პირველ რიგში მოგესალმებით, გამარჯობათ!
მოდერატორებს მინდა ვუთხრა ეს თემა ცალკე დატოვონ და არ შეუერთონ აქტიურ "ისლამი"-ს თემას, დატოვეთ განცალკევებით, ეს ჩემი თხოვნაა და თუ შეიძლება დატოვეთ ცალკე
პირად შეურაცხჰყოფად არავინ მიიღოს ამ თემიდან რაიმე!
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესაგან!
მაშ ასე, დავიწყოთ!
არაბთა რელიგია VI საუკუნეშიარაბთა უმეტესობა
კერპთაყვანისმვემლები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდა: თითოეულ ტომს თავის ღვთაებათა გამოსახულებები -
კერპები ჰქონდა.
რამდენი ტომიც იყო, იმდენი კერპი იყო. თუმცა ყველა ამ კერპს ერთი შესაკრებელი ადგილი ჰქონდა. ეს იყო ქალაქი
მექა და, საკუთრვი, იქ არსებული წმინდა ადგილი
ქააბა, სადაც 360 კერპი იყო განლაგებული.
ყოველ კერპს წელიწადში ერთხელ მისი თაყვანისმცემელი ტომი ეწვეოდა ხოლმე. ასე რომ, მთელი წლის მანძილზე თაყვანისმცემელთა ნაკადი შეუწყვეტლივ მოედინებოდა მექისკენ. ამ გარემოებამ მექა რელიგიური და სავაჭრო ცენტრი გახადა და დიდი ავტორიტეტი შესძინა არაბულ სამყაროში, რაც დღემდე გრძელდება.
ვინ იყო მუჰამედი?მუჰამედი (მაჰმადი) იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების ახალი წესი და მიზანი.
მუჰამედი დაიბადა
570 წელს წარჩინებული კურეიშელების ტომში. ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი ვაჭრობას ეწეოდა და საქარავნო გზებზე იუდეველებსა და ქრისტიანებს ხვდებოდა, ეცნობოდა მათ სარწმუნოებას.
40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა ერთღმერთიანობის ქადაგება დაიწყო, მოუწოდებდა არაბებს, რომ დაევიწყებინათ ძველი ღმერთები, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთი.საგან აშორებდნენ, და ერთი ღმერთი -
ალაჰი ერწმუნათ. ამ ახალ რელიგისა ისლამი ეწოდებოდა.
მექელებმა არ მიიღების მისი ქადაგება და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მას ბევრი თანამზრახველი გამოუჩნდა და , ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუგამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი.
ისლამის მამამთავარმა და მოქადაგებმ, მუჰამედმა ბევრი რამ აიღო იუდაიზმიდან და ქრისტიანობიდან. თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი, და ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა..) ირწმუნეს.
ისლამი აღიარებს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნებს, მათ წმინდანებსა და წინასწარმეტყველებს: ნოეს, აბრაამს, იაკობს, ისააკს, მოსეს, დავით მეფეს და სოლომონ მეფეს, წმიდა მარიამსა და იესო ქრისტეს (თუმცა მას არ თვლიან ღვთისძედ და არც წმინდა მარიამს - ღვთისმშობლად), მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს. ოღონდ ისლამის მიხედვით, "იუდეველებმა და ქრისტიანებმა გაამრუდეს მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება", ამიტომ ალაჰმა მუჰამედი გამოგზავნა ამ ჭეშმარიტების აღსადგენად და ხალხების სწორ გზაზე დასაყენებლად.
ისლამიუს ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი
"ყურანი", რომლეიც მთლიანად შედგება მუიჰამედის ქადაგებებისგან, და
"ჰადისები" ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ.
(საინტერესო) გაგრძელება იქნება. . .