რუსეთის პრეზიდენტი ნატო-ს მომავალი გაფართოების იდეის წინააღმდეგია. "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში, ვარშავის მოლაპარაკებების სისტემის გაქრობითა და ნატო-ს დარჩენით ბალანსი დაირღვა.
"ამან ევროპის პოლიტიკურ რუკაზე ტექტონიკური ცვლილებები გამოიწვია და ბევრი შეიარაღებული კონფლიქტიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. თქვენ იცით რუსეთის პოზიცია. მე ყოველთვის სიფხიზლით ვეკიდები უსაფრთხოების სისტემის ცვლილებებს. ამიტომაც, არ მოგვწონს ნატო-ს მომავალი გაფართოების იდეა. საქმე იმაში არ არის, რომ ნატო არ მოგვწონს.
ჩვენ ალიანსთან პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ეს სამხედრო ბლოკია, რომელშიც რუსეთი არ შედის და რაც უფრო ახლოს მოვა ნატო ჩვენს საზღვრებთან, მით მეტი დისკომფორტი გვექმნება", - აღნიშნა მედვედევმა.
მედვედევმა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში შავის ზღვის ფლოტის შესახებაც ისაუბრა და აღიშნა, რომ რუსეთი სევასტოპოლში განთავსებულ შავი ზღვის ფლოტს სხვა ქვეყნებზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს.
"მოდით, პირდაპირ გეტყვით, ჩვენ შავი ზღვის ფლოტს სხვა ქვეყნებზე თავდასასხმელად არ გამოვიყენებთ. ჩვენ მშვიდობიანი ქვეყანა ვართ", განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის ბაზირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსეთისა და უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისა და ნატო-სთვისაც, რამდენადაც რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
"რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ბაზა არსებობდეს, რადგან უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ელემენტია. ჩემი აზრით, ის ხელს არავის უშლის, პირიქით, შავი ზღვის აუზში სტატუს-კვოს შენარჩუნებას ემსახურება",- განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ ამიტომ ნათელია, რატომ არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი შავი ზღვის ფლოტის არსებობა, ჩვენ ის მოსალოდნელი რისკების განსაზღვრაში გვეხმარება.
მედვედევმა გაიხსენა, რომ შავი ზღვის ფლოტის ბაზირების გახანგრძლივებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მისივე თქმით, უსაფრთხოებაზე მზრუნველ რუსეთს ბაზირების გახანგრძლივება 40 ათასი დოლარი დაუჯდა. უსაფრთხოებაში, მედვედევის თქმით, თვით აშშ-ც და ნატო-ც ბევრად ნაკლებს ხარჯავენ.
"თუმცა ეს ერთგვარი ექვივალენტური გაცვლაა, ეს ევროპული სტაბილურობისა და რუსულ-უკრაინული სტრატეგიული ურთიერთობების აუცილებელი ელემენტია",-აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთ-უკრაინას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზირება 25 წლით გახანგრძლივდა.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/msoplio/20506-dimitri...l#ixzz0oHxFl3d9 This post has been edited by Stervoza on 18 May 2010, 17:50
მიმაგრებული სურათი