მოგესალმებით,
ჩემს მეგობარს სჭირდება დახმარება ფსიქოლოგიური, მაგრამ ამას მე ვთვლი რომ ასეა.
არ ვიცი ფსიქოლოგია და ტერმინები და არ ვიცი რა დავარქვა ამ პრობლემას.
ადამიანი არის 30 წლის და იქცევა როგორც 15-17 წლის.
წლების განმავლობაში სამეგობროში ხშირად იყო დაცინვის ობიექტი მისი უინიციატივობის გამო. არავის ახსოვს მისი დაგეგმილი ან შეკრება, ან სადმე წასვლა, ან ვინმე მის აზრზე გადაეყვანოს, თუნდაც ისეთ ელემენტარულ რამეზე როგორიცაა რომელი სახინკლე ჯობს. მისი აზრი არასდროს ყოფილა საინტერესო, იმიტომ რომ მისი აზრი არ გვახსოვს და მხოლოდ სხვებს ეთანხმებოდა.
იქიდან გამომდინარე რომ განათლებით საკმაოდ გამორჩეულია, და გონება აქვს ძალიან ხალასი და მათემატიკასთან და ბუღალტერიასთან კარგად მეგობრობს, ალბათ არავის გაუჩნდა აქამდე კითხვა მის შინაგან განვითარებასთან დაკავშირებით.
აქამდე 30 წლისაა და არც არავინ ქმნიდა პრობლემას იმისგან რომ მას არ ყავდა საცოლე, და ცოლზე არ ფიქრობდა, და ჩემთვის პირადად არც აწი რომ არ იფიქროს არაა პრობლემა (ცოლიანი ვარ და ვიცი

)... მაგრამ ამას წინათ მეგობრები ვისხედით და ვიხსენებდით მის გოგო მეგობრებს.. და, ვერ გავიხსენეთ... არც სერიოზული და არც არასერიოზული ურთიერთობები გოგოებთან არ ჰქონია.. მხოლოდ გავიხსენეთ როგორ უყვარდა რამოდენიმე გოგო, რომლებმაც ამის შესახებ წლების მერე გაიგეს თან სხვისგან და ამაზეც ვიცინეთ რათქმა უნდა. ანუ გოგოსთან მისული და დალაპარაკებული არ არის არასდროს.
მის ჰეტეროსექსუალიზმში არ მეპარება ეჭვი....
ასევე ცხოვრობს გამოგონილ ფანტაზიებში (თურმე)... იგონებს (როგორც გაირკვა) გოგოებთან სექსუალურ ურთიერთობებს, და თითქოს სხვას აჩვენებს რომ გოგოების მუსუსია, სინამდვილეში კი ფულის გადახდის გარეშე თითქმის ყველა შევთანხმდით რომ მას სექსუალური კონტაქტი ქალთან არ ჰქონია.
ამ ყველაფრიდან და კიდევ აქ არ არის ის ყველაფერი რაც ამ ადამიანს მოსვლია, მე დავფიქრდი ძალიან სერიოზულად, რომ აუცილებლად სჭირდება მას ფსიქოლოგთან სეანსები.
პირადად მეც მაინტერესებს ეს თემა და მინდა ვიპოვო ფსიქოლოგი რეკომენდაციით ან რავიცი რა გამოცდილება გაქვთ იმის მიხედვით რომ, მე თვითონაც მქონდეს გასაუბრებები.
მაგრამ ახლა ამ ჩემი მეგობრის ბედი მაღელვებს ყველაზე მეტად.
რაღაცის სინდრომი იქნება რაც ამ ადამიანს ჭირს, და რაღაცნაირად მინდა რომ მივიყვანო ფსიგოლოგამდე, და ამიტომ მჭირდება გამოცდილი ხალხის აზრი