რათა მართლმადიდებელთა პროვოცირება მოეხდინათ; მათზე აპელირებით კი, მერე უშუალოდ ეკლესიის ავტორიტეტზე განეხორციელებინათ დარტყმა.
“ეს “წიგნი” და მისი პრეზენტაციაც იყო სატყუარა, ხაფანგი, რაც შემდგომმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა. ამიტომაც საპატრიარქო არ ჩაერთო დებატებში და მოსახლეობასაც მოუწოდებს თავშეკავებისკენ. დღეს კი, როდესაც ვნებათაღელვა შედარებით დაცხრა და მეტნაკლებად გონივრული ქმედების საშუალება მიეცათ ადამიანებს, მიგვაჩნია, რომ ვალდებულნი ვართ, საზოგადოებაც და ხელისუფლებაც გავაფრთხილოთ იმ საშიშროების შესახებ, რასაც საკითხისადმი დღევანდელი მიდგომა გვიქადის”, _ ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო აღნიშნავს, თუ რა არის ეს საშიშროებები. კერძოდ, საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში თუ აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიური გრძნობები ასე შეილახება, არავითარი გარანტია არ არის იმისა, რომ შინაურმა თუ გარეშე მტერმა ისარგებლოს ამით და დეისაძის მსგავსი ადამიანის საშუალებით ასევე განზრახ შელახოს სხვა რელიგიების ან სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების წარმომადგენელთა რელიგიური გრძნობებიც, რაც სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზად შეიძლება იქცეს და რამაც შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
“ამიტომაც მივმართავთ ხელისუფალთ, რეალური შეფასება მისცენ მომხდარს და სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რომელიც სათანადოდ დაიცავს მოსახლეობას უხამსობისგან, დაიცავს პიროვნების და საზოგადოების პატივსა და ღირსებას, მათ რელიგიურ გრძნობებს. ამით ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მშვიდობასა და კეთილდღეობას”, _ აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, საპატრიარქო შენიშნავს, რომ მართლმადიდებლობის სახელით არსებული არც ერთი ორგანიზაცია არ არის საპატინიციატივით შექმნილი.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1ლიცემერი: ისე ჯიუტად უსტვენდა ჩიტი...
ისე ჯიუტად და უცნაურად
This post has been edited by licemer on 15 May 2010, 16:36
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.