mrgio
The Most Wanted

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4120
წევრი No.: 85405
რეგისტრ.: 25-February 09
|
#19722896 · 21 May 2010, 12:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
“ობამას ღალატს საქართველოსადმი გარკვეული საფუძველი აქვს”, - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას საიმონ შუსტერი The Huffington Post – ში. სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიასაც ”ფორინპრეს” აქვეყნებს, შუსტერი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს პრეზიდენტის ოფისამდე მისასვლელად ასობით ფოტოსურათით მოფენილი ოთახი უნდა გაიარო. ”აქ არიან ბილ კლინტონიც, ჯონ მაკკეინიც, კონდოლიზა რაისიც და რიჩარდ გირიც, რომლის სურათიც მაშინვე გეცემათ თვალში. კართან, ცენტრალურ ადგილას იმ სურათს ნახავთ, რომელშიც ჯორჯ ბუში სააკაშვილს შესცქერის, ის კი თეთრი სახლის მდელოზე დამდგარა და ტერიერს, ”ბარნის” ეფერება. ერთიანად კი, ოთახი იმ უბის წიგნაკს წააგავს, რომელიც ყველას დასანახად გადაუშლიათ, იმის სიმბოლოდ, თუ სად იღებს სათავეს სააკაშვილის თვითდაჯერებულობის წყარო. ამ კედლებზე ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების სურათებს ვერ აღმოაჩენთ, რაც გასული კვირის მოვლენების შემდეგ ჩემთვის გასაოცარი აღარ არის”, - წერს შუსტერი. აქვე ნათქვამია, რომ კონგრესისადმი 10 მაისის განცხადებაში ობამამ ცხადყო, რომ, მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობის გამო, საქართველოს ემიჯნება. მან კონგრესს რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების მხარდაჭერა სთხოვა და განაცხადა, რომ ”სიტუაცია საქართველოში აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებისთვის”. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ 2008 წელს ბუშმა იგივე ხელშეკრულება საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო შეაჩერა. ”ობამას განცხადებით, ვითარება განხილვას აღარ მოითხოვს, რაც, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. ქართველებისთვის ვითარება მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რადგან რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაცია კიდევ უფრო განამტკიცა. როგორც ჩანს, ობამამ ჩათვალა, რომ დამალვას აზრი აღარ აქვს: საქართველოს გაცვლა რუსეთზე თეთრი სახლის ოფიციალურ პოლიტიკად იქცა”, – ნათქვამია სტატიაში. შუსტერი წერს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ღალატს ნიშნავს. აქვე ავტორს The Huffington Post -ში ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკის, ევროპასა და ევრაზიის საქმეების გამგებლის, დევიდ კრამერის წერილი მოჰყავს, სადაც კრამერი წერდა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ არსებითად მიატოვა ქართველები და რუსეთს მათი საზღვრების გასწვრივ შემდგომი პროვოკაციული ქმედებებისთვის მწვანე შუქი აუნთო. ”ეს ალბათ მართლაც ასეა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილს, მის მრჩეველებსა და ოპონენტებს ინტერვიუ ჩამოვართვი, თუ რატომ გადაწყვიტა ობამამ, ზურგი ექცია საქართველოს პრეზიდენტისთვის, ჩემთვის სავსებით გასაგები გახდა”, - წერს შუსტერი. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისში, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის ჩამოვიდა, რომ გამერკვია – რა როლი ითამაშა სააკაშვილმა 13 მარტის სკანდალში. ”ეს ის დღე იყო, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ბევრ დასავლელ ლიდერს მოთმინება ამოეწურა. ტელეკომპანია ”იმედმა”, რომელსაც სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს, საინფორმაციო პროგრამის მეშვეობით მთელს ქვეყანას ამცნო, რომ რუსეთი საქართველოში ისევ შემოიჭრა. ქვეყანაში ქაოსმა დაისადგურა. მე ერთ ქალს ველაპარაკე, არმიის რეზერვისტის ცოლს, რომელსაც ამ გამოშვების შემდეგ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. მეორე დღეს სააკაშვილს დასდეს ბრალი და ევროპის ლიდერებმა მისი დაგმობა იწყეს – გამანადგურებელი ომიდან ჯერ ორი წელიც კი არ გასულა, მან კი ეს ყველაფერი დაუშვა”, - ნათქვამია სტატიაში. საიმონ შუსტერი აღნიშნავს, რომ ორი კვირის შემდეგ, თავის ოფისში სააკაშვილმა დუნედ უარყო თავისი მონაწილეობა ამ ისტორიაში, თუმცა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ქართველებს ეს უნდა ენახათ, რათა რუსეთის საფრთხე არ დავიწყებოდათ. ”საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ სააკაშვილი იმიჯის შექმნის დეტალებშიც ერევა. როდესაც მის ოფისში შევედი, ის ქალაქ ბათუმის რეკონსტრუქციის გეგმას განიხილავდა და თითოეული სახლის პროექტს აანალიზებდა. ასეთი პატარა ქვეყნის პრეზიდენტისთვისაც კი, ეს რუტინული დეტალებით ზედმეტ გატაცებას წააგავს. ჩემთვის ძალიან უცნაური იქნებოდა, თუკი ასეთი შოკისმომგვრელი გადაცემის ეთერში გასვლამდე, მას არაფერი ეცოდინებოდა. რუსეთი, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ინციდენტის გამო აღშფოთდა, ხოლო ობამასთვის ყველაფერს ამას გარკვეული მნიშვნელობა მიეცა~, - წერს ავტორი. აქვე შისტერი ასკვნის რომ, თუ სააკაშვილმა ”იმედს” მწვანე შუქი აუნთო, ე.ი. მას სახიფათო სპექტაკლებით რუსეთის გახელება სურს. ”ეს იმასაც ნიშნავს, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, რუსეთის აგრესიის იდეა ასაზრდოვებს, რადგან თავს იმ ერთადერთ ადამიანად წარმოაჩენს, რომელსაც დასავლეთთან თავისი კონტაქტების და იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მის ოფისთან წარჩინებულთა დაფაზე არიან წარმოდგენილები, ძალუძს ამ საფრთხის მოგერიება. აქედან იმის ვარაუდიც ჩნდება, რომ თუ პოლიტიკურ საფრთხეს იგრძნობს, თავის მოკავშირეებს რუსეთთან კონფრონტაციისკენ უბიძგებს”, - ნათქვამია სტატიაში. საიმონ შუსტერის დასკვნით, ვერავინ იტყვის, რომ ობამას მიერ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი ფარისევლური ან შეერთებული შტატებისთვის პოლიტიკურად უხერხული არ არის. ”სულ რაღაც 5 მარტს, როდესაც ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისგან ინტერვიუს ვიღებდი, შეერთებული შტატები ღიად უცხადებდა ერთგულებას საქართველოს. ”ჩვენ გადატვირთვის ფასად არასდროს შევაგდებთ პოლონეთს ავტობუსის ქვეშ”; ”ჩვენ არ გავწირავთ უკრაინას და საქართველოს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების გამო”, – მითხრა ოფიციალურმა პირმა. ახლა კი, ”მედის” სკანდალის შემდეგ, მათ რეალურად შეაგდეს საქართველო ავტობუსის ქვეშ და ჯერ არ არის ცნობილი, დანამდვილებით დააჯილდოებს თუ არა მათ რუსეთი გულითადი მეგობრობით. ”თუმცა, რუსეთის კონტექსტის გარეშეც, ფაქტი ერთია – სააკაშვილმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატებისთვის იმპულსური, უფრო მეტიც, არაპროგნოზირებადი და სახიფათო პარტნიორია. ობამა, როგორც სჩანს, ამას გულისხმობდა, როდესაც კონგრესს იმ განცხადებით მიმართავდა”, - ნათქვამია სტატიაში.
ინტერპრესნიუსის ჩანჩქერიდან დავაკოპირე
This post has been edited by mrgio on 21 May 2010, 12:19
--------------------
YOU DESTROY YOUR ENEMIES, WHEN YOU MAKE FRIENDS WITH THEM
|