რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ავიაკომპანია “აირზენას” თბილისსა და მოსკოვს შორის რეისების შესრულების ნებართვა მისცა. ავიარეისები 24 მაისიდან შესრულდება.
წინასწარი ინფორმაციით, ’’აირზენა’’ თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისების შესრულებას 24, 26, 27, 29, 31 მაისს, 2, 3, 6, 9, 28 და 30 ივნისს და 1 ივლისს გეგმავს.
ამ საკითხთან დაკავშირებით “აირზენაში” დღეს, 14.00 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა 2006 წელს შეწყდა, 2008 წელს გარკვეული პერიოდით ავიარეისების შესრულება განახლდა, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ისევ შეწყდა.
მიმდინარე წელს შობისა და აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ “აირზენას” თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 10 ჩარტერული რეისის განხორციელების უფლება მისცა.
მიმაგრებული სურათი