მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სპეციალურად მომზადებულ ახალ ლუსკუმაში გადაასვენეს. ფერიცვალების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილთ ტრადიციული ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა მამა გაბრიელის შესახებ იქადაგა.
ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში პარაკლისი შესრულდა, რომლის შემდეგაც წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილები ლუსკუმით შეაბრძანეს ფერიცვალების სახელობის ტაძრის საკურთხეველში, შემდეგ კი მისთვის განკუთვნილ ახალ ადგილზე, ქვის სარკოფაგზე დაასვენეს. სარკოფაგი მოწყობილია ტაძრის მარცხენა მხარეს. იგი აქ იქნება დასვენებული მორწმუნეებისათვის მოსალოცად.
2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მას წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი უწოდა.
2013 წლის 20 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანება მოხდა სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არსებული მისი საფლავიდან. წმინდა ნეშტი დროებით ლუსკუმაში მოათავსეს. ერთი დღე წმინდა ნაწილები დაბრძანებული იყო სვეტიცხოველში, შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უამრავმა ადამიანმა მოილოცა, მათ შორის უცხოეთიდან ჩამოსულებმაც.
მამა გაბრიელის ხსენება წელიწადში ორჯერ ხდება. 2 ნოემბერს მისი აღსრულების დღეა და 20 თებერვალს წმინდა მამა გაბრიელის ნაწილების საფლავიდან ამოყვანების დღეს.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...adaasvenes.htmlთემა ღრმად პოლიტიკურია
უკვე ცუდად ვხდები ასეთი ნიუსების გაგებაზე
ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც უბრალოდ სწამს შემოქმედის არსებობს
თაყვანს სცემენ მიცვალებულს, რაღაც პერიოდულობით ამოთხრიან გვამს, დახედავენ ძვლებს როგორ არის
შემდეგ დაატარებენ წინ და უკან, მათ შორის ეხლაც განსაკუთრებულად შეხვდნენ ახალ ლუსკუმაში გადასვენებას
არის თუ არა ეს უბრალოდ რწმენა ღმერთის არსებობის შესახებ, თუ ეს უკვე სცდება ყველა ზღვარს და რაღაც სიმახინჯესთან გვაქ საქმე, მიცვალებულების და სიკვდილის გარეკპებასთან, არიან ეს ადამიანები ნორმალურები თუ საქმე გვაქ ფსიქიკურ გადახრასთან, შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში იქცეოდნენ და ცხოვრობდნენ ჯანსაღი ნორმალური ადამიანური ცხოვრების წესით.