დოქტორ ქრეიგ ვენთერმა, მულტი მილიონერმა პიონერმა გენეტიკაში, მისი ჯგუფის დახმარებით, მოახერხა და შექმნა მთლიანად ახალი სინთეტიკური სიცოცლის ფორმა, ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით.
მათ "ააწყვეს" სრულიად ახალი ქრომოსომა ხელოვნური დნმ-ისგან, საცდელ სინჯარაში. შედმგომ გადაიტანეს ცარიელ უჯრედში და დააკვირდნენ მის გამრავლებას — ანუ სიცოცხლის მტკიცებულებას.
ადამიანის მიერ შექმნილი პირველი უჯრედული "არსება" რომელიც დედამიწაზე არსებული ერთ-ერთი უმარტივესი ბაქტერიის მოდიფიცირებული ვერსიაა, ამტკიცებს — რომ ეს ტექნოლოგია მუშაობს.
დოქტორ ვენთერს სჯერა, რომ პირველი ორგანიზმი, რომელსაც უკვე შეარქვეს "სინთია" გაკვალავს გზას უფრო რთული ორგანიზმებისკენ, რომლებიც კაცობრიობას დაეხმარებიან მნიშვნელოვან საქმეებში, მაგალითად — ნავთობით დაბინძურების გაწმენდაში, ნაგვის — საწვავად გარდაქმნაში, დაავადებების განკურნვაში, ჰაერის დაბინძურების და გლობალური დათბობის წინააღგმდეგ ბრძოლაში და სხვ.
თუმცა ამ ამბავმა, ასევე გამოიწვია დისკუსიები თემაზე "ღმერთობანას თამაში" და რა საშიშროებას შეიძლება უქადდეს კაცობრიობას ასეთი ორგანიზმები, მათ შორის სამხერდო მიზნით გამოყენების შემთხვევაში.
"-ჩვენ შევდივართ ისეთ ეპოქაში, რომელიც მხოლოდ ჩვენი ფანტაზიით არის შეზღუდული" — აცხადებს მეცნიერი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში.
დოქტორ ვენთერი და მისი ჯგუფი, მერილენდის შტატში, ამ მიზნისკენ მთელი 15 წელი მიდიოდა და ამასობაში 30 მილიონი ფუნტი სტერლინგიც გახარჯა.
დანარჩენი აქ:
http://bring.ge/blog/science/312.htmlმადლობა ბმულისთვის: WolfSpell ს
ვიღაც იძახდა ქიმიიდან - სიცოცხლე როგორო