მშვილდოსანი (23 ნოემბერი-21 დეკემბერი) ქალი 
მისი ნაუბარი ყოველთვის არ მოგეწონებათ. ხანდახან ისეთ რამესაც კი წამოროშავს, შეიძლება თმები ყალყზეც კი დაგიდგეთ. თუმცა თქვენს რეაქციას რომ დაინახავს, შეცდომის მხიარული ხუმრობით ან კოცნით გამოსწორებას შეეცდება.
მართალია ექსტრავაგანტურია და შესაძლოა, მწვანე პეპლებით მორთული ვარდისფერი სათვალით გამოგეცხადოთ, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით სულაც არ უყურებს.
მშვილდოსანი ქალი იმდენად გულმართალი არსებაა, რომ ხანდახან სურვილიც კი გიჩნდებათ, რომ რაღაც მაინც მოგატყუოთ, იმდენად მომაბეზრებელია მისი უსაშველო პირდაპირობა.
იგი ძალზე დამოუკიდებელი არსებაა, არ უყვარს ნათესაური კავშირები და უპირეტესობას განმარტოებით ცხოვრებას ანიჭებს. ეს შესაძლოა, მისი მოგზაურობისა და ხეტიალისადმი გადამეტებული სიყვარულით და სახლში არყოფნის სურვილითაც აიხსნას.
თუ გსურთ რაიმე გააკეთებინოთ, კი არ უბრძანოთ, სთხოვეთ. ბავშვობაშიც კი, დედას მასზე მბრძანებლობის უფლებას არ აძლევდა და თქვენ გინდათ თქვენს ბრძანებებს დაუქვემდებაროთ? ამის იმედი ნუ გექნებათ, მშვილდოსანი თავისუფლებას, ინდივიდუალიზმსა და დამოუკიდებლობას, არავის და არაფრის გულისთვის არ შეელევა.
სულის სიღრმეში იგი მიმნდობი ბავშვია, მისი მსოფლმხედველობა და შეხედულებები იმდენად სუფთაა, რომ აქედან გამომდინარე, ძალზე ხშირად და ადვილად ტყუვდება.
მართალია არც უჭკუოა და არც ლოგიკურად აზროვნება უჭირს, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკი, გონებაზე კი არა გულზე გვაქვს. გული და გონება კი, მოგეხსენებათ სრულიად სახვადასხვა რამაა.
მშვილდოსან ქალს, ნებისმიერი რთული პრობლემის გადაჭრის ძალა შესწევს, თუმცა ამ დროს, მისი გული აბსოლუტურად დაუცველია და ამის გამო ხშირად იტანჯება.
ამას გარდა, თავისი გულწრფელობითა და სიალალით, მშვილდოსანი ქალი ხშირად ყველაზე მეტად, საკუთარ თავს აყენებს ზიანს. ხანდახან შესაძლოა გული დარდით უკვდებოდეს, მაგრამ სხვა ამას ვერასოდეს შეამჩნევს. პირიქით, ასეთ დროს მშვილდოსანი, განსაკუთრებით ბევრს ხუმრობს და მხიარულობს. სამაგიეროდ ღამ-ღამობით ბალიშს ცემლებით დაასველებს. თუმცა ამას ვერავინ დაინახავს და ყველა იფიქრებს, რომ მას არაფერი უჭირს.
მშვილდოსანი ქალები, ისევე როგორც ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენლები, ქორწინებისკენ მიდრეკილინი ნაკლებად არიან და მათ ბადეში გასაბმელად, არა ერთი მახის დაგება დაგჭირდებათ.
ჯერ ერთი, იგი არავის გამო არ იტყვის უარს, პროფესიული კარიერის გაგრძელებაზე, სამსახურის სულ მიტოვებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ და აჯობებს ამ საკითხში მისი შეზღუდვა არც სცადოთ.
ზოგჯერ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ იგი ცოტა არ იყოს პირქუშია. მაგარამ ასე არ არის. პირიქით, თქვენი მშვილდოსანი ცოლი ძალზე სენტიმენტალური ნატურაა, იგი მელოდრამებზე იტირებს, საგულდაგულოდ ექნება შენახული ოდესღაც თქვენი მიწერილი სასიყვარულო ბარათები, ნიშნობის დღეს ნაყიდი თაიგულიდან გადარჩენილი, დამჭკნარი ვარდი, იმ სპექტაკლის ბილეთი რომელზეც ერთმანეთი გაიცანით და ა.შ. მისი დიასახლისობის ნიჭს რაც შეეხება, ამ მხრივ საქმე გაცილებით რთულადაა. რეცხვა, დალაგება და სხვა მოსაწყენი, საოჯახო საქმეები მშვილდოსანს გულზე მაინც და მაინც არ ეხატება.
მართალია სახლის სისუფთავესა და კომფორტულად მოწყობაზე, მაინც ზრუნავენ. მაგრამ საშუალება თუ აქვს, სიამოვნებით იყოლიებს სახლში მოსამსახურეს.
მშვილდოსანი ქალი ცუდ ხასიათზე იშვიათადაა. თუ გაანაწყენეთ გესლიანობას დაიწყებს, მაგრამ ბოღმის გულში ჩახვევა არ ახასიათებს და წყენას მალევე ივიწყებს. მელანქოლიური ბუნების მამაკაცები მშვილდოსანს არ შეეფერება, დარდს და პესიმიზმს, მისი დაავადმყოფება შეუძლია.
რაკი მათი სახლი ცირკს უფრო წააგავს, შვილები მშვილდოსან დედას აღმერთებენ. მხიარულება, სიცილი და ოპტიმიზმი ბავშვების აღსაზრდელად მართლაც, რომ საუკეთესო გარემოა. ერთადერთი ნაკლი რაც მშვილდოსანი დედის შვილებს გააჩნიათ, დისციპლინის არქონაა.
მშვილდოსან დიასახლისს ძალიან უყვარს სტუმრების მიღება და გართობა. ამას იგი ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშნის წარმომადგენელ ქალბატონზე უკეთ ახერხებს. მისი გულითადი მასპინძლობისა და კეთილგანწყობის ფონზე,
მამაკაცი 
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი, ძალზე ძნელად მოსახელთებელი პიროვნებაა ამ სიტყვის, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.
დავიწყოთ იქედან, რომ იგი ყოველთვის რაღაც საქმით არის დაკავებული. ვინმეს შველის გაჭირვებაში, ან სადღაც გადაუდებელ მოლაპარაკებაზე ეჩქარება, ხოლო თუ ერთ ადგილას მდგომი მოიხელთეთ, უთუოდ უამრავი ხალხითაა გარემოცული და რაღაც მხიარულ ამბავს ყვება. ამიტომ ან სწრაფი სირბილი უნდა იცოდეთ, ან იდაყვებით მუშაობა, რომ მშვილდოსნამდე როგორმე მიაღწიოთ.
ბედი ხშირად ანებივრებს, იუპიტერის მფარველობაში მყოფ ამ ადამიანებს და მათი ძირითადი ღირსებაც, რომელიც უჩვეულო ოპტიმიზმში მდგომარეობს, სწორედ აქედან იღებს სათავეს. მშვილდოსანს გარს ყოველთვის უამრავი მეგობარი ახვევია, მტერი კი თითქმის არ ჰყავს. მის მხიარულ და ბედნიერ პიროვნებას ცხადია, ესეც განაპირობებს.
აი სიყვარულის პრობლემებს რაც შეეხება, აქ საქმე უფრო რთულადაა. ძირითადი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ქალები ხშირად მშვილდოსანი მამაკაცის ჭეშმარიტ დამოკიდებულებას ვერ გებულობენ და რაიმე უფრო სერიოზული გონიათ.
არადა თავქარიანმა მშვილდოსანმა, შესაძლოა ადვილად შეიყვაროს ვინმე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი კუბოს კარამდე ეყვარება. ხშირად მისი მხრიდან ეს უბრალო გატაცებაა და თუ გატაცების ობიექტმა მას, ჭეშმარიტი ზრახვები ვერ გაუგო და საქმისთვის უფრო სერიოზული მსვლელობის მიცემა სცადა, მშვილდოსანი ან ყოველივეს ხუმრობაში გაატარებს, ან მოულოდნელად და ისე სწრაფად გაქრება, რომ ”სატრფო” თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებს.
მაგრამ თუ თქვენ გონიერი ქალიშვილი ხართ, რომელსაც თავი მხოლოდ ლამაზი ვარცხნილობის გასაკეთებლად არ აბია, შეძლებთ ეს მოუხელთებელი არსება თქვენს ბადეში, ძალზე ოსტატურად გააბათ.
ნუ იქნებით ეჭვიანი. ნუ შეზღუდავთ, არასოდეს ჰკითხოთ სად იყო, ნუ დაემუქრებით რომ მიატოვებთ, ნურასოდეს მოუწყობთ ისტერიკებს და საშუალება მიეცით, თავის ნებაზე მოიქცეს ხოლმე. საერთოდაც, ეცადეთ ცხოვრებას მისი თვალებით უყუროთ და მისი თამაშის წესებით იხელმძღვანელოთ. იყავით ისეთი, როგორიც მას უნდა რომ იყოთ. მოძრავი, სპორტული, აქტიური... იარეთ მასთან ერთად ლაშქრობებზე, იყოლიეთ ძაღლი (სასურველია დიდი), იყავით გულუხვი და უშუალო. აგრძნობინეთ რომ თქვენშიც ისევე ცოცხლობს თავისუფლების სული, როგორც მასში. ყოველთვის დაუფიქსირეთ ის, რომ მის გარდა ცხოვრებაში უამრავი სხვა ინტერესიც გაგაჩნიათ. ნუ იქნებით მასზე ზედმეტად დამოკიდებული და ნუ შეზღუდავთ ვალდებულებებით.
თუ მშვილდოსანთან ურთიერთობისას, თამაშის ამგვარი წესებით იხელმძღვანელებთ, თქვენი ერთი შეხედვით, მოუხელთებელი სატრფო, ერთ მშვენიერ დღესაც გამოგიცხადებთ: სწორედ შენისთანა ქალი მჭირდებოდა ცხოვრების თანამგზავრადო.
ამ ეტაპზე, ცოტა კიდევ უნდა შეაგულიანოთ. გადაჭრით უარს ნუ ეტყვით, მაგრამ თქვენი პირობებიც წამოუყენეთ. ცოტა რომ წააეჭვიანოთ, არც ეს იქნება ურიგო, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ და მერწმუნეთ, თქვენი ურთიერთობა მალე მენდელსონის მარშით დასრულდება.
გაითვალისწინეთ, რომ მშვილდოსანი ნათესაური კავშირების დიდი მოყვარული და პატივისმცმელი არ გახლავთ, თავისი ნათესავებით თავს არ მოგაბეზრებთ და თქვენც, შესაბამისად ეცადეთ, თქვენიანებით არ შეაწუხოთ.
მისი მეუღლე რომ გახდებით, იგივე პოლიტიკას მიმართეთ, რამაც ქორწინებამდე მიგიყვანათ. საშუალება მიეცით სადაც უნდა იქ იაროს. ნუ გამოკითხავთ სად იყო, თუ ხანდახან გაფიცხდება, გულის მოოხების საშუალება მიეცით. ნუ აჰყვებით ჭორებს და გჯეროდეთ მისი. მამაკაცი მშვილდოსანი, ბუნებით ძალზე აზარტული ნატურაა, ამიტომ მასთან ერთად, ტელევიზორში სპორტული გადაცემების ყურება ხშირად მოგიწევთ. რაიმე ნიჭის დემონსტრირება, თქვენს ქმართან თამამდ შეგიძლით, მას ეს ძალიან მოეწონება. მისი ცოლი რომ გახდებით, წიგნების კითხვას არ შეეშვათ, მშვილდოსანს უინტელექტო ქალები არ უყვარს.
ნუ გაგიკვირდებათ, თუ იგი ხშირად გაგაკრიტიკებთ და ხანდახან არც თუ მთლად ტაქტიანად. გაიხსენეთ, რომ დიპლომატიის არ ქონა, მშვილდოსნების მთავარი ნაკლია.
პატარა ბავშვები მშვილდოსან მამაკაცს თითქმის არ აინტერესებს. სამაგიეროდ რაც უფრო წამოიზრდებიან ისინი, გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობს. მისთვის ბიჭები უფრო ახლობლები არიან, მაგრამ გოგონებთან განსაკუთრებული, ნაზი დამოკიდებულება ექნება.
მშვილდოსანი მამა, სიამოვნებით გაერთობა ბავშვებთან ერთად სპორტით და ხშირად მოაწყობს ხოლმე მათთვის მხიარულ პიკნიკებს. მშვილდოსნები საერთოდ ძალზე ლიბერალური მშობლები არიან და შვილებთან სიმკაცრეს, მხოლოდ ტყუილის შემთხვევაში იჩენენ.
I ნაწილი >>
მშვილდოსნები მშვილდოსნებო გილოცავთ !
This post has been edited by kalaa on 11 May 2010, 14:34
я достану звезду........... ★