მოგესალმებით!
- მინდა ფანტასტიურ საკითხს შევეხო. ბევრს ამისი არ სჯერა და იქნებ თემის წამკითხველმა ფორუმელებმა არასერიოზულად აღიქვან, მაგრამ,ჩემი სუბიექტური აზრით, საკითხი საინტერესო და გარკვეულ შემთხვევებში სრულიად რეალურია (?)
... ვგულისხმობ დაბადების თარიღის ხელოვნურად შეცვლას.
განვმარტავ : თუკი ადამიანი დაბადებულია xx დღეს, x თვეს და xxxx წელიწადს, მას აქვს კონკრეტული პირადი ასტროლოგიური რუკა. ეს რუკა შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი ან სულაც ნეიტრალური ... და როგორც მე ვიცი და მსმენია, სწორედ ეს რუკა ( ანუ, პლანეტების განლაგება ადამიანის დაბადების მომენტში) განსაზღვრავს მის მომავალს და ზოგადად ბედისწერას.
- მსმენია და წამიკითხავს კიდეც, რომ სტალინმაც და ჰიტლერმა პირადი ასტროლოგების დახმარებით შეიცვალეს დაბადების თარიღები :
- სტალინს მისმა დიდი ხნის მეგობარმა, ცნობილმა მისტიკოსმა გიორგი გურჯიევმა ურჩია შეეცვალა დაბადების დღის თარიღი - გურჯიევი კარგად ერკვეოდა ასტროლოგიაში და მას დაუჯერა სტალინმა.
- ჰიტლერმა თავისი პირადი ასტროლოგის( გვარად ფიურერი - როგორც ვიცი) რჩევით შეცვალა დაბადების დღის თარიღი .
... სამწუხაროდ, წყაროს მითითება არ შემიძლია.
- ვისაუბროთ ამ თემაზე
This post has been edited by Dorian on 16 May 2011, 21:54