#22467274 · 11 Nov 2010, 14:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვიცი, რომ მზითვად არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს, არც წასაღებად დაჰკეცავენ ქიშმანის შალებს, არც ქართულ კაბას ჩამაცმევენ ჯვარის საწერად, არც ვერცხლის ქამარს მომავლებენ დარდიან წელზე. ცაში ოთახი განათდება იაპონურად, ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე, მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად, მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს. დავიმალები სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში, დიდი იქნება აღტაცება მზე გადასული, უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები, და სადღეგრძელოს მოიტაცებს სიტყვა ქართული. ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმეს მთვრალი ჰაერი, გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი რადგან მზითევში არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს.
მასზე თემა ვერ ვნახე, ამიტომ გავხსენი. მგონია რომ ერთ ერთი საუკეთესო ლექსია მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიაში
"და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი" იგივე დიდი ძალის ექსპერსია აქვს ალბათ როგორც-
წინ მეშლება სხვა ოცნების არე, მიწის ცქერით დაიღალა მთვარე. ... ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში, რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
This post has been edited by highway on 11 Nov 2010, 15:54
|