საფეხბურთო კლუბი ვალენსია დაარსდა 1919 წლის 18 მარტს
ზედმეტსახელები: ღამურები(Murciélagos), მერენგოთები(Merengots), შავთეთრები(Blanquinegros). Los Ches. Xotas და უბრალოდ Valencianistas
ვალენსიას ოფიციალური ჰიმნი საშინაო მატჩები ტარდება მესტალიაზე რომელიც იტევს 53.311 გულშემატკივარს 2010 წელს იგეგმება ახალი,ნოუ მესტალიას მშენებლობის დასრულება.იგი დაიტევს 75000 გულშემატკივარს და მინიჭებული აქვს ფიფასგან ხუთი ვარსკვლავი. მწვრთნელი: იუნაი ემერი
ასისტენტი: ხუან კარლოს კარსედო
მეკარის მწვრთნელი : ხოსე მანუელ ოჩოტორენა
ფიზიკური მომზადება : პაკო ავესტარანი
დელეგატორი: ხესუს პანიაგუა
კლუბის ექიმი : ანტონიო ხინერ მარკო
სეზონი პრიმერაში : 74
სეზონი სეგუნდაში : 4
ისტორიული ადგილი ლა ლიგაში: 4-ე ადგილი
უდიდესი მიღწევა ლა ლიგაში : 1 ადგილი
ყველაზე ცუდი შედეგი ლა ლიგაში: 16 ადგილი
თამაშები: 2,284
მოგებული თამაშები : 1,017
ფრე : 529
წაგებული თამაშები : 738
გატანილი გოლები : 3,810
გაშვებული გოლები : 2,973
ყველაზე დიდი გამარჯვება ანგარიშის მიხედვით (სახლში): ვალენსია 8 - 0 სპორტინგ ხიხონი(29/11/1953)
ყველაზე დიდი გამარჯვება ანგარიშის მიხედვით(გასვლზე): ლეიდა 1-6 ვალენსია (04/02/1951) და მალაგა 1-6 ვალენსია (31/01/2004)
ყველაზე დიდი მარცხი ანგარიშის მიხედვით (სახლში): ვალენსია 1-5 ბილბაო (15/01/1933) და ვალენსია 1-5 რეალი (31/10/2007)
ყველაზე დიდი მარცხი ანგარიშის მიხედვით(გასვლაზე): სევილია 10-3 ვალენსია (13/10/1940)
ფეხბურთელები ნათამაშები მატჩების მიხედვით: Fernando (542), Arias (500), Santiago Canizares (416), Miguel Angel Angulo (411)
ფეხბურთელები გატანილი გოლების მიხედვით: Mundo (260), Waldo (147), Mario Kempes (145), Fernando (140)
ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი(6) - 1941/42, 1943/44, 1946/47, 1970/71, 2001/02, 2003/04
ესპანეთის სამეფო თასი(7) - 1941, 1949, 1954, 1967, 1979, 1999, 2007
ესპანეთის სუპერთასი(1) - 1999
უეფას თასი(3) - 1961/1962, 1962/1963, 2003/04
ევროპის თასების მფლობელთა თასი(1) - 1979/80
ევროპის სუპერთასი(2) - 1980/81, 2004/05
ინტერტოტოს თასი(1) - 1998
პიჩიჩის" მფლობელი ვალენსიელები: 1.მუნდო- 1941/42---27 გოლი 1943/44----27 გოლი
2.რიკარდო-1957-1958-----19 გოლი
3.ვალდო 1966-1967----24 გოლი
4. კემპესი 1976/77---24 გოლი 1977/78---28 გოლი
ტელმო სარას პრიზის სამგზის მფლობელია დავიდ ვილია:2005-06, 2006-07 და 2008-09 წლებში.
"სამორას" მფლობელი ვალენსიელები:
ეისაგუერე -1943/44(32 გაშვებული გოლი)
ეისაგუერე-1944--/45(28 გაშვებული გოლი)
გოიო 1957/58(28 გაშვებული გოლი)
აბელარდო-1970-1971(19 გაშვებული გოლი)
მანსანედო 1978/79 (26 გაშვებული გოლი)
ოჩოტორენა 1988/89 (25 გაშვებული გოლი)
კანისარესი 2000/01(34 გაშვებული გოლი)
კანისარესი 2001/02(23 გაშვებული გოლი)
კანისარესი 2003/04(25 გაშვებული გოლი)
ვალენსიას შესახებ: 2010 წლის 18 მარტს,საფეხბურთო კლუბმა ვალენსიამ თავისი არსებობის 92 წლის ათვლა დაიწყო. მიუხედავად იმისა,რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდად ითვლება, გუნდის გულშემატკივრებს გვაქვს მოსაგონიც, გულდასაწყვეტიც და გასახარიც. …და რას წარმოიდგენდნენ კლუბის დამფუძნებლები, რომ მათ მიერ დაარსებულ გუნდს, რამდენიმე ათეულ წელიწადში უამრავი გულშემატკივარი ეყოლებოდა მსოფილო მასშტაბით და ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა მსოფლიოს უძლიერესი გუნდებისთვის და უფრო მეტიც–თავის სახელსაც ჩასწერდა ევროპული ფეხბურთის ისტორიაში. ყველაფერი კი ბარსელონას ქუჩაზე მდებარე ბარ „ტორინოში“ დაიწყო. მაგიდას შემომსხდარი მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები, საფეხბურთო კლუბის შექმნაზე მსჯელობდნენ. ამ იდეის სულის ჩამდგმელი კი მადრიდიდან ახლად დაბრუნებული, 26 წლის ოქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი გახლდათ.თავდაპირველად მელიგომ და და მისმა მეგობარმა-მედინამ, განიზრახეს შეექმნათ საფეხბურთო გუნდი, რომელიც არათუ კონკურენციას გაუწევდა იმ დროს ვალენსიის ავტონომიაში არსებულ გუნდებს, არამედ გახდებოდა ლიდერი მთელი რეგიონისა. მათმა მეგობრებმა კი მოიწონეს ეს აზრი და შესაბამისი მოთხოვნა გააგზავნეს ავტონომიის საბჭოში, რათა ოფიციალურად დაედასტურებინათ საფეხბურთო კლუბის შექმნა. პასუხი 18 მარტს მოვიდა. ავტონომიის მთავრობა თანახმა იყო. ასე დაარსდა ახლა უკვე ოფიციალურად Valencia FootBall Club. გუნდის მმართველ საბჭოში შედიოდნენ: გონსალო მედინა, პასკუალ გასკო ,ხულიო გასკო, ფერნანდო მარსალი, სალვადორ ალიაგა და პეპე ლიორკა. გადასაწყვეტი იყო გუნდის პრეზიდენტის ვინაობა,არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთებულიყო,ან მელიგო–ან მედინა,ეს არჩევანი კი ყველასთვის მძიმე გასაკეთებელი იყო. როგორც მოგვიანებით მელიგოს შვილი ოქტავიო მელიგო ალონსო განაცხადებს ერთერთ რადიოსთან ინტერვიუში, გუნდის საბჭოს წევრები,დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და კარგად იცოდნენ თუ როგორ იქცეოდა მელიგო როდესაც არჩევანის გაკეთება უჭირდა და მათაც გადაწყვიტეს მიებაძათ მისთვის–მონეტა ააგდეს და მას მიანდეს განესაზღვრა „ვალენსიას“ პირველი პრეზიდენტის ვინაობა. ასე გახდა ოქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი საფეხბურთო კლუბ ვალენსიას პირველი პრეზიდენტი. მეორე ქმედება რაც დამფუძნებლებმა განახორციელეს,ეს გუნდის ეკიპირება და ფერთა შერჩევა იყო. ამაზე დიდ ხანს არ უკამათიათ. მაშინვე გადაწყვიტეს–შავი შორტები და თეთრი მაისური. და რაღა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი–გუნდის შემადგენლობა. სხვადასხვა გუნდიდან გადმოიბირეს ფეხბურთელები.ვალენსიას პირველი შემადგენლობა შემდეგი იყო: ხულიო გასკო(ლო რატ პენანტი), ამადორ პერისი (ესპანია), პინიოლი და მარინი (ორივე საგუნტო), კუბელისი და კოლომერი (ორივე ალჯიროსი), ფერნანდესი (ლევანტე), ალიაგა,ლიობეტი და მარსალი (ესპანიოლი), მარკო (გოდელია) და გომეს ხუანედა (რეხიონალი). ყველა ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გუნდის ოფისში,რომელიც თავდაპირველად იმავე ბარ ტორინოს,იმავე მაგიდასთან იყო სადაც გუნდი დაარსდა, მოგვიანებით კი–იქირავეს ფართი ბარსელონას ქუჩაზე. ასე დაიწყო დიდი გუნდის- დიდი ისტორია. სახელგანთქმული მოთამაშეები არტურო მონტესინოსი(მონტესი), ედუარდო კუბელსი, ეპი, ედმუნდო პერესი(მუნდო), იგნასიო ეისეგირე, ანტონიო პუჩადესი, ფუენტესი, ვალდო მაჩადო, ხუან კარლოს კინკოსესი, ფაას ვილკესი, მანოლო მესტრე, ხუან კრუს სოლი,სალიფ კეიტა, ჯონი რეპი, რიკარდო არიასი ,მარიო კემპესი, ტენდილიო, ფერნანდო მორენა, ოჩოტორენა,მიატოვიჩი, ლუბო პენევი, გაისკა მენდიეტა, რომარიო, კლაუდიო ლოპესი, ხერარდი, რობერტო ფაბიან აიალა, სანტიაგო კანისარესი, პაბლო სეზარ აიმარი, დავიდ ალბელდა, რუბენ ბარახა, ვისენტე როდრიგესი, დავიდ ვილია სანჩესი.
მონტესისტები და კუბელისტები ხალხი ნელნელა შეეჩვია ახალ გუნდს, დაიწყეს მის მატჩებზე სიარული. გუნდით დაინტერესება განსაკუთრებით გაიზარდა ოციან წლებში,როდესაც ვალენსიას შემადგენლობაში თამაშობდნენ მონტესი და კუბელსი. მათი დაპირისპირება იმდენად მწვავე იყო, რომ გულშემატკივრები გაყოფილნი იყვნენ მონტესისტებად და კუბელსისტებად.
კუბელსი იყო ფეხბურთელი, რომელმაც კასტელიონთან მატჩში გაიტანა გამარჯვების და პირველი გოლი მესტალიაზე. იყო პირველი წარმომადგენელი ვალენსიისა ესპანეთის ნაკრებში და პროვინციიდან მოწვეული მეორე ფეხბურთელი (ბარსელონელი ავგუსტინ სანჩოს შემდეგ).შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივრების სიყვარულისა და ყურადღებით განებივრებული ფეხბურთელი იყო.
1920-21 წლების სეზონი ერთგვარი ტრაგედიით დაიწყო.გუნდის ლიდერი - კუბელსი გადავიდა სევილიაში. მისი ჩანაცვლება ხელმძღვანელობამ არტურო მონტესინოსით“მონტესით“ მოახდინა.ლევანტეს ჩემპიონატში ვალენსიას მიერ გატანილი 16 გოლიდან რვა მონტესის ანგარიშზე იყო. ბრაზისგან გამწვანებული კუბელსი სევილიიდან ადევნებდა მონტესს თვალს.და ბოლოს დაუყოვნებლივ დაბრუნდა ვალენსიაში, რომ მონტესისთვის მიეჩინა ადგილი. აქ დაიწყო ნამდვილი დაპირისპირება ამ ორი ფეხბურთელისა და გულშემატკივართა არმიის ორად გაყოფა, თუმცა ეს დაპირისპირება ყველაზე მეტად ვალენსიას წაადგა, ისინი ხომ ვალენსიას ღირსებას იცავდნენ.ამ ორმა ადამიანმა,ჩაუყარა საფუძველი მოვლენას,რომელსაც მოგვიანებით გულშემატკივრები-ვალენსიანიზმს უწოდებენ.
Valencia 2009/2010 გუნდი:
1.
სესარ სანჩეს დომინგესი(gk)
2.
ბრუნო სალტორ გრაუ
3.ედვიგეს მარტინეს
მადურო [ჰოლანდია]
4.
დავიდ ნავარო პედროსი
5.
კარლოს მარჩენა ლოპესი (კაპიტანი)
6.
დავიდ ალბელდა ალიკესი
8.
რუბენ ბარახა ვეგასი
9
.ნიკოლა ჟიგიჩი [სერბეთი]
10.ხუან მანუელ
მატა გარსია
13. მიგელ ანხელ
მოია რუმბო (gk)
14.
ვისენტე როდრიგეს გულიენი
15.ანხელ
დეალბერტ იბანიესი
17.
ხოაკინ სანჩეს როდრიგესი
18. მანუელ ენრიკეს ტავარეს
ფერნანდეში [პორტუგალია]
19.პაბლო ერნანდეს
დომინგესი 20.
ალექსის რუანო დელგადო
21.დავიდ ხოსუე ხიმენეს
სილვა 22.ჟერემი
მატიე [საფრანგეთი]
24. ევერ მაქსიმილიანო დავიდ
ბანეგა [არგენტინა]
25.იგნასიო მარია გონსალეს გატი "ნაჩო" [ურუგვაი]
28.
ხორდი ალბა რამოსი
30.მიგელ ალფონსო ერერო ხავალოიასი
"მიჩელი" 31. ალეხანდრო "
ჩორი"დომინგესი [არგენტინა]
არდენდით გასხვისებული ფეხბურთელები: რენანი-ხერესი
გუაიტა-რეკრეატივო
ჩიმო ნავარო-ელჩე
ტიაგო კარლეტო-ელჩე
სანი-რეალ ბეტისი
უგო ვიანა-ბრაგა
აარონ ნიგუესი-სელტა დე ვიგო
მიმდინარე ტრანსფერები დავიდ ვილია >>> ბარსელონა მეჰმეტ ტოპალი <<< გალათასარაი სოფიან ფეგოლი <<< გრენობილი რიკარდო კოშტა <<< ლილი სატრანსფერო სამიზნეები რობერტო სოლდადო - ხეტაფე
წინა თემის ლინკები: VALENCIA FAN CLUB VALENCIA FAN CLUB VALENCIA FAN CLUB VALENCIA FAN CLUB VALENCIA FAN CLUB VALENCIA FAN CLUB Valencia Club De Futbol Valencia Club De Futbol Valencia Club De Futbol Valencia Club De Futbol Valencia Club De Futbol Valencia Club De Futbol Valencia Club de Fútbol Valencia Club De Futbol Valencia Club De Futbol Valencia Club de Fútbol Valencia Club de Fútbol Valencia Club de Fútbol Valencia Club de Fútbol (post #17352723) Valencia Club de Fútbol Valencia Club de Fútbol Valencia Club de Fútbol Valencia Club de Fútbol Vol: 23 ვალენსია ინეტში :
http://www.valenciacf.com თემა ეძღვნება ვალენსიას ლეგენდარულ ფეხბურთელს რუბენ ბარაჰას Rubén Baraja Vegas - 34 წლის ვეტერანმა ვალენსიელმა კარიერა დაასრულა. რუბენ ბარაჰა 2000 წლიდან ვალენსიაში ირიცხებოდა და ხშირ შემთხვევაში გუნდის კაპიტნადაც გვევლინებოდა.
მან ვალენსიას მაისურით 262 შეხვედრა ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. 2000–2006 რუბენ ბარაჰა ესპანეთის ნაკრებშიც მოღვაწეობდა. ჩატარებულ 43 მატჩში 7 გატანილი გოლით და მოედნის ცენტრში ბრწყინვალე თამაშით დაამახსოვრა გულშემატკივრებს თავი.