აუ, არადა ტყულიად იმედი მქონდა რომ არავის გაუხსნია ამ ქალბატონის შესახებ თემა...

ნუ არაუშავს, საკმაოდ მივიწყებული ყოფილა და იმედია, მე მას გამოვაცოცხლებ.
ესეიგი, ქალბატონი დიანა კრალი არის ერთ-ერთი ყველა ცნობილი და აღიარებული ჯაზ ვოკალისთი თანამედროვეობაში. გარდა იმისა, რომ გახლავთ შესანიშნავი ხმის ტემბრის პატრონი, იგი ასევე არაჩვეულებრივად უკრავს ფორტეპიანოზე და კონცერტებზე თითქმის ყოველთვის უწევს საკუთარ თავს აკომპანირებას. იგი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო მუსიკით, ისე, რომ 15 წლისათვის უკვე რამოდენიმე მუსიკალურ კლუბში უკრავდა. მან მიიღო პრესტიჟული სტიპენდია მუსიკალურ სასწავლებელში განათლების გასაგრძელებლად, მაგრამ მხოლოდ 3 სემესტრი ისწავლა, რის შემდეგ იგი აღმოაჩინა რეი ბრაუნმა, ცნობილმა ბას გიტარისტმა და ხელი შეუწყო მისი მუსიკალური კარიერის განვითარებას.
ამჟამად ქალბატონი დიანა გახლავთ ცნობილი მუსიკოსის, ელვის კოსტელლოს მეუღლე და მათ ყავთ 2 შვილი, ტყუპი ბიჭები

ესეც დიანას დისკოგრაფია:
1989 (2002) - Heartdrops with Vince Benedetti - (TCB, unauthorized)
1993 - Stepping Out - (Justin Time Records)
1995 - Only Trust Your Heart - (GRP Records)
1996 - All for You: A Dedication to the Nat King Cole Trio - (Impulse! Records)
1997 - Love Scenes - (Impulse! Records)
1998 - Have Yourself A Merry Little Christmas (EP) - (Impulse! Records)
1999 - When I Look in Your Eyes - (Verve Records)
2001 - The Look of Love - (Verve Records)
2002 - Live in Paris - (Verve Records)
2004 - The Girl in the Other Room - (Verve Records)
2005 - Christmas Songs with the Clayton/Hamilton Jazz Orchestra - (Verve Records)
2006 - From This Moment On - (Verve Records)
2007 - The Very Best Of Diana Krall - (Verve Records)
ამ უკანასკნელ ალბომს ვტვირთავ თქვენთვის გასაცნობად, იმიტომ რომ ვფიქრობ, სწორედ საუკეთესო ტრეკებით დაიწყოთ ამ შემსრულებლის აღმოჩენა, ხოლო შემდგომში ნელ-ნელა ავტვირთავ მის სხვა ალბომებსაც, რომელბიც გამაჩნია

(მეგობარს სპეციალურად ვთხოვე ქართულ სერვერზე ატვირთვა და აბა თქვენ იცით, არ დაიზაროთ გადმოწერა, დამიჯერეთ, it's worth it

)
01 'S Wonderful
02 Peel Me A Grape
03 Pick Yourself Up
04 Frim Fram Sauce
05 You Got My Head
06 Let's Fall In Love
07 The Look Of Love
08 East Of The Sun (And West Of The Moon)
09 I've Got You Under My Skin
10 All Or Nothing At All
11 Only The Lonely
12 Let's Face The Music And Dance
13 The Heart Of Saturday Night
14 Little Girl Blue
15 Fly Me To The Moon
http://www.link.ge/file/175705/DianaKrallT...Of2007.rar.html ხო, გარდა ამისა, ვამატებ ერთ ფოტოს, რომელიც ძალიან მომწონს ამ ქალბატონისა. დამეთანხმებით, ალბათ რომ არაჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭის გარდა იგი ვიზუალური მონაცამებითაც უხვადაა დაჯილდოვებული
მიმაგრებული სურათი